x
მეტი
  • 22.11.2024
  • სტატია:138404
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512068
კოჰ კერის სიკვდილის პირამიდა: როგორ აღმოჩნდა "მექსიკური პირამიდა" კამბოჯაში
image


ეს საფეხურიანი პირამიდა მექსიკაში არ არის, როგორც ერთი შეხედვით შეიძლება იფიქროდ და არც გვატემალის ჯუნგლებშია. ეს არის კოჰ კერის ტაძრის კომპლექსი კამბოჯის სამეფოს ჩრდილოეთით, რომელიც იყო ქმერის იმპერიის ჩრდილოეთ დედაქალაქის ცენტრი. პირამიდის თავზე არის უჩვეულო ჭა, რომელიც ღრმად ჩადის შენობაში და ადგილობრივები ერიდებიან მასთან მიახლოებას, მიაჩნიათ, რომ ის ბნელ ძალებთანაა დაკავშირებული.


image


უძველესი ქალაქ კოჰ კერის ნანგრევები მდებარეობს პრეჰ ვიჰეარის პროვინციაში, ანგკორიდან ჩრდილო-აღმოსავლეთით 90 კილომეტრში, ქმერების უძველესი დედაქალაქია. ინდოსტანის ჯუნგლებში დაკარგული ამ ქალაქის ისტორია ძალაუფლებისთვის მეტოქეობით იწყება. დიახ, დინასტიური შუღლი აღზევდა ქმერის იმპერიაში, მმართველის ბევრ ნათესავს არ სურდა ძალაუფლების დათმობა, მათ სურდათ თავად დაეკავებინათ ტახტი.



image


კოჰ კერის აყვავების პერიოდი მოდის მე -X საუკუნიდან, როდესაც ის მოკლე დროში გახდა იმპერიის ჩრდილოეთ დედაქალაქი. ჯაიავარმან IV იყო მოქმედი სახელმწიფოს მეთაურის ჰარშავარმან I-ის ნათესავი, მან ტახხტზე თავისი პტეტენზია წამოაყენა. ქვეყნის ჩრდილოეთით მან დააარსა ახალი დედაქალაქი, რომელსაც უწოდა კოჰ კერი, ან ჩოკ-გარჯირი. ქალაქი მრავალი სასახლითა და ტაძრით, გრანდიოზული წყალსაცავით და საჭირო ინფრასტრუქტურით აშენდა ორ ათწლეულში. ორი მმართველის ხანა გაგრძელდა 20 წელზე ცოტა მეტს და დასრულდა იმით, რომ ჯაიავარმან IV-მ და მისმა მემკვიდრემ მოახერხეს ტახტის მოპოვება. მართალია, ეს დიდხანს არ გაგრძელებულა: გარკვეული პერიოდის შემდეგ, დედაქალაქი კვლავ ანგკორში გადავიდა და კოჰ კერმა დაკარგა დედაქალაქის სტატუსი.


image


კოჰ კერის პირამიდას ჰქვია პრასატ ტომი და ეს არის ერთ-ერთი იმ რამდენიმე ნაგებობიდან, რომელიც დღემდე შემორჩენილია ჩრდილოეთ დედაქალაქში. პრასატ ტომი შედგება 7 საფეხურისგან, პირამიდის სიმაღლე შეადგენს 32 მეტრს, ხოლო საძირკველის სიფართე 55 მეტრია. პირამიდის ფორმა ძალიან მოგვაგონებს ამერიკელი ინდიელების მიერ შექმნილ სტრუქტურებს. შენობის ზედა ნაწილში არის ჭა, რომელიც უფრო ღრმად აღწევს შენობაში. მისი მიზანი ბოლომდე არ არის ცნობილი. თავად პირამიდა, როგორც ჩანს, უნდა გამხდარიყო ჯაიავარმან IV-ის საფლავი, რის გამოც მას "სიკვდილის პირამიდა" უწოდეს. მაგრამ შიგნით სამარხი არ აღმოჩნდა. სხვა ღირსშესანიშნავი ობიექტებიდან შეიძლება აღინიშნოს გარუდა - ღმერთ ვიშნუს მითიური ფრინველი, რომელიც ამოკვეთილია პირამიდის თავზე.


image


სხვა პოპულარული ვერსიით, ერთ-ერთი ადგილობრივი მმართველი თაყვანს სცემდა ბნელ ძალებს და მსხვერპლად სწირავდა ადამიანებს ღმერთ მარას. პირამიდის თავზე იდუმალი ჭა მხოლოდ ამ მიზნებისთვის გამოიყენებოდა და სწორედ ამ მიზეზით ადგილობრივ მოსახლეობას ეშინია პრასატ ტომთან მიახლოების. მაგრამ, როგორც ჩანს, ეს გარემოება სულაც არ აშინებს აქ უხვად მყოფ ტურისტებს. ეს პირამიდა განსაკუთრებით მიმზიდველია მისტიკისა და ყველა სახის ექსტრემალური მოგზაურობის მოყვარულთათვის. რა თქმა უნდა, კომპლექსის ტერიტორიაზე მცველები არიან, მაგრამ ცნობისმოყვარე ტურისტები დროდადრო ცდილობენ ზევით მდებარე დახურულ ჭაში შეღწევას. ვარაუდობენ, რომ ეს არის პირამიდის შიგნით დამალული ოთახის შესასვლელი, მაგრამ უფრო დეტალური ინფორმაცია პრასატ ტომის შინაარსთან დაკავშირებით ჯერ არ არის ხელმისაწვდომი.




0
204
4-ს მოსწონს
ავტორი:არჩილ ვერულიძე
არჩილ ვერულიძე
204
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0