x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
"ნუ დასტირიხართ კაცს, რომელიც ათი საუკუნის შემდეგაც ცოცხალი იქნება"-მეგი გოცირიძე
image

ყოფილი პარლამენატრი "ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან" მეგი გოცირიძე სოციალურ ქსელში აზიარებს ფოტოს, სადაც მაგიდაზე სტიკერი დევს წარწერით "სააკაშვილი" და წერს, რომ არ არის საჭირო მოთქვამდეთ იმ კაცზე, რომელიც ათი საუკუნის შემდეგაც ცოცხალი იქნება.


"ცარიელი სკამი და კიდევ ერთი ფურცელი მიშას საამაყო ცხოვრებიდან, თქვენ კიდევ ნუ მოსთქვამთ მეგობრებო და ნუ დასტირიხართ მიშას, თუ ვინმეს რამის თავი გაქვთ, გავიდეთ და სადაც მივწვდებით, იქ შევუქმნათ პრობლემა გარეწრებს თუ არა და ნუ დასტირიხართ მაინც კაცს, რომელიც ათი საუკუნის შემდეგაც ცოცხალი იქნება"-წერს მეგი გოცირიძე.


ბოლო ცნობებით, ექს-პრეზიდენტთან ექსპერტთა ჯგუფი სავარაუდოდ ხვალ შევა.ამის შესახებ სააკაშვილის ადვოკატმა შოტა თუთბერიძემ განაცხადა:



“მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა ვიზუალური შეფასებით კვლავინდებურად ცუდია, ხოლო სამედიცინო მაჩვენებლით, როგორც ჩემთვის ცნობილია მისი მდგომარეობა უარესდება, ამიტომ მისი მკურნალობის კურსი არა მხოლოდ გაგრძელებას, არამედ გარკვეულ პოზიტიურ ცვლილებებსაც მოითხოვს.


მიხეილ სააკაშვილი ელოდება ექსპერტებს და მზად არის ექსპერტიზის ჩატარებაში მონაწილეობა მიიღოს. ჩვენი საზრუნავია ექსპერტების შესვლის ორგანიზება მოხდეს, რაც შეიძლება სწრაფად. სავარაუდოდ, ეს მოხდება ხვალისთვის იმიტომ, რომ დღეს უკვე სამუშაო საათები სრულდება”, - განაცხადა თუთბერიძემ.


დღესვე განცხადება გააკეთა ექს-პრეზიდენტის დედამ გიული ალასანიამ:


“ძალიან მძიმე გრძნობით გამოვდივარ ყოველთვის. რომ ვზივარ და მას ასეთ მდგომარეობაში ვუყურებ, ჩემთვის ძალიან მძიმეა. ადამიანი, რომელსაც ვერ გააჩერებდი, ვხედავ, რომ სრულიად გამოფიტულია.ერთადერთი შანსის იმედი მაქვს, სასჯელის გადავადების.შეიძლება ირაკლი კობახიძემაც აზრი შეიცვალოს, გარდა ამის “ქართული ოცნებაში” სხვებიც არიან”, - განაცხადა ალასანიამ.


ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ არ არის აუცილებელი საზღვარგარეთ მისი გადაყვანა, რადგან საქართველოში მისი მკურნალობის შესაძლებლობა არის.

0
139
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
139
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0