x
მეტი
  • 06.07.2022
  • სტატია:120582
  • ვიდეო:354543
  • სურათი:492647
"ვუთხარ: აიღე, რაიც დიდია, მეცა მკიდია, ვირსაც კიდია" - გალაკტიონ ტაბიძის უცნობი უწმაწური ხასიათის გამოუქვეყნებელი ლექსი
image

ეს ლექსი 1935 წლის "დღიური-96" -დან არის, სადაც დიდ პოეტს სხვადასხვა შენიშვნები, ჩანაწერები, შეხვედრების ქრონოლოგია აქვს ჩანიშნული და რა თქმა უნდა არც ლექსებია გამონაკლისი:


ელშუა მენახშირე


[ვარ მენახშირე მე უძლ.]
ოქროყანელი ვარ მენახშირე -
ვირით ტფილისში სვლა დავახშირე,
ჩემს შეძახებას ისმენს გზა ხშირი:
აბა, ნახშირი, კარგი ნახშირი.

მეც ავიკიდე, ვირსაც ავკიდე,
[მთაწმინდის გზამდე კიდეც გავყიდე]
[იმ დღეს კი ბევრი ვერსა გავყიდე]
ცოტაღა დამრჩა, თითქმის გავყიდე;
[სდგას] როს აივანზე ქალი თმა-ხშირი -
(როს ქალი თეთრი, ვით თაბაშირი, )
[და გადმომძახის:] ნაზად მეძახის: რა ღირს ნახშირი?

[ვებნები: ნახე, რომელი გინდა -
მეცა მკიდია, ვირსაც ჰკიდია.
მე რომ მკიდია, ის]

ვუთხარ: აიღე, [რაც კი] რაიც დიდია,
[მეცა მკიდია, ვირსაც კიდია.]
რომელი გინდა, [ის გიყიდია] მომიყიდია:
გინდა აიღე, ვირს რომ ჰკიდია,
გინდ - ეს აიღე, მე რომ მკიდია.

ქალმა [დამწყევლა] ასე სთქვა ლამაზი პირით,
მეხი დაგეცეს, მიწამ გყოს პირი,
მომკვდარხარ შენცა და შენი ვირიც,
ოხრად დაგფშვნია შენი ნახშირიც.

[წყევლამ] მაგრამ არ გასჭრა, მივალთ ტაატით
მე და ეს ჩემი დიდყურაანთი.
და შეძახებას ისმენს გზა ხშირი:
აბა, ნახშირი, კარგი ნახშირი.

წყევლა ამიხდა:

ელეკტრონი სდგას ჯიბრში, ვით გზირი,
ვიღას სჭირია ჩემი ნახშირი.


image


0
725
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
725
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0