x
მეტი
  • 24.04.2024
  • სტატია:134486
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508539
"დავით ზურაბიშვილმა გადაწყვიტა ტყუილებში "მამხილოს" - რას წერს თამარ ჩერგოლეიშვილი

image

"დავით ზურაბიშვილმა გადაწყვიტა ტყუილებში "მამხილოს", - ამის შესახებ თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს.


მისივე თქმით, სამარცხვინო ის არის, მინიმალური სინანულის გრძნობა რომ არ გააჩნიათ იმის გამო, რაც ამ სამარცხვინოებმა აკეთეს და ილაპარაკეს ივანიშვილის ზურგით ძალაუფლების ხელში ჩასაგდებად.


"სამარცხვინო ის კი არ არის, რომ ასეთი სამარცხვინო შეცდომები დაუშვეს. სამარცხვინო ის არის, მინიმალური სინანულის გრძნობა რომ არ გააჩნიათ იმის გამო, რაც ამ სამარცხვინოებმა აკეთეს და ილაპარაკეს ივანიშვილის ზურგით ძალაუფლების ხელში ჩასაგდებად.


რუსული პროპაგანდის ყველა გზავნილზე ხუთოსნებივით ისხდნენ:



1) ომის შიშზე - სააკაშვილის უზრდელურმა პოლიტიკამ რუსეთის მიმართ, გამოიწვია ომი


2) ეკონომიკური სიდუხჭირის შიშზე - სააკაშვილის უზრდელურმა პოლიტიკამ რუსეთის მიმართ, გამოიწვია ემბარგო


3) კულტურული იდენტობის დაკარგვის შიშზე - ბოკერია რელიგიურ და ტრადიციებს გვართმევს, დედა ეკლესია უნდა დავიცვათ!


რუსული პროპაგანდის სამივე კომპონენტი იყო მათ მესიჯბოქსში.

------------

ეს თავად ზურაბიშვილის ინტერვიუა "ტაბულასთან".


რუსეთთან როგორ ალაგებდნენ, ამით დავინტერესდით და შედეგები იხილეთ - ეს კაცი ბედავს და მორალს გვიკითხავს პოლიტიკაზე.


"ტაბულა: თქვენ ამბობთ, რომ ჩვენ რუსეთთან პრობლემები გვაქვს და ურთიერთობას ვერ ვალაგებთ სააკაშვილის გამო?


ზურაბიშვილი: რა თქმა უნდა, სააკაშვილის უპრინციპო და უზრდელურმა პოლიტიკამ, შეიძლება ითქვას... ძირითადად არის ლაპარაკი არა იმაზე, შენ მიზანმიმართულად რა პოლიტიკას აწარმოებ. აქ რუსეთი იყენებს იმ მომენტს - აქიდან იყო უხეში გამონათქვამები, ასე ვთქვათ, ლანძღვა-გინება, გამწავება სიტუაციის. ის ამბობს, რომ არ მინდა ამ კაცთან ურთიერთობა. მაინდამაინც ამის გამო მას არავინ არაფერს ეუბნება.

.....

ტაბულა: თქვენ ამბობთ: `აზერბაიჯანსაც აქვს ნატოსთან ურთიერთობა, მოლდოვასაც და უკრაინასაც არ დაუშლია ყველა სტრუქტურა, უბრალოდ არ ყვირიან ბევრს და არ გაიძახიან სიაფანდზე ხვალ თუ არა ზეგ იქ იქნებითო~. ანუ ჩვენ მოვიქცეთ ასე?


ზურაბიშვილი: არა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ შენ რომ მოიქცე ესე ზუსტად. ჯერ ერთი სამივე სხვადასხვა ვარიანტია და გინდა ისე რომ მოიქცე, სულ არ ნიშნავს, რომ აუცილებლად წარმატებას მიაღწევ. ძალიან მარტივი რაღაცაა რა, ზოგადად ვამბობ, რომ არ არის აუცილებელი.


ტაბულა: მაშინ ამით რას გულისხმობდით? აზერბაიჯანი ...


ზურაბიშვილი: მოვიყვანე მაგალითი ერთ-ერთი, შემთხვევით, ჩვენ და აზერბაიჯანს ორივეს გვქონდა ნატოსთან პარტნიორობა.


ტაბულა: აზერბაიჯანს არასოდეს განუცხადებია, რომ უნდა ნატოში გაწევრიანება

ზურაბიშვილი: ამბობდა, რომ ეს შორეული საკითხია ალიევი ასე ამბობს.


ტაბულა: ასეთი განაცხადი, მე როგორც ვიცი, არ აქვთ გაკეთებული


ზურაბიშვილი: როგორ არ აქვთ, აქვთ. ოფიციალურად არ აქვთ.


ტაბულა: ნატოშიც არ აქვს შეტანილი განაცხადი


ზურაბიშვილი: გასაგებია, მაგრამ ჩვენ რომ შევიტანეთ, მერე რა მოვიგეთ?!" - წერს თამარ ჩერგოლეიშვილი

0
441
1-ს მოსწონს
ავტორი:ქეთეონე
ქეთეონე
441
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0