x
მეტი
  • 16.04.2024
  • სტატია:134329
  • ვიდეო:352456
  • სურათი:508412
გერმანელ ქალს თვითმფრინავი შეუყვარდა და მასთან ინტიმური კავშირიც დაამყარა
image

გერმანიის ქალაქ დორტმუნდიდან 23 წლის სარა როდო ამბობს, რომ სექსუალური ლტოლვა აქვს უსულო საგნების მიმართ. მის ისტორიას Daily Mirror აქვეყნებს.


როდო ამტკიცებს, რომ შეუყვარდა Boeing 737, რომელსაც მან დიკი დაარქვა. მისი თქმით, ის ოცნებობს მასზე დაქორწინებაზე და სექსიც კი ჰქონდა მის სათამაშო ასლთან. თავისუფალ დროს სიამოვნებს თვითმფრინავების ყურება და ორი ტატუც გაკეთებული მკლავზე მისი "პარტნიორის" გამოსახულებით.


image




როდომ ჯერ კიდევ თინეიჯერობის წლებში შეამჩნია უსულო საგნებისადმი ლტოლვა. მამაკაცებთანაც ჰქონდა ურთიერთობა, თუმცა, მისი თქმით, მათ მიმართ ასეთი გრძნობები არ ჰქონია.


image


” შევამჩნიე, რომ ადამიანები არ მიზიდავს - თქვა ქალმა-არ მინდა მათი ჩახუტება, არ მინდა ინტიმური ურთიერთობა. მაგრამ ყველაფერი სხვაგვარადაა უსულო საგნებთან, მათთან მინდა ჩახუტებაც და ინტიმური ურთიერთობაც.


image


გერმანელმა აღიარა, რომ ახლა რეგულარულად დაფრინავს ევროპის გარშემო, რომ რაც შეიძლება ხშირად ნახოს დიკი.


„როცა ჩემს 737-თან ვარ, მეშვიდე ცაზე დავფრინავ. მე ის სიგიჟემდე მიყვარს. მასთან თავს დაცულად ვგრძნობ და მინდა მთელი დრო მასთან გავატარო“, - დაასკვნა მან.


image


ადამიანებს, რომლებსაც იზიდავთ უსულო საგნები, ობიექტოფილებს ან ობიექტოსექსუალებს უწოდებენ. ცნობილია შვედეთის მკვიდრის, ეკლოფ ბერლინერ-მაუერის შემთხვევები, რომელიც 1979 წლიდან თავს ბერლინის კედლის მეუღლედ თვლიდა და ამერიკელის, ერიკა ლაბრის ამბავი, რომელიც 2007 წელს ეიფელის კოშკთან არაოფიციალურად დაქორწინდა.


ადამიანთა სექსუალურობის ელექტრონულ ჟურნალში გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, ობიექტ-სექსუალების ნახევარზე მეტს აუტიზმის სპექტრის აშლილობა აღენიშნებათ.

0
520
4-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
520
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0