ინდოელი ელექტრიკოსი სოფელში ელექტროენერგიას თიშავდა, რათა ფარულად შეხვედროდა შეყვარებულს
![ინდოელი ელექტრიკოსი სოფელში
ელექტროენერგიას თიშავდა, რათა
ფარულად შეხვედროდა შეყვარებულს image](https://server5.intermedia.ge/article_images/small/202205/20220531164156164.png)
ინდოელი ელექტრიკოსი, დაახლოებით ერთი თვის განმავლობაში, ყოველდღიურად უწყვეტდა ელექტროენერგიის მიწოდებას სოფლელებს. მათ ეს ძალიან უცნაურად ჩათვალეს და გადაწყვიტეს ყველაფრის შემოწმება. ქუჩების დათვალიერების შემდეგ სკოლის ეზომდე მიაღწიეს, სადაც ორი შეყვარებული იპოვეს, რომლებიც ურთიერთობის დამალვას ცდილობდნენ.
ელექტრიკოსი სოფლის მცხოვრებლებმა სცემეს, უხუცესებმა კი წყვილს დაქორწინება აიძულეს.
ეს ისტორია, ასე ვთქვათ, ბედნიერად დასრულდა, თუ მხედველობაში არ მივიღებთ ელექტრიკოსის ცემის ფაქტს, მაგრამ სიყვარულის სახელით უფრო დიდი მსხვერპლიც გაუღიათ ადამიანებს. თქვენ რას მოიმოქმედებდით მსგავს სიტუაციაში?