x
მეტი
  • 27.04.2024
  • სტატია:134548
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508609
"ვლადიმერ პუტინს სამი წლის სიცოცხლე აქვს დარჩენილი" - რას წერს გამოცემა Mirror-ი FBI-ს აგენტზე დაყრდნობით?
image

გავრცელებული ინფორმაციით, ვლადიმერ პუტინი გააფრთხილეს, რომ მას მხოლოდ სამი წლის სიცოცხლეღა აქვს დარჩენილი, რადგან რუსული დაზვერვის წყაროები სულ უფრო მეტად ღელავენ თავიანთ ავადმყოფ ლიდერზე.



FBI-ს (ფედერალური უსაფრთხოების სამსახური) ოფიცერმა რუსეთის პრეზიდენტის მდგომარეობა აღწერა, როგორც "სწრაფად პროგრესირებადი კიბოს მძიმე ფორმა", რადგან გაჩნდა ვარაუდი, რომ პუტინი რაღაც მძიმე სახეობის სერიოზული ავადმყოფობით იტანჯებოდა უკრაინაში შეჭრის ფონზე. ჯაშუშმა განმარტა, რომ პრეზიდენტს "არაუმეტეს ორი-სამი წელიღა დარჩა" და ასევე კარგავს მხედველობას, იუწყება ბრიტანული გამოცემა Mirror-ი.


რუსეთის ლიდერის სასიკვდილო ავადმყოფობის შესახებ ინფორმაცია გავრცელდა, როგორც საიდუმლო შეტყობინების ნაწილი ამჟამად დევნილი FBI-ს აგენტ ბორის კარპიჩკოვისგან.



აგენტის მოწოდებულ ინფორმაციაში~ აღნიშნული იყო, რომ პუტინი უარს ამბობდა სათვალეების ტარებაზე იმის შიშით, რომ იგი აღიარებდა "სისუსტის ფორმას", ახლა კი ის თავის ქვეშევრდომებს "არაკონტროლრებადი მრისხანებით" ესხმის თავს.


მოვლენები მას შემდეგ ხდება კიდევ უფრო დრამატული, რაც მისი ჯანმრთელობის გაუარესების შესახებ ცნობები კვლავ ვრცელდება რუსეთის Telegram-ის არხიდან, რომელიც ამტკიცებს, რომ წყარო კრემლში ზის. გავრცელებული ინფორმაციით, პუტინმა ამ თვეში მედიკოსების რჩევით "წარმატებული" ოპერაცია გაიკეთა სიმსივნეზე და რომ მკურნალობა წარმატებით მიდის, იტყობინება General SVR-ის Telegram არხი.

image

ეს ამბავი გავრცელდა რამდენიმე საათით ადრე, სანამ პუტინი სახელმწიფო ტელევიზიით გამოჩნდებოდა ეკრანზე თავის მოკავშირე ალექსანდრე ლუკაშენკოსთან შეხვედრაზე სოჭში, როდესაც დააფიქსირა კამერამ, რომ ის უხერხულად ატრიალებდა ფეხებს, როცა მოლაპარაკებაზე იჯდა.



ეს უკვე მეორე შემთხვევაა, როცა პუტინი უცნაურ მოძრაობებს აკეთებს. მაგალითად, ტაჯიკეთის პრეზიდენტთან ერთი კვირის წინ შეხვედრის შემდეგ გავრცელდა ჭორები, რომ ის პარკინსონის დაავადებით არის დაავადებული.


ოლივერ სტოუნმა, ამერიკელმა კინორეჟისორმა, რომელმაც ორი წელი გაატარა პუტინთან, ინტერვიუებში დოკუმენტური სერიალისთვის, გასულ კვირას თქვა, რომ რუსეთის ლიდერს კიბო ჰქონდა, მაგრამ დაამარცხა.

image

0
618
5-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
618
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0