საზოგადოება "გიგა ბოკერიას პატრიარქის ცემაში ამხელდა - უსაზიზღრესი შარლატანია" - ვისზე საუბრობს თამარ ჩერგოლეიშვილი 2022, 29 მაისი, 17:10 "ამომრჩეველთა განათლების საზოგადოების" (VES) დამფუძნებელი თამარ ჩერგოლეიშვილი "რესპუბლიკური პარტიის" ყოფილი ლიდერის, ფილოლოგისა და პოლიტიკოსის, ლევან ბერძენიშვილის მიერ, ერეკლე მეორესთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადების გამო ატეხილ აჟიოტაჟს "ფეისბუქის" პირად გვერდზე ეხმაურება და ბოლო პერიოდში მის გარშემო განვითარებულ მოვლენებს სრულიად დამსახურებულად და კანონზიმიერად მიიჩნევს:"პრინციპის და სწორის დაარასწორის საკითხია, თორემპირადად ლევან ბერძენიშვილი ნამდვილად იმსახურებს იმ უმსგავსობას რაც მის თავს ხდება.ეგ ის ადამიანია ვინც საზოგადოების ყველა მავნე ინსტიქტით ისარგებლა იმისთვის, რომ პოლიტიკური მეტოქეები უბინძურესი მეთოდების გამოყენებით გაეშავებინა - 2007 წელს სიამოვნებით სწამებდა ცილს გიგა ბოკერიას და პატრიარქის ცემაში ამხელდა - უსაზიზღრესი შარლატანია.მაგრამ პრინციპი, არის პრინციპი - მას აქვს უფლება სისულელეები ილაპარაკოს." - წერს "ტაბულას" დამფუძნებელი თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში.შეგახსენებთ, რომ ლევან ბერძენიშვილის მიერ ერეკლე მეორეს შესახებ გამოთქმულ მოსაზრებას საზოგადოებაში დიდი განხილვა მოჰყვა, ხოლო თავად პოლიტიკოსი კრიტიკის ქარცეცხლში აღმოჩნდა:"ვიდრე ერეკლე მეორე მოღალატედ არ არის გამოცხადებული, ღარიბაშვილი გამოვა და იკითხავს, – ომი გინდათო? ერეკლე მეორემაც ეგ თქვა, – აბა, ომი გინდათო?..""ფორმულას" ეთერში ბერძენიშვილმა თქვა, რომ აღნიშნული საკითხის გააქტიურება შეცდომაა და ის გულისწყრომაც, რაც მის გულშემატკივრებში გაჩნდა, მისთვის მოსალოდნელი იყო."რა დავაშავე ბოლოს და ბოლოს, ვთქვი, რომ საქართველოს დამოუკიდებლობა ისეთი ძვირფასი რამაა, მეფესაც კი არ აქვს მისი ჩაბარების უფლება-მეთქი. ეს მე ვთქვი, ლევან ბერძენიშვილმა და ეს თქვა ნიკოლოზ ბარათაშვილმა და ვიღაცისთვის არ არის ავტორიტეტი ნიკოლოზ ბარათაშვილი. ილია ჭავჭავაძემ თქვა, რომ “გეორგიევსკის ტრაქტატის” ასი წლის თავს ვინც აღნიშნავს, რაც იყო საქართველოს სიკვდილი.მეფე ერეკლე კი არა, ყველა ერთად, ვინც იყვნენ მეფეები, საქართველოს დამოუკიდებლობის ერთ დღეს არ უდრის. რა არის მეფე, ბოლოს და ბოლოს? არის კაცი, რომელმაც ქვეყანა უნდა მართოს. ქვეყანას თუ ჩააბარებ, მერე რაის მეფე ხარ, რა მეფობაზეა ლაპარაკი. ტრაქტატი ვინც წაიკითხა, ხო ყველამ იცის, რომ არის კატასტროფა, სირცხვილი, თავის მოჭრა. რა ძროხები, რა ცხვარი, რა ყველი… შეიძლებოდა ქვეყნის დამოუკიდებლობას ასეთი ტექსტით შევხვედროდით?" – განაცხადა ლევან ბერძენიშვილმა.ცნობისთვის, თელავში მოქალაქეების ერთმა ნაწილმა, პოლიტიკოსის ფოტო საპირფარეშოს შესასვლელშიც კი დაკიდა.865 შეფასება არ არის |