x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134533
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508588
"ისმოდა ფრაზები: ამათ არ ვაცოცხლებ, ამათი დედა, დავხოცოთ" - რა ინფორმაციას ავრცელებს თამუნა მუსერიძე
image

ტელეწამყვანი თამუნა მუსერიძე სოციალურ ქსელში ჩუღურეთი რაიონში მოხდარ მძიმე ინციდენტი შესახებ მოვითხრობსდა ამბობს, რომ 5 ტრანსგენდერ ქალს უმოწყალოდ სცემეს.


ტელეწამყვანი მოითხოვს, რომ ამ ამბით ცნობილი ტელეკომპანიები და სახალხო დამცველის აპარატიც დაინტერესდეს.


"მთავარი არხი • Mtavari Arkhi


Rustavi 2 • რუსთავი 2

დღეს გამთენიისას, ჩუღურეთის რაიონში (მალაკნების ხიდთან) მცხოვრებ 5 ტრანსგენდერ ქალს, რომლებიც დღიურ ოთახებში ცხოვრობენ იტალიურ ეზოში და არიან იძულებით პროსტიტუციაში ჩართული, თავს დაესხა ოცამდე მამაკაცი, შეცვივდნენ ჯერ ეზოში, შემდეგ წიხლით შეუნგრიეს კარი, რამოდენიმე მათგანი არის უმოწყალოდ ნაცემი, ასევე ასაკიან ქალს, (სახლის მეპატრონე გამქირავებელს) დაესხნენ თავს, ისმოდა ფრაზები, "ამათ არ ვაცოცხლებ, ამათი დედა, დავხოცოთ, და ასე შემდეგ". იურისტები მალე ჩაერთვებიან, ასევე სახალხო დამცველი იმედია მიაკითხავთ, და ჟურნალისტებიც გააშუქებენ რადგანაც ეს ტრანსები ამ ამბის მერე ღია ცის ქვეშ რჩებიან და იქ ვეღარ იცხოვრებენ შიშით. ვისაც ხელგეწიფწბათ ამ სიტუაციაში რაიმეს მოქმედება გთხოვთ ნუ დატოვებთ ამ ამბავს უყურადღებოდ" - წერს მუსერიძე.
0
1117
4-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
1117
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0