x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
"ვერ მოახერხეს COVID-19-ით მოსახლეობის ბოლომდე ჩახოცვა და ახლა მათ გასაწყვეტად "მაიმუნის ყვავილი" გამოიგონეს - ამას სერიოზულობით წერენ თავის პოსტებში"-თენგიზ ცერცვაძე

image

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი - თენგიზ ცერცვაძე სოციალურ ქსელში მოსახლეობას მიმართავს და წერს, რომ საზოგადოებამ ტყუილ-მართლის გარჩევა უნდა ისწავლოს და არა უსაფუძვლო "აგრესია, ლანძღვა-გინება და წყევლა-კრულვა“.ცერცვაძე მოსახლეობას ურჩევს გაეცნოს აშშ-ში მოღაწე ქართელი ექიმის და მკვლევარის თამრიკო კვარცხავას პოსტ, რომელიც 13 მაისს გამოაქვეყნა და იქვე ბმულს აზიარებს.


"ქალბატონი თამრიკო ქვარცხავა Tamriko Kvartskhava არის ცნობილი ქართველი ექიმი და მკვლევარი, რომელიც დიდი ხანია წარმატებით მოღვაწეობს აშშ-ში. მისი ფეისბუქ პოსტები, მათ შორის COVID-თან დაკავშირებით გამოირჩევა მაღალი პროფესიონალიზმით, სიღრმით და ობიექტურობით.
ა.წ. 13 მაისს მან გამოაქვეყნა ფეისბუქ პოსტი
https://m.facebook.com/story.php?story_fbid=10159575167787334&id=555852333 ცოტა განსხვავებულ თემაზე, სადაც აღწერა ის არაჯანსაღი, ხშირად აბსურდული შეფასებები, კრიტიკა, ცინიზმი, ლანძღვა, სპეკულირება და მანიპულირება COVID-ის თემაზე (მათ შორის პოლიტიკური ბრძოლისთვის), რომელსაც მიმართავენ აშშ-ში ცალკეული ვაი ექსპერტები და საზოგადოების მცირე (საბედნიეროდ მცირე) ნაწილი. მაგალითად, როგორ ითხოვდნენ შეზღუდვების გაუქმებას, რადგან მათ სიტყვებით „ევროპა გუგუნებს“, როგორ აკრიტიკებდნენ სერიოზულ ექსპერტებს და თვით პროფესორ Fauci-საც კი თითქოსდა პესიმისტური პროგნოზისათვის, რომლებიც აფრთხილებდნენ საზოგადოებას, რომ პანდემიის მსხვერპლი შესაძლოა 200 ათასი ადამიანი გამხდარიყო. ამას „დაშინებას მცდელობად“ აღიქვამდნენ და აგრესიას გამოხატავდნენ. სინამდვილეში კი დღეს COVID გარდაცვლილთა რიცხვმა ქვეყანაში (აშშ-ში) 1 მილიონს გადააჭარბა და ეს მსოფლიოს ყველაზე ძლიერ, სრულად ვაქცინირებულ ქვეყანაში.
ეს პოსტი იმიტომ არის ჩვენთვის განსაკუთრებით საინტერესო და მნიშვნელოვანი, რომ ქ-ნი თამრიკოს აღწერილი სიტუაცია ერთი ერთში ემთხვევა იმას, რაც ხდება საქართველოში. ამიტომ მინდა ვურჩიო ყველას, ვინც დაინტერესდება, გაეცნოს ქ-ნი თამრიკოს პოსტს ორიგინალში.
რას ვიზამთ, როგორც ჩანს თავის მარგინალები და ოდიოზური პერსონები, რომლებიც მხოლოდ სხვისი ლანძღვით და ღვარძლით საზრდოობენ, ყველა ქვეყანას ჰყავს - თვით ამერიკასაც კი. საბედნიეროდ ისინი საზოგადოების ძალიან მცირე ნაწილია, მაგრამ ფეისბუქზე ისე აქტიურობენ, რომ ვიღაცას მართლა შეიძლება გაუჩნდეს კითხვები. რას ვიზამთ, ისინიც ჩვენი მოქალაქეები არიან და ჩვენი სინამდვილის ნაწილია. უბრალოდ მოსახლეობამ ტყუილის და სიმართლის ერთმანეთისგან გარჩევა უნდა ისწავლოს.
-----------------------------------------
კიდევ ერთი. ბოლო პერიოდში ცალკეული ექსპერტების და მასმედიის მიერ იდება ინფორმაცია ე.წ. მაიმუნის ყვავილის გავრცელების თაობაზე. ა.წ. 22 მაისს ტელეკომპანია „ფორმულამ“ დადო ძალიან კვალიფიციური და საჭირო ინფორმაცია მაიმუნის ყვავილის გავრცელების, სიმპტომების და თავიდან აცილების გზების თაობაზე და ძნელად დასაჯერებელია, მაგრამ ამ პოსტს ისევ საზოგადოების იგივე მცირე ნაწილის მხრიდან მოჰყვა ისეთი აგრესია და ბულინგი, მათ შორის მრავალსართულიანი გინებებით, რომ ნორმალური ადამიანი ნამდვილად ვერ მიხვდებოდა, რა ხდება. აგრესია ძირითადად იყო ორი მიმართულებით: პირველი - ამ არაადამიანებმა (საინტერესოა ვის გულისხმობენ) COVID-ით მოსახლეობის ბოლომდე ჩახოცვა?! ვერ მოახერხეს და ახლა მათ გასაწვეტად?! მაიმუნის ყვავილი გამოიგონეს და მეორე - COVID-ზე ხომ ძალიან დიდი ფული იშოვნეს?! მაგრამ ეს არ ეყოთ და ახლა მაიმუნის ყვავილზე უფრო დიდი ფულის შოვნა მოუნდათ?! და ამას მთელი სერიოზულობით წერენ თავის პოსტებში. ყველაზე საინტერესო კი ის არის, რომ სრულიად გაუგებარია, ვის მიმართ არის ამჟამად ეს აგრესია მიმართული მითუმეტეს, რომ საქართველოში ჯერ მაიმუნის ყვავილის არცერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა და შესაბამისად არც არავინ გაუწყვეტიათ?! და არც ფული უშოვნია ვინმეს?!. რას ვიზამთ, ესეც უნდა მოვითმინოთ და უბრალოდ ტყუილის და მართლის ერთმანეთისგან გარჩევა ვისწავლოთ.
ისე, ბუნების კანონზომიერება ისეთია და ამას მედიცინის ისტორია თვალნათლივ ადასტურებს, რომ სამყაროში სულ ჩნდებოდა, ახლაც ჩნდება და მომავალშიც გაჩნდება ახალი ან ხელახლად აღმოცენებული ინფექციები (მათ შორის განსაკუთრებით საშიშიც) და მათ მართვას მთელი მსოფლიოს და მათ შორის ჩვენი ქვეყნის ხელმძღვანელობისა და პროფესიონალების უდიდესი ძალისხმევა და კოორდინირებული მუშაობა სჭირდება და არა აგრესია, ლანძღვა-გინება და წყევლა-კრულვა.
image


დღეს 1 მილიონს მიაღწია ამერიკაში COVID-19 დაღუპთა რიცხვმა. პანდემიის დასაწყისში ფიქრობდნენ 200, 000 იქნებოდა მსხვერპლი. ფაუჩის აკრიტიკებდნენ ასეთი პესიმისტური პროგნოზისთვის. გახსოვთ როგორ დასცინოდნენ (ჩვენთანაც)? ხუთჯერ მეტი მსხვერპლი მივიღეთ. პანდემიის დასაწყისიდანვე გაწეული წინააღმდეგობა, მენტორული ტონი, "ნუ გვაშინებთ", ცინიზმით სავსე აფსურდული ტელეგანხილვები, ეჭვი, ლანძღვა, მცდარი ინფორმაციის ტირაჟირება, "გაგვხსენით, ევროპა გუგუნებს!" და პოლიტიკური ბრძოლისთვის ამ ტრაგედიით მანიპულირება (კოლეგებისგანაც) ადამიანებს აღარ ახსოვთ.
ამოდენა მსხვერპლის შემდეგ არ შეიძლება უკან არ მოვიხედოთ, არ გავაანალიზოთ შეცდომები და არაფერი ვისწავლოთ. უნდა დავფიქრდეთ რა შეგვეშალა, სად იხარჯებოდა ფუჭი დრო და ენერგია ხელი რომ აღარ შევუშალოთ სწორი ინფორმაციის სწრაფად მოგზაურობას, მითუმეტეს როცა ეს ინფორმაცია სულ იცვლება და სანამ წინა კვირის მოვლენებზე ვჩხუბობთ, ახლის ანალიზი და გავრცელება ხდება კრიტიკული. ფინანსურ ზარალზეც აღარ არის ლაპარაკი. 16 ტრილიონზე მეტია დახარჯული. რომ არ დახარჯულიყო მეტი დაიღუპებოდა. დათვლილია, დაღუპულთაგან მინიმუმ 1/4 გადარჩებიდა რომ აცრილიყვნენ. ხშირ შემთხვევაში მსხვერპლის გარემოცვამ გვაჯობა. ბევრნაირი ფრონტი იყო გახსნილი, რაც ხელს გვიშლიდა საერთო მტერთან ბრძოლაში. იმედია მომავალში პრაქტიკოსი კოლეგებიც (ჰოსპიტალუსტები) მეტი ნდონით, ნაკლები ცინიზმით და კონკურენციის განცდით მიიღებენ განხვავებულ და სრულიად უცნობ სფეროებს, სისტემებს, ინსტიტუციებს, სტანდარტებს.
მოკლედ, მწვავე ფაზაში რა თქმა უნდა აღარ ვართ, მაგრამ პანდემია არ დასრულებულა. მეტი და უკეთესი წამლები და ვაქცინები გვჭირდება. მეტი ინვესტიცია იქნება საჭირო მეცნიერებაში".
0
58
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
58
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0