x
მეტი
  • 19.08.2024
  • სტატია:136585
  • ვიდეო:351960
  • სურათი:510869
საშინელი კადრები გლდანის ციხიდან
image




















სულ ცოტა ხნის წინ ქართულ ტელესივრცესა და სოციალურ ქსელებში გლდანის მე-8 საპყრობილეში გადაღებული სკანდალური ვიდეომასალა გავრცელდა. კადრებზე პატიმართა დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის ფაქტებია ასახული, რამაც საზოგადოებაში დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია.

მოსახლეობის თქმით, ციხეებში არსებულ ვითარებაზე ზოგადი წარმოდგენა ყველას ჰქონდა, მაგრამ ასეთ საშინელებას ვერავინ წარმოდგენდა.

რამდენიმე ვიდეო ჯერ შინაგან საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე დაიდო, როგორც პროკურატურის მიერ გამოძიების შედეგად მოპოვებული მასალა.


ოდნავ მოგვიანებით კი "მე-9 არხის" საშუალებით ბევრად შემზარავი კადრები გავრცელდა. როგორც ცნობილი გახდა, ტელეკომპანიას მასალა გლდანის მე-8 საპყრობილის ყოფილმა ზედამხედველმა ვლადიმერ ბედუკაძემ მიაწოდა, მან მალულად გადაიღო კადრები, რომლებზეც პოლიციელები პატიმრებს ფიზიკურად უსწორდებიან და ამცირებენ.ბედუკაძეზე ძებნაა გამოცხადებული და ის ამჟამად ბრიუსელში იმყოფება.

ციხეში პატიმართა წამებას დიდი გამოხმაურება მოყვა საზოგადოების მხრიდან. კადრების ეთერში გასვლის შემდეგ საპროტესტო აქციები გაიმართა ფილარმონიის შენობასთან და შემდეგ გლდანის ციხესთან. მეორე დღეს კი მსვლელობა მოეწყო მოდულის შენობისკენ. სტუდენტებმაც სოლიდარობის ნიშნად ძალადობის ყოველგვარი გამოვლინება დაგმეს და 20 სექტემბერს აქცია მოაწყეს ლოზუნგით "არ აწამო!" სოციალური ქსელების საშუალებით მოსახლეობა აქტიურად მოუწოდებდა ერთმანეთს ღიად გამოეხატათ პროტესტი და ბაჩო ახალაიას გადადგომის მოთხოვნით დემონსტრანტებს შეერთებოდნენ.

მომხდარს რეაგირება მოჰყვა ხელისუფლების მხრიდან. პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა დამნაშავეების მიმართ ნულოვანი ტოლერანტობის გატარება და მათი მკაცრად დასჯა მოითხოვა. პრემიერმა ვანო მერაბიშვილმა პირადად აიღო პასუხისმგებლობა ობიექტური გამოძიების ჩატარებასა და პატიმრების უსაფრთხოებაზე. გადადგა სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების მინისტრი ხათუნა კალმახელიძე, მის მაგივრად თანამდებობაზე სახალხო დამცველი გიორგი ტუღუში დაინიშნა. ის ჯერ კიდევ ომბუდსმენის რანგში ყოფნისას აღნიშნავდა, რომ მის შენიშვნებს ხელისუფლების მხრიდან დროული რეაგირება რომ მოჰყოლოდა დღეს ასეთი ფაქტების მომსწრე არ ვიქნებოდით. მას ახლა პირადად მოუწევს საკუთარი რეკომენდაციების პრაქტიკულად განხორციელება.

2
3002
2-ს მოსწონს
ავტორი:მაიკო
მაიკო
3002
  
2012, 21 სექტემბერი, 21:38
+1
0 1 2