x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
გარდაიცვალა "დიდებული ბიჭების" ვარსკვლავი
image

ამერიკელი მსახიობი რეი ლიოტა დომინიკის რესპუბლიკაში გარდაიცვალა. ამის შესახებ გამოცემა Deadline იტყობინება.


ამერიკელი მსახიობი რეი ლიოტა 67 წლის ასაკში გარდაიცვალა.იგი დომინიკის რესპუბლიკაში გაემგზავრა ფილმის "საშიში წყლების" გადასაღებად. ცნობილია, რომ ის ძილში გარდაიცვალა, თუმცა სხვა დეტალები მისი სიკვდილის შესახებ ჯერ არ სახელდება.


აღსანიშნავია, რომ მარტინ სკორსეზეს ფილმის "დიდებული ბიჭების"(The Goodfellas) ვარსკვლავი ბოლო დროს ხშირად თამაშობდა ფილმებში . მისი ბოლო სურათებია " ნიუარკის მრავალი წმინდანი", "ქორწინების ისტორია" და "მკვეთრი მოძრაობების გარეშე". მას ასევ ეუნდა ეთამაშა ფილმში The Substance დემი მურისა და მარგარეტ კუელთან ერთად.


image

რეი ლიოტა დაიბადა 1954 წლის 18 დეკემბერს ნიუარკში. მისი დებიუტი კინოში იყო სერიალი "Underworld", რომელშიც მან ითამაშა 1978 წელს.

მოგვიანებით, მსახიობი ცნობილი გახდა არა მხოლოდ სკორსეზეს საკულტო ფილმში განგსტერის ჰენრი ჰილის როლით, არამედ ისეთი პროექტებით, როგორებიცაა "ჯონ ქიუ", "ჰანიბალი"გულთამპყრობელები"(ფოტო ქვემოთ) "კორინა, კორინა", "ინდეტიფიკაცია"და სხვა.

ასევე გამოჩნდა სერიალში "სასწრაფო". ამ როლმა მას "ემის" ჯილდო მოუტანა კატეგორიაში "საუკეთესო მიწვეული მსახიობი დრამატულ სერიალში"

imageimage


0
513
5-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
513
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0