x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134533
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508588
იაპონელმა გადაწყვიტა ძაღლი გახდეს(ვიდეო)

image

იაპონელი მამაკაცი ამბობს, რომ მან შეასრულა საკუთარი ცხოვრებისეული ამბიცია, გამხდარიყო ოთხფეხა ცხოველი, რა დროსაც ძაღლის კოსტუმზე ორი მილიონი იენი (£12, 500) დახარჯა.



ადამიანმმ, სახელად ტოკო-სანმა, ძარლის კოსტუმი შეუკვეთა სააგენტო Zeppet-ს, რომელმაც 40 დღე მოანდომა კოლის სამოსის შესქმნელად



კოსტიუმში გადაღებული ფოტოების გამოქვეყნებისას ტოკო-სანმა თქვა: „მე კოლი შევუკვეთე, რადგან ჩაცმისას რეალურად გამოიყურება.



"ვიფიქრე, რომ ჩემს ზომებთან ახლოს მყოფი დიდი ცხოველი კარგი იქნებოდა იმის გათვალისწინებით, რომ ის რეალისტური მოდელი იქნებოდა, ამიტომ გადავწყვიტე ძაღლად ვქცეულიყავი".


აპრილის დასაწყისში იუთუბზე გამოჩნდა უცნაური ვიდეო კლიპი, სადაც ტოკო-სანი კოლის სამოსშია გამოწყობილი, სადაც ოთხფეხზე დგას კამერის წინ, უკანა ფონზე კი მხიარული პოპ-მუსიკა უკრავს.






როდესაც მუსიკა უკრავს, ის ორჯერ აწევს მარჯვენა თათს მისალმების ნიშნად, შემდეგ კი მარცხენა თათს სწევს. შემდეგ ჩანს, რომ "ლესი" ტრიალებს იატაკზე და თათებს ჰაერში აქნევს.


ზოგმა ძაღლის კოსტუმი შეაფასა, როგორც საოცრად რეალისტური, სხვებმა თქვეს, რომ ის არაბუნებრივად ჩანდა, ერთ-ერთმა ასეთი მაყურებელმა კომენტარი გააკეთა: „რაც არ უნდა დახარჯო ფული, შენ არ იქნები ნამდვილი ძაღლი“.


image

კოსტუმი დაამზადა იაპონურმა კომპანია Zeppet-მა, რომელიც უზრუნველყოფს სატელევიზიო რეკლამებისა და ფილმების კოსტიუმებსა და ფიგურებს.

Zeppet-ის წარმომადგენელმა განაცხადა : „მოდელირებული ძაღლი კოლის მიხედვით, ის ასახავს ნამდვილ ძაღლს, რომელიც ოთხივე ფეხით დადის“.


ტოკო-სანმა ტვიტერზე გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც ის ძაღლის კოსტუმში იატაკზე ტრიალებს და ასეთ მინაწერს უკეტებს: „მე შევუკვეთე კოსტიუმი! შენი წყალობით შევძელი ჩემი ოცნების ასრულება - ცხოველი გავმხდარიყავი!“

image

0
191
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
191
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0