x
image
Guns N Roses
წამებით გარდაცვლილი პატიმარი

imageცოტა გვიან ვწერ ამ სტატიას, მაგრამ დაბლოკილი ვიყავი. როგორც იცით გლდანის ციხეში პატმრებს სასტიკად ეპყრობიან და წამებითაც კი კლავენ, ეს ყველაფერი ქართველმა ხალხმა გვიან შეიტყო, მაგრამ პატიმებს სოლიდარობას უცხადებენ და აქციებს მართავენ.
გარდაცვლილის გვამს გარეგანი დათვალიერებით აშკარად ეტყობა მძიმე ფიზიკური ზემოქმედების კვალი. გადატყავებული აქვს იდაყვები და სხეულზე მრავლობითი სისხლჩაქცევები აღენიშნება. დაზიანებები აქვს ზედა და ქვედა კიდურებზე, ზურგზე, კუდუსუნის მიდამოებში, ნეკნებსა და სხვა ადგილებში.

–“სასტიკადაა ნაწამები. წიხლებითაა ნაცემი. ჩემი ქმარი ვერ ვიცანი, ისე იყო დასივებული... ვერ ვიცანი, როცა გვამი გადმომცეს. ვამბობდი, რომ ეს ჩემი მეუღლე არაა–მეთქი. სანამ არ დამიდასტურეს, რომ ეს ჩემი მეუღლეა არ მჯეროდა, ისე დავიბენი. საპატიმროს წარმომადგენლებმა მითხრეს, რომ გულით გარდაიცვალა, მაგრამ ეს გამორიცხულია, რადგანაც ჯანმრთელი ადამიანი იყო, ” – აცხადებს გარდაცვლილის მეუღლე ქეთინო ბერიძე.

დელიანიძე სასჯელს მარიხუანას შენახვისთვის იხდიდა, რის გამოც 6-წლიანი თავისუფლების აღკვეთა ჰქონდა მისჯილი.

-“ჩემი მეუღლე უფრო ადრეა გარდაცვლილი. გვამი საშინელ დღეშია, შეიძლება ითქვას, რომ გახრწნა დაწყებულია აქვს. ვვარაუდობთ, რომ მინიმუმ ერთი კვირის გარდაცვლილი მაინც იქნება და ამის შესახებ საპყრობილის ადმინისტრაციამ დამალა.” – აცხადებს ბერიძე.

ამ ფაქტთან დაკავშირებით დელიანიძეების ოჯახი გაჩუმებას არ აპირებს და დამოუკიდებელ ექსპერტიზას ითხოვს. ოჯახმა ფაქტზე რეაგირებისთვის სახალხო დამცველს უკვე მიმართა.










4
3481
14-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:Guns N Roses
Guns N Roses
3481
  
2013, 28 მარტი, 14:39
ტრუხაა ეგ ამბავი,აზვიადებთ უკვე
2012, 23 სექტემბერი, 1:25
ეს ხომ ვიღაცის შვილი იყო ამასაც ხომ ჰყავდა დედა. თქვენ წარმოიდგინეთ ამის დედას ასეტ შვილს რომ მიუყვანდენ სახლში :( წარმოიდგინეთ ამ დროს რამოდენა ტანჯვას და ტკივილს იგრძნობდა.:( და რის გამო მოკლეს იმის გამო რომ ეკაიფათ ეგ დამპალი ჯალათები მართლა ეგ ნაბიჭვრები, არავის შევარჩინოთ ყველამ ერთად დავდგეთ და ეს ყველაზე დიდი ნაბიჭვარი რომ გამოდის ბატონი მიხეილი და ისევ და ისევ თითს გვიქნევს და გვემუქრება და დაგვცინის მოდით ჩვენი ერთად დგომით მოვატეხოთ ის თითი და დამცინავ და მომგიმარი სახე მოვაღრეჯინოთ მაგ არამზადას !
2012, 22 სექტემბერი, 10:17
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2012, 21 სექტემბერი, 21:27
+++++++
0 1 4