x
მეტი
  • 24.04.2024
  • სტატია:134486
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508539
რუსმა აგრესორებმა შეცვალეს ტაქტიკა, რაც უზარმაზარ სართხეს შეიცავს დონბასში უკრაინული დანაყოფების ალყაში მოხვედრის სახით
image

მას შემდეგ რაც რუსმა აგრესორებმა ვერ შეძლეს ფართო ფრონტით მოკლე ვადებში უკრაინაზე კონტროლის დამარცხება უზარმაზარი დანაკარგების მიუხედავად, მკვეთრად შეცვალეს ბრძოლის ტაქტიკა. განსაკუთრებით მას შემდეგ გახდა ეს შესამჩნევი რაც ხარკოვის მისადგომებიდათ რუსეთის საზღვრამდე მოუწიათ ოკუპანტებს უკან დახევა უკრაინული არმიის და მოხალისეთა დანაყოფების წარმატებული კონტრშეტევის წყალობით.
რუსების ახალი ტაქტიკა შემდეგში მდგომარეობს-თავდაცვითი ზუდეების შექმნა მათ მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე, იქნება ეს ტრანშეები, ნაღმური ველები თუ საცეცხლე უზრუნველჰყოფა.


განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაა დონბასში, სადაც დასამალი არაა რუსებს აქვთ სამწუხაროდ გარკვეული წარმატებები, რუსებმა მოახერხეს და აიღს ქალაქი სვეტლოდარსკი რომელიც სტრატეგიულად მნიშვნელოვანია, ამ ქალაქის აღებით რუსებმა კიდევ ერთი სერიოზული ნაბიჯი გადადგეს დონბასში უკრაინული დანაყოფების ალყაში მოსაქცევად, ამჟამად გააფთრებული ბრძოლები მიმდინარეობს ლიმანში, პოპასნაიადან ბახმუტის მიმართულებით, იამპოლიდან შეტევა ვითარდება სლავიანსკის მიმართულებით, ჯერჯერობით სევეროდონეცკის აღებას რუსები ვერ ახერხებენ, რადგან მძიმე ტექნიკით და რეაქტიული ზალპური ცეცხლის სისტემებით მდინარე დონეცის გადალახვას. აგრესორების ყველა მცდელობა საბედნიეროდ უკრაინელების თავდადების შედეგად წარუმატებელი აღმოჩნდა.


უზარმაზარი საფრთხე ემუქრება საკმაოდ მოზრდილ უკრაინულ დაჯგუფებას ზემოთ დასახელებული ქალაქების აღებით, ამ შემთხვევაში უკრაინული დანაყოფები აღმოჩნდებიან სრულ ალყაში საიდან გამოსვლაც ძალიან რთული იქნება.



არსებობს 2 ვარიანტი:


1. უკრაინელებმა თავად დატოვონ სევეროდონეცკი ლისიჩანსკთან ერთად ერთად და თავი დააღწიონ ალყას.


2. უკრაინის გენშტაბმა ბრძოლაში ჩართოს ის დანაყოფები, რომლებიც რეზერვში ყავს და ამით შესძლოს სტრატეგიულ მიმართულებაზე მოწინააღმდეგის შეჩერება.
მართალია ამ მიმართულებით რუსებს წარმატებები აქვთ, მაგრამ წინსვლა სწრაფი ტემპებით არ ხდება, მთავარია უკრაინის გენშტაბმა მიიღოს გადაწყვეტილება და ბრძოლებში ჩართოს რეზერვის ის ნაწილები რომლებიც აქამდე არ ჩაურთავს ბრძოლებში, უკრაინას აქვს ამისი რესურსები.


უკრაინა განიცდის მძიმე ტექნიკის დეფიციტს, პრაქტიკულად ველზე მიმდინარე შეტაკებებში დივერსიული მოქმედებები რუსული ლოჯისტიკის წინააღმდეგ შეჩერდა, რუსებმა წინ წაწიეს ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემები, თვითმავალი და ბუქსირებადი არტილერია, რითაც ჯავშანსატანკო კოლონების გამოყენება მაქსიმალურად შეამცირეს, რამაც "ჯაველინების" გამოყენებადობა გამორიცხა.


სამწუხაროდ რუსული ავიაციის დიდი დანაკარგებისა უკრაინის ცა მაინც დაუცველია, იმედია "ლენდ ლიზის" პროგრამით გათვალისწინებული შორსმსროლელი არტილერია და ჰაერსაწინააღმდეგო ამერიკული საზენიტო-სარაკეტო სისტემები "პატრიოტი" დროულად იქნება მიწოდებული უკრაინისათვის, ამ შემთხვევაში თუ ნახევარი უკრაინის არა საბრძოლო მოქმედებების ზონაში უკრაინა შესძლებს მთლიანად დახუროს ცა, რაც რუსებს სერიოზულ პრობლემებს შეუქმნის, რადგან უკვე ცაში უკრაინული ავიაცია, მზვერავი დრონები და დამრტყმელი დრონები გახდებიან დომინანტები.
imageეს გუშინდელი მონაცემებია, დღევანდელი მონაცემებით რუსმა აგრესორებმა უკვე აიღეს ქალაქი სვეტლოდარსკი.
აშშ-ს ყოფილი სახელმწიფო მდივანი ჰენრი კისინჯერი უკრაინას მოუწოდებს, ომის შესაჩერებლად დათმოს გარკვეული ტერიტორია.
რაც კატეგორიულად მიუღებელია, როგორც უკრაინისათვის ასევე მისი პარტნიორებისათვის.
კისინჯერი არასდროს გამოირჩეოდა რუსეთის მიმართ ისეთი მკვეთრი უარყოფითი დამოკიდებულებებით, როგორითაც გამოირჩოდნენ მისი "მემკვიდრე" სახელმწიფო მდივნები.
რუსეთმა თუ მიიღო დონბასი, მას უკვე ამ ორი თვითაღიარებული რესპუბლიკის მიერთება არ გაუჭირდება, ამასთან ექნება უზარმაზარი პლაცდარმი ომის განახლებისათვის, ძალების მოკრეფის შემდეგ.
image

0
577
5-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
577