x
image
ქეთი1988
Mediator image
Mediator image
5 პროდუქტი, რომლებიც ორგანიზმს ბუნებრივად წმენდენ

ადამიანების უმეტესობა სწრაფი ტემპით ცხოვრობს და ჯანსაღი კვებისთვის დრო თითქმის აღარ რჩება. შედეგად, ჩვენ უაზროდ ვავსებთ კუჭს უსარგებლო საკვებით, რაც ტვირთავს ჩვენს სხვა ორგანოებსაც. წარმოგიდგენთ სასარგებლო პროდუქტების ჩამონათვალს, რომლებიც ორგანიზმს ბუნებრივად გაწმენდაში ეხმარება:

1. ჯანჯაფილი

ჯანჯაფილი ამცირებს შებერილობას, ახდენს ნაწლავის ფუნქციის ნორმალიზებას და ორგანიზმიდან გამოდევნის ნარჩენებსა და ტოქსინებს. კარგია მოწამვლის და გულისრევის დროს. ჯანჯაფილი აუმჯობესებს კუჭის წვენის გამომუშავებას, რაც თავის მხრივ კლავს პარაზიტებს და იცავს ორგანიზმს ინფექციებისგან. ის აუმჯობესებს საჭმლის მომნელებელ სისტემას, აჩქარებს მეტაბოლიზმს და ეხმარება ღვიძლის მუშაობას. ჯანჯაფილის გამოყენება შესაძლებელია სხვადასხვა გზით. სცადეთ დალიოთ ჯანჯაფილის ჩაი თაფლით და ლიმონით, ან ჩართოთ სმუზიში, სალათებში, სუპებში და სხვა.image

2. ჭარხალი

ჭარხალი მდიდარია რკინით, კალციუმით და ანტიოქსიდანტი ბეტაინით, მცენარეული პიგმენტით, რომელიც ჭარხლს აძლევს დამახასიათებელ წითელ ფერს. ბეტაინი აუმჯობესებს უჯრედების სტრუქტურას და აღადგენს ღვიძლის უჯრედებს (სხეულის გამწმენდი ცენტრი). ღვიძლი გვიცავს მოხმარებული ტოქსინების ზემოქმედებისგან, ამიტომ გამწმენდი ბოსტნეულის ბუნებრივი დახმარება ზედმეტი არ იქნება.image

3. ხახვი და ნიორი

ორივე შეიცავს ფლავონოიდებს, რომლებიც ხელს უწყობენ გლუტათიონის წარმოებას, ესაა ღვიძლის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ანტიოქსიდანტი. ისინი ეხმარებიან ღვიძლს დეტოქსიკაციის ფერმენტების გამომუშავებაში, რომლებიც ფილტრავენ საჭმლის მომნელებელ სისტემაში ტოქსიკურ ნარჩენებს. გარდა ამისა, ეს ბოსტნეული მნიშვნელოვნად აადვილებს ღვიძლის მუშაობას ანტიბაქტერიული, ანტიპარაზიტული და აღდგენითი თვისებების გამო.image

4. მწვანილი

მუქი მწვანე ქლოროფილის გამო ეფექტურად ასუფთავებს საჭმლის მომნელებელ ტრაქტს. ეს მცენარეული პიგმენტი შთანთქავს სინათლეს ფოტოსინთეზის დროს, რომელიც გამოიმუშავებს ენერგიას. გარდა ამისა, მას შეუძლია გაანეიტრალოს ტოქსინები და სხვა თავისუფალი რადიკალები. ასევე ორგანიზმიდან გამოაქვს დაგროვილი მძიმე მეტალები.image

5. თხილეული და მარცვლეული

- ნუშის რეგულარული მოხმარება საშუალებას გაძლევთ მოიცილოთ ცხიმოვანი ნაწილები ღვიძლის ირგვლივ.

- კაკალი შეიცავს უამრავ ამინომჟავას არგინინს, რომელიც ეხმარება ღვიძლს ორგანიზმის ამიაკის გაწმენდაში. ასევე კარგია ტვინის ფუნქციონირებისთვის.

- სელის თესლი აუმჯობესებს განწყობას. დაფქული სელის თესლი ორგანიზმს აწვდის ბოჭკოს, რომელიც შლის ტოქსინებს ნაწლავებიდან. გარდა ამისა, ეს ბოჭკოვანი ამცირებს მადას და ხელს უწყობს წონის დაკლებას.

- მზესუმზირა მდიდარია მაგნიუმით -ესაა მინერალი, რომელიც არეგულირებს არტერიულ წნევას, გულისცემას და აჩქარებს ლიპოლიზს (ცხიმის დაშლის პროცესი).image






0
275
2-ს მოსწონს
ავტორი:ქეთი1988
ქეთი1988
Mediator image
Mediator image
275
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0