x
image
თუთიკო ბერძენა
ზელენსკიმ მისი მკვლელობის შემთხვევაში „გეგმა B“-ზე ისაუბრა


უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ აღნიშნა, რომ ომისთვის მზადებისას, მთავრობის ხელმძღვანელობასთან და უზენაეს რადასთან ერთად, შეადგინეს „გეგმა B“ იმ შემთხვევაში, თუ სახელმწიფოს მეთაური ან ერთ-ერთი მაღალჩინოსანი მოკლული იქნებოდა.

image

სიტყვით გამოსვლისას პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ საუბარი იყო ყველა სახელმწიფო ორგანოსა და სტრუქტურის მუშაობის უზრუნველყოფაზე ზელენკის მკვლელობის შემთხვევაში.


„ჩვენი კანონმდებლობით არსებობს პირი, ვინც უხელმძღვანელებს სახელმწიფოს, ჩვენ მომზადებული ვიყავით და დავყავით: მე, პრემიერ-მინისტრი და პარლამენტის თავმჯდომარე, ჩვენ გვაქვს საპარლამენტო-საპრეზიდენტო რესპუბლიკა. მივხვდით, რომ ამით ჩვენ მზად ვიქნებოდით ამ პროცესისთვის. მინისტრთა კაბინეტი გავყავით 2 ნაწილად, რათა ქვეყანა დაცული ყოფილიყო თუნდაც ასეთი შედეგებისგან“, - განაცხადა სახელმწიფოს მეთაურმა.

პრეზიდენტი რომ მისი სიკვდილის შემთხვევაშიც ქვეყნის გამარჯვებაზე ფიქრობს, ეგ არის სახელმწიფოებრივი ხედვა და თან გმირული!

1
95
1-ს მოსწონს
ავტორი:თუთიკო ბერძენა
თუთიკო ბერძენა
95
  
2022, 25 მაისი, 4:56
ისრაელის სპეც სამსახურის ექს ხელმძღვანელი, სამხედრო პოლიტიკური ანალიტიკოსი, აი რას ფიქრობს ზელენსკიზე: https://www.youtube.com/watch?v=SsYvvr6RlUs სულ ახალია, ცხელ ცხელი.
0 1 1