x
მეტი
  • 19.08.2024
  • სტატია:136578
  • ვიდეო:351960
  • სურათი:510869
აქციის მონაწილეები გლდანის ციხის ადმინისტრაციული შენობიდან მანქანებს მხოლოდ შემოწმების შემდეგ ატარებენ

გლდანის ციხესთან მიმდინარე აქციის მონაწილეები საპყრობილის ადმინისტრაციული შენობიდან მანქანებს მხოლოდ შემოწმების შემდეგ ატარებენ.
ცოტა ხნის წინ ეზოდან გამოსვლა სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მიკროავტობუსმა სცადა, თუმცა აქციის მონაწილეებმა მანქანა არ გაატარეს. მათ მანქანის პირადად შემოწმება მოითხოვეს იმის გასარკვევად, ხომ არ გადაჰყავდათ პატიმარი საავადმყოფოში გადაყვანა. აქციის მონაწილეებს შემოწმების ნება დართეს და აღმოჩნდა, რომ ავტომანქანა ცარიელი იყო და მას საავადმყოფოში ოთხი პატიმრისთვის საკვები მიჰქონდა.
როგორც აქციის მონაწილეებმა განაცხადეს, ისინი ყველა მანქანას ანალოგიურად შეამოწმებენ.
აქციის მონაწილეთა ინფორმაციით საპყრობილიდან მათ მიიღეს ცნობა, რომ კიდევ 25 პატიმარია ნაცემი და მათი ჰოსპიტალიზაცია იგეგმება. image

0
19
1-ს მოსწონს
ავტორი:ზანგო
ზანგო
19
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0