x
მეტი
  • 19.08.2024
  • სტატია:136577
  • ვიდეო:351960
  • სურათი:510869
გლდანის ციხესთან მიმდინარე აქციაზე სოსო ჯაჭვლიანი მივიდა

გლდანის ციხესთან მიმდინარე აქციაზე კოალიცია "ქართული ოცნების" მაჟორიტარობის კანდიდატი, სოსო ჯაჭვლიანი მივიდა.
როგორც მან "ინტერპერესნიუსს" განუცხადა, იმ ვიდეოკადრებით, რომელიც სამი დღის წინ იხილა, შოკირებულია, რის კონტექსტშიც აღნიშნა, რომ მომხდარ დანაშაულზე პასუხიმსგებელი ყველა პირი უნდა დაისაჯოს.
"მე მეგონა, რომ 90-იანი წლების შემდეგ ახალგაზრდობაში სიცოცხლის მუხტი აღარ იყო. ბოლო სამი დღის განმავლობაში დაფიქსირებულმა პროტესტმა დამანახა, რომ თურმე ახლა ყველაზე მაგარი ახალგაზრდობა გვყოლია", - განაცხადა სოსო ჯაჭვლიანმა. ამასთან მან საზოგადოებას მოუწოდა, რომ არ აყვნენ ემოციებს და სიმშვიდე შეინარჩუნონ, რადგან ხელისუფლება მათ ჭარბ ემოციებს პროვოკაციისთვის გამოიყენებს.
"ჩვენ არ დავუშვათ, რომ არჩევნებს რაიმე საფრთხე შეექმნას. ჩვენ ყველანი უნდა მივიდეთ არჩევნებზე და პირველ ოქტომბერს სრულიად საქართველომ გამოუცხადოს ამ ხელისუფლებას პროტესტი", - აღნიშნა ჯაჭვლიანმა. image

0
101
3-ს მოსწონს
ავტორი:ზანგო
ზანგო
101
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0