საქართველო "პასუხს აგებს ყველა, ვინც ასეთ უმსგავსობებს აკადრებს ხალხს" - რას წერს თამარ ჩერგოლეიშვილი 2022, 23 მაისი, 12:32 "ამომრჩეველთა განათლების საზოგადოების" (VES) დამფუძნებელი თამარ ჩერგოლეიშვილი "ფეისბუქის" პირად გვერდზე პარლამენტარ გუბაზ სანიკიძეს პერსონალურ პოსტს უძღვნის და წერს:გუბაზ სანიკიძე:1) ეწინააღმდეგებოდა საქართველოს ნატოში გაწევრიანებას2) გამოირჩეოდა შოვინიზმით3) ალბინოს ადამიანს ინცესტის მსხვერპლად წარმოაჩენდა4) პოლიტიკაში ყოფნის ინტერესად, ყაზახეთის კანალზე დაჯდომას და ფულის კეთებას ასახელებდა;ეს კაცი არის ნაციონალური მოძრაობის მთავარი სპიკერი, იმიტომ რომ მიშაზე ლაპარაკობს იმას, რაც მიშას უნდა.მედია დარასკლადდა ისე, რომ აი ეს უმსგავსობა უნდა წარმოადგენდეს ოპოზიციას ქართველი ხალხის თვალში.იგივე მედიას უკვირს, რომ საშუალოზე გონიერი ხალხი ქუჩაში არ გამოდის მათ დაძახებულზე (ეს ქართველ ხალხს მხოლოდ კარგად ახასიათებს ჩემს თვალში - გუბაზ სანიკიძის დაძახებულზე არცერთი თავმოყვარე ადამიანი არ უნდა გავიდეს ქუჩაში).სამარცხვინო მდგომარეობაა ქართულ პოლიტიკურ და მედიაელიტაში მეგობრებო.და ამ სამარცხვინო მდგომარეობაზე, ქართულ ოცნებასთან ერთად პასუხს აგებს ყველა, ვინც ასეთ უმსგავსობებს აკადრებს ქართველ ხალხს და დეპრესიაში ძირავს.სანამ გუბაზ სანიკიძე (კრებსითად) გეჯდებათ ეთერში რომ დაკვეთილი სისულელეები ალაპარაკოთ, მანამდე ბიძინას ექნება კარტბლანში რომ დაიჭიროს ყველა."- ვკითხულობთ "ტაბულას" დამფუძნებლის, თამარ ჩერგოლეიშვილის პირად გვერდზე.683 შეფასება არ არის |