x
მეტი
  • 19.08.2024
  • სტატია:136577
  • ვიდეო:351960
  • სურათი:510869
გლდანის ციხესთან მიმდინარე აქციას ადვოკატები შეუერთდნენ

გლდანის ციხესთან მიმდინარე აქციას ადვოკატები შეუერთდნენ.
რამდენიმე ათეული ადვოკატი გლდანის ციხესთან "საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის" ხელმძღვანელ ზაზა ხატიაშვილთან ერთად მივიდა. როგორც ჟურნალისტებს ხატიაშვილმა განუცხადა, იმ არადამიანური მოპყრობის ფაქტებზე, რასაც ციხეებში პატიმრების მიმართ ჰქონდა ადგილი, ის წლების განმავლობაში აპელირებდა, თუმცა აღნიშნულზე საზოგადოების რეაგირება იყო მინიმალური.
"სწორედ ამან გამოიწვია ის შედეგი რაც დღეს მივიღეთ. კარგია, რომ დღეს მაინც არის ეს ურთიერთთანადგომა. ჩვენი მოთხოვნაა, დაისაჯონ ზურაბ ადეიშვილი, კოტე კუბლაშვილი და მურთაზ ზოდელავა. ციხეში ვერავინ ვერაფერს გააკეთებდა, მათი ზურგი რომ არ ჰქონოდა", - განაცახადა ხატიაშვილმა. მისივე აზრით, მოსამართლეები ჯალათები არიან.
"143 ადვოკატი ზის დღეს ციხეში და მხოლოდ იმიტომ, რომ ისინი ამ ჯალათებს ებრძოდნენ", - დასძინა ხატიაშვილმა. image

0
8
1-ს მოსწონს
ავტორი:ზანგო
ზანგო
8
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0