x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134533
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508588
უსაშინლესი ტრადიცია მეფის რუსეთში, მამამთილების ინტიმური კავშირი რძლებთან
image

"ინტერმედიის" ავტორმა ბატონმა არჩილმა მიმითითა ეს საშინელ რუსულ ტრადიციაზე, მეც მინდა "მართლმადიდებელი" რუსების ენით აუწერელი ტრადიციის შესახებ გიამბოთ.


და რაში მდგომარეობს ტრადიცია, რომელსაც ასეთი შსავალი გავუკეთე!-საქმე ეხება მეთვრამეტე მეცრამეტე საუკუნეებში მეფის რუსეთის გლეხებში გავრცელებულ წესჩვეულებას-ოჯახის უფროსი მამაკაცი ინტიმურ კავშირში შედიოდა ოჯახის უმცროს წევრთან ან წევრებთან, საუბარია რძლებზე.


მოგეხსენებათ იმ საუკუნეებში რუსეთში სიდუხჭირე და სიღარიბე სუფევდა, ყმა ვალდებული იყო სხვადასხვა სახის ბეგარა გადაეხადა, ბეგარის გადახდა რომ მოეხერხებინათ ამისათვის საჭირო იყო რაც შეიძლება მეტი შრომისუნარიანი ადამიანი ყოფილიყო ოჯახში.



სწორედ ამიტომ 13-14 წლის ბიჭებს დაუკითხავად რთავდნენ ასაკით უფროს გოგონებს, საუბარია 16-17 წლის გოგონებზე. ოჯახის უფროსი სარგებლობდა შვილის, ხანდახან კი შვილიშვილის გამოუცდელობით და ინტიმურ კავშირს ამყარებდა რძალთან.


ქალი იმ პერიოდში პრაქტიკულად უუფლებო იყო, მას რომც ეჩივლა სასამართლო მას არასდროს დაუჭრდა მხარს და მისი ცხოვრება ოჯახში ემსგავსებოდა ჯოჯოხეთს, მას უწევდა ყველაზე მძიმე და გაუსაძლისი სამუშაოების შესრულება.


ბეგარის გადახდის საშუალება რომ ჰქონოდათ ბატონი ნებას რთავდა ყმებს წასულიყვნენ სხვაგან სამუშაოდ, ასეთ დროს კი როგორც წესი სამუშაოდ მიდიოდა ახალგაზრდა თაობა, რაც მამამთილებს უადვილებდა რძლებთან სექსუალური სახის ურთიერთობას.


სექსზე დასაყოლიებლად მამამთილი რძალს ჩუქნიდა საჩუქარს, პირობას აძლევდა რომ ოჯახში ყველაზე ნაკლები მუშაობა მას მოუწევდა და ასე შემდეგ.
მართალია ოფიციალურად ეკლესია გმობდა ასეთ ურთიერთობებს, მაგრამ როგორც დასჯით არავის სჯიდა, თუ საქმე სასამართლომდე მივიდოდა დასჯით ისევ ქალი ისჯებოდა, ჯერ ქმრის მხრიდან და მერე მთელი ოჯახის მხრიდან, ის პრაქტიკულად გარიყული რჩებოდა მისსავე ოჯახში.


ცნობილი რუსი იურისტი, პუბლიცისტი და ჟურნალისტი ვლადიმერ დიმიტრის ძე ნაბოკოვი წერდა: "რუსეთი ერთადერთი ქვეყანაა, სადაც ლამის ნორმადაა ქცეული სისხლის აღრევა და ეს მიღებული ფორმაა".

0
289
7-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
289