საზოგადოება არ შეგეშინდეთ თქვათ ის რაც გსურთ, გაწუხებთ, ფიქრობთ...ისაუბრეთ! 2022, 22 მაისი, 14:28 ადამიანები ვიზრდებით - პასუხისმგებლობით. ვიზრდებით და ეს პასუხისმგებლობები იზრდება. გვაქვს პასუხისმგებლობა აღებული - შვილის, მშობლების, სამსახურის, ნათესავების, ოჯახის სხვა წევრების... მეზობლების და ა. შ. წინაშე... ადამიანების გონება და შესაძლებლობები სხვადასხვანაირია, ზოგი "უძლებს" ამ სირთულეებს და უმკლავდება ყველაფერს, ზოგზე კი იმაზე მეტად " მძიმეა" ეს ყველაფერი ვიდრე უნდა იყოს წესით. ჰოდა, მეორენი... მეორე კატეგორიის ადამიანები იჩაგრებიან ამ გარემოში... ადამიანები, რომლებზეც გავლენას ახდენს გარემო ფაქტორები და ისტრესებიან. საზოგადოება უნდა იყოს ჯანსაღად მოაზროვნე ადამიანებისგან შემდგარი. გვქონდეს ადამიანებს შესაძლებლობა ვიფიქროთ და ვიაზროვნოთ ისე როგორც გვინდა, და არა ისე როგორც ნათესავებს და მეზობლებს გაეხარდება და ესიამოვნებათ. სამ თაობას გამოვყოფ: "პატარები", "საშუალოები" 'დიდები" ... დიდებს უკვირთ საშუალოების თავისუფლება, განშორებები, გაყრები და თავისუფალი ცხოვრების სტილი, საშუალოებს უკვირთ პატარების უპასუხიმგებლო დამოკიდებულებები ყველაფრის მიმართ... და თუ ყველა ისე იცხოვრებს როგორც უნდა... და თუ ვისაც რაც უნდა იმ აზრს გამოთქვამს... სამყარო უფრო ბედნიერი საზოგადიოების წევრებისგან იქნება შემდგარი... იმ ავტობუსში... იმ მოძალადე ქმრის ახალგაზრდა ... საშუალო თაობის წარმომადგენელ ქალს ერთხელ მაინც ხმა რომ ამოეღო, ერთხელ მაინც ვინმესთვის რომ ეთქვა და არ ეფიქრა შვილები რას იტყვიან, ნათესავები როგორ გაიგებენ ამბავს, მეზობლები როგორ შემომხედავენ ... ის გადარჩებოდა, გადარჩებოდა და შვილებს დედა ახლა ცოცხალი ეყოლებოდათ. 23 1-ს მოსწონს
|