დაბადების წიგნში (ბიბლია) და ძველ შუმერულ ტექსტებში აღმოჩენილმა დამთხვევებმა მეცნიერები სერიოზულად დააფიქრა, ისინი აღიქვამენ ამას, როგორც კაცობრიობის წინარე ისტორიის აღწერას.
საუბარია დიდ წარღვნის წინ მომხდარ მოვლენებზე. დაბადების წიგნში ჩვენ ვხედავთ ისტორიას, რომ ადამიდან ნოემდე 8 თაობა გამოიცვალა. ნოე კი, როგორც მოგეხსენებათ, გადაურჩა წარღვნას და კაცობრიობა, ყველა ცოცხალ არსებასთან ერთად, გადაშენებისგან იხსნა.
მოდით ახლა ყურადღება მივაქციოთ ძველ შუმერულ ტექსტებს. სამწუხაროდ, მეცნიერებს მხოლოდ ფრაგმენტები აქვთ ნაპოვნი სხვადასხვა დროსა და სხვადასხვა ადგილას. თუმცა, ისინი დარწმუნებულნი არიან, რომ ყველა ფრაგმენტი ერთი ნაწარმოების ნაწილია - ეგრეთ წოდებული "შუმერული ფურცლების" სიისა. აქ ასევე ნათქვამია, რომ 8 მეფე მართავდა მსოფლიოს 241 200 წლის განმავლობაში დიდ წარღვნამდე.
როგორც ხედავთ, თაობების რაოდენობა იგივეა. მაგრამ ეს ყველაფერი არ არის. როგორც ბიბლია, ისევე როგორც შუმერული წყაროები ირწმუნებიან, რომ საყოველთაო კატასტროფამდე ადამიანები ძალიან დიდხანს ცოცხლობდნენ და მხოლოდ წარღვნის შემდეგ მკვეთრად შემცირდა ადამიანის სიცოცხლის ხანგძლივობა. ყურადღება მიაქციეთ: შუმერები წერდნენ ერიდუგის მეფობის შესახებ 28 800 წლის განმავლობაში, ან, მაგალითად, ალალარის მმართველობის შესახებ 36 000 წლის განმავლობაში.
მეცნიერები სკეპტიკურად უყურებენ ამ ფაქტს, და თვლიან, რომ ასეთი დიდი რიცხვი დაკავშირებულია ძველი მემატიანეების ჩვევასთან, რომლებიც მოვლენების მითოლოგიზირებასა და გაზვიადებას ახდენდნენ. თუმცა, სხვადასხვა ათასწლეულში დაწერილ ტექსტებში დამთხვევები იმსახურებს ყურადღებას.
საინტერესოა, რომ შუმერები საუბრობდნენ ანტიდილუვიური მმართველების არამიწიერი წარმოშობის შესახებ. კერძოდ, ტექსტები შეიცავს ცნობებს ერიდუგის სამეფოს დასაწყისზე „სამეფოს ზეციდან ჩამოსვლის შემდეგ“. ეს ფაქტი ჩვეულებრივ მითოლოგიასაც შეიძლება მივაწეროთ. თუმცა, მეცნიერები კვლავ იხსენებენ, რომ რამდენიმე ათასი წლის წინ დაწერილი წყაროები შეიცავს არა მხოლოდ ფიქციას, არამედ ფაქტებს რეალურ მოვლენებზე.
როგორც ძველი მატიანეების მკვლევარი რ.კ. ჰარისონი განმარტავს თავის თხზულებებში და, კერძოდ, წარღვნამდე კაცობრიობის ისტორიის მრავალი მკვლევარის სახელმძღვანელოში - Old Testament Times (ძველი აღთქმის დრო), შუმერული ტექსტები, რომლებიც მოგივთხრობენ წაღვნამდელ ისტორიაზე, სერიოზულად აღიქმება მეცნიერების მიერ და ეხმარება მათ მესოპოტამიაში მეფეთა მმართველობის ქრონოლოგიის აღდგენაში. რაც შეეხება ჩანაწერებს მათი უკიდურესად ხანგრძლივი ყოფნის შესახებ ხელისუფლებაში, მეცნიერებს შორისაც კი არ არსებობს კონსესუსი ამის თაობაზე.
ჰარისონის თქმით, ზოგიერთ მკვლევარს არც კი სურს სერიოზულად აღიქვას ჩანაწერები, რომელნიც ადამიანთა ხანგძლივი სიცოცლის შესახებ მოგვითხრობს. სხვები ამტკიცებენ, რომ ჩვენ არ გვაქვს არც ერთი მტკიცებულება, რომელიც უარყოფს შუმერულ, ბიბლიურ და სხვა ძველ ტექსტებს.