x
მეტი
  • 20.11.2024
  • სტატია:138344
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512018
შავი იუმორი

შავი იუმორი – ისეთი რამ არის, რაზეც ჯერ იცინი, შემდეგ კი გრცხვენია, რომ გაიცინე... შავ იუმორს ბევრი ელფერი აქვს. მაგ., ზოგიერთ კარიკატურაზე მართლაც შეიძლება მთელი გულით სიცილი, თუმცა ისეთებიც არის, უყურებ და... აქ შავი იუმორის, ინტერნეტში "გაბნეულ", რამდენიმე "მარგალიტს" გთავაზობთ, რომელშიც ჩვენი ყოფიერებაა ასახული:


image


— ექიმო, როგორ ფიქრობთ, რა მოხდება ჩემი სიკვდილის შემდეგ? – ეკითხება საავადმყოფოში პაციენტი ექიმს.
— მაგაზე ფიქრიც არ არის საჭირო, შენს საწოლს მოაწესრიგებენ და ახალ პაციენტს დააწვენენ.


***

— გადახტომის მეშინია — პარაშუტი რომ არ გაიხსნას?
— არავის უჩივლია, რომ მისი პარაშუტი არ გაიხსნა...


***


ყოველდღე, ჩემი ხანდაზმული მეზობელი, რომელსაც მეხსიერების პრობლემები აქვს, მუდმივად ერთი და იგივე კითხვას მისვამს: «ვნახე, თუ არა მისი მეუღლე?» და ყოველ ჯერზე, იძულებული ვარ, რომ ავუხსნა, რომ მისი ცოლი, დიდი ხნის წინ გარდაიცვალა. დამიჯერეთ, ეს ძალიან დამღლელია, მაგრამ ნამდვილად ღირს... თუნდაც იმიტომ, რომ მის სახეზე ღიმილი ისევ და ისევ დავინახო.


***


— ვაშა, ავტოსკოლაში შევედი, სულ მალე ერთი ფეხით მოსიარულით ნაკლები იქნება!
— ან შესაძლოა, არა მხოლოდ ერთით...


image


ბაღში ორმოს ვთხრიდი და უეცრად, ოქროს მონეტებით სავსე სკივრი აღმოვაჩინე.
სახლში ვაპირებდი გაქცევას, რომ ძვირფასი აღმოჩენის შესახებ, ცოლისთვის მეთქვა. მერე გამახსენდა, თუ რატომ ამოვთხარე საერთოდ, ეს ორმო...


***


«უსინათლოთა საზოგადოება» ითხოვს, არ დახარჯონ სახელმწიფო სახსრები შუქნიშნებზე, რადგან ამაში ვერანაირ აზრს ვერ ხედავენ.


***


ქუჩაში ქალი მიდის. ხედავს — ზის, უსინათლო მათხოვარი, წინ ქუდი უდევს, მოწყალებით. ხოლო თავად, ხელში ჟურნალი უჭირავს.
— როგორ კითხულობთ, თუ უსინათლო ხართ? — გაოცდა ქალი.
— არ ვკითხულობ, მხოლოდ სურათებს ვათვალიერებ — უპასუხა მათხოვარმა.



image


საშინელებაა, ალბათ, იყო ინვალიდი, — ამბობს თანამგრძნობით ქალი და მათხოვრის ქუდში მონეტას აგდებს.
— ასეა, ქალბატონო…
— მაგრამ, კიდევ უფრო უარესი, ალბათ, უსინათლობაა არა? — და იქვე მჯდომ უსინათლო მათხოვარს გახედა.
— დიახ, ბევრად უარესია, — ამოიოხრა მათხოვარმა. — როდესაც უსინათლო ვიყავი, ქუდში, ღმერთმა იცის, რასა აღარ მიყრიდნენ…


***


— როდესაც იღიმით, რატომღაც, ერთი თვალი მხიარული გაქვთ, მეორე კი — მოწყენილი.
— მხიარული — ხელოვნური თვალია.


***


ჩანაწერი სუპერმარკეტის «საჩივრების და წინადადებების წიგნში»:
«საქონელი კარგად არ არის განთავსებული. მაგ., თოკი სამეურნეო განყოფილებაშია, საპონი — კოსმეტიკურში, ტაბურეტი კი, საერთოდ, სხვა სართულზეა, — ავეჯის განყოფილებაში».


***


31 დეკემბერი. მამაკაცი ტაბურეტზე ავიდა და ჭაღს თოკი გამოსდო. უცებ კარი გაიღო და მთვრალი თოვლის ბაბუა შემოვარდა. ის დივანზე დაეცა, შეხედა უბედურ კაცს და ჰკითხა:
— მანდ რას აკეთებ?
— ნუთუ გაუგებარია? აი გადავწყვიტე…
თოვლის ბაბუამ სიტუაცია შეაფასა და მამაკაცს უთხრა:
— ჰოო... რადგან მაინც ტაბურეტზე დგახარ, მაშინ ლექსიც მითხარი.


image

არხის სხვა სიახლეები:


* აფრიკა – ფოტოსურათები, რომელიც აფრიკაში ცხოვრების დემონსტრირებას ახდენს

* საოცარი ისტორიული ფოტოები, რომელიც შესაძლებელია არ გინახავთ

* 5 ფაქტი მეკობრეებზე, რომლის გაგების შემდეგ, მათზე წარმოდგენა შეგეცვლებათ

* “ღვთაებრივი პროპორცია” – იდეალური სახის მქონე 10 ქალი და 10 მამაკაცი ვარსკვლავი

* ევროპის, აფრიკის და ამერიკის ველური დასავლეთის ფანტასტიკური ფოტოები

* 7 აღმოჩენა, რომელიც თანამედროვე მეცნიერებას საგონებელში აგდებს

* 7 ფაქტი ქვეყნებს შორის საზღვრების შესახებ, სადაც უცნაური რაღაცეები ხდება

2
1759
3-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
1759
  
2022, 24 მაისი, 10:57
ვაჰ,კარგი იყო
0 1 2