x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
"მეგონა, ვეღარავის შევიყვარებდი... ვერ შევიყვარებდი კი არა, ვაფრენ, ვაღმერთებ" - რას წერს ინგა გრიგოლია

image


ტელეწამყვანი ინგა გრიგოლია სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს ავრცელებს და თავისი ახალი, პატარა ბინადრის ფოტოს აზიარებს, რომელიც მას დაბადების დღეზე გადაცემა "პირველი ხაზის" წამყვანმა გიორგი ნიორაძემ უსახსოვრა. გრიგოლიას თქმით, მას შემდეგ რაც მისი საყვარელი "ბიჭი" ბობო გარდაიცვალა, ძაღლის აყვანაზე აღარც კი ფიქრობდა, თუმცა მის ცხოვრებაში 3 თვის ლილის გამოჩენამ ყველაფერი რადიკალურად შეცვალა:


"ბობოს სიკვდილის შემდეგ, საერთოდ ვერ წარმომედგინა ახალი ძაღლის აყვანა. მეგონა, ვეღარავის შევიყვარებდი.George Nioradze-მაჩუქა დაბადების დღეზე. ვერ შევიყვარებდი კი არა, უკვე ვაფრენ ❤️ ვაღმერთებ ❤️. ესაა ლილი ❤️მალე სამი თვის გახდება???? გამაბედნიერა❤️ ხელახლა შემაყვარა სახლში დაბრუნება❤️"- წერს ჟურნალისტი სოციალურ ქსელში და თავისი ახალი ოთხფეხა მეგობრის ფოტოს აზიარებს.


image


შეგახსენებთ, რომ ერთი წლის წინ, ტელეწამყვანმა ბობოს გარდაცვალებას "ფეისბუქის" პირად გვერდზე საგანგებო პოსტიც კი მიუძღვნა, სადაც ის თავისი ყველაზე საყვარელი ბიჭის გარდაცვალებით გამოწვეული განცდებისა და ტკვილის შესახებ წერდა:


"ჩემი ბიჭი მომიკვდა. ყველაზე ძაან ვინც მიყვარდა. ყველაზე უბედური ვარ მთელს დედამიწაზე. ცისარტყელაზე წავიდა თუ სადმე სხვაგან არ ვიცი, მაგრამ მის გარეშე რომ ერთი დღე ვერ წარმომიდგენია ჩემი ცხოვრება, ეგ ნამდვილად ვიცი. არ ვიცი რა ჭირდა, ფეხები მოწყდა ბოლო დროს, ძლივს დადიოდა და ვერაფერი გაუგეს ექიმებმა((((( დილით დამხვდა გაყინული ჩემი საწოლის გვერდით. ვერასოდეს გადავიტან ამას".

image






0
1351
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
1351