ტენდენციები მოდის ტენდენციები, რომლებიც საღ აზრს მოკლებულია 2022, 31 მაისი, 12:31 მოდა (ფრანგ. mode, ლათ.-გან modus — ზომა, სახე, საშუალება, წესი) — არის ტერმინი, რომელიც გამომსახველობის (ექსპრესიის) გაბატონებულ მიმდინარეობას მიუთითებს, თუმცა ხშირად ასევე ასახავს გამოსახვის კერძო მანერას, სტილს, რომელიც ყველასთვის დამახასიათებელი არ არის. მასში ასევე ჩაქსოვილია იდეა, რომ მოდა უფრო სწრაფად იცვლება, ვიდრე კულტურა ზოგადად. ტერმინები "მოდური" ან "მოდიდან გასული" გამოიყენება ვინმეზე ან რაიმეზე, რომელიც ექსპრესიის თანამედროვე პოპულარული მოდის ფარგლებში ჯდება. ტერმინს ხშირად დადებითი მნიშვნელობა ენიჭება და სტილისა და მომხიბვლელობის სინონიმია. თუმცა ხანდახან მოდას ნეგატიური მნიშვნელობაც აქვს, როგორც ყოფიერების და მატერიალიზმის სინონიმს.
მოდის ინდუსტრიაში პირველი დიზაინერი იყო ინგლისელი ჩარლზ ფრედერიკ უორტი (1826-1895). თავდაპირველად, მას ჰქონდა ქსოვილების პატარა სახლი, შემდეგ მოდის სახლი პარიზში. ფაქტობრივად ტანსაცმლის დიზაინი და მისი შექმნა ხელთ ეპყრო უცნობ მკერავს, მისგან მაღალ მოდას მემკვიდრეობით ერგო სამეფო კარის ჩაცმის სტილი. წარმატების მაჩვენებელი იყო ის, რომ მას შეეძლო ეკარნახა მყიდველებისთვის თუ რა ჩაეცვათ. ეს ის პერიოდი იყო, როდესაც მოდის სახლმა დაიწყო მსახიობების დაქირავება, რათა დაეხატათ თანსაცმლის დიზაინი. ნახატის მეშვეობით კლიენტს შეეძლო დაენახა ტანსაცმლის სახე, ეს უფრო იაფი ჯდებოდა ვიდრე მზა ტანსაცმლის შეკერვა და მორგება მოდელზე, თუ კლიენტს დიზაინი მოეწონებოდა, ისინი უკვეთავდნენ, ეს იქცა შემოსავლის წყაროდ მოდის სახლისთვის, შეკვეთილი ტანსაცმელი ქმნიდა ფულს. ამგვარად დაინერგა ტრადიცია, დიზაინერები წინასწარ ხატავდნენ ტანსაცმელს, ე.წ. მოდურ ილუსტრაციებს. პრაქტიკულად მაღალი მოდა წარმოიშვა პარიზში. შემდეგ ლონდონში. მოდის მაღაზიები სხვადასხვა ქვეყნებიდან აგზავნიდნენ მოდური ჟურნალების რედაქტორებს მოდურ ჩვენებებზე. მაღაზიის ხელმძღვანელები აგზავნიდნენ მყიდველებს, ე.წ. „ბაიერებს“ პარიზის მოდის ჩვენებებზე, სადაც ისინი იძენდნენ ტანსაცმელს რათა ასლი გადაეღოთ. ფაქტობრივად ისინი ღიად იპარავდნენ ტანსსაცმლის სტილს, ხაზს, მორთულობას და მთლიან დეტალებს. მოდა! ძალიან გამომწვევი სიტყვაა, რომელიც მუდმივად მოითხოვს მიყოლას, მიუხედავად იმისა, უხდება თუ არა ვინმეს. სამწუხაროდ, მოდის უამრავი მსხევრპლი გვყავს და ვინ არის ამაში დამნაშავე, თუ არა თავად მოდა? ყოველი სეზონი ყოველწლიურად ახარებს მოდის მიმდევრებს მთელს მსოფლიოში ახალი ტენდენციებითა და ელეგანტური სიახლეებით, რომლებიც ზოგჯერ უცნაურად გამოიყურება. მიუხედავად ამისა, ხალხის უმეტესი ნაწილი იყენებს მას, სანამ მოდაშია. მოდის ტენდენციები, რომლებიც მოკლებულია საღ აზრს1. თმის ძირები ცისარტყელას ფერებში. მსგავსი ტენდენცია 2015 წელს გაჩნდა. ჯერ ერთი კონკრეტული ფერი იყო, შემდეგ დაუმატეს მას სხვა მრავალი, რომლიტაც თმის ბოლოებს ან ერთ მხარეს იღებავდნენ. ახლა აქტუალურია ცისარტყელას არა გამოჩენა, არამედ დამალვა და დაიწყეს თმის ძირების შეღებვა. 2. ნავთობი ტუჩებზე. არც ისე დიდი ხნის წინ, მოდის მიმდევრებმა და შემქმნელებმა დაიწყეს ასფალტზე დაღვრილი ნავთობის ყველა ფერის გამოყენება ტუჩებზე და ეს ახალ ტენდენციად ითვლება. ტუჩის ასეთი მაკიაჟის გასაკეთებლად საჭიროა გქონდეთ მდიდარი ჩრდილები - მოციმციმე, გამჭვირვალე პრიალა და შეგიძლიათ წაისვათ როგორც მუქ, ასევე ღია ფერის ტუჩსაცხზე. 3. ფერადი წარბები. ხშირად მის შესაღებად ტუჩსაცხებს ან ფერად, წარბის და თვალის ფანქრებს იყენებენ. 4. მბზინავი ცრემლები. არ ცხრება მოდის მიმდევრების ფანტაზიები და ამ ჯერად მათ ტენდენციების ახალი ტალღა შექმნეს - მბზინავი ცრემლები. 5. პლამერი ტუჩის გასადიდებლად. ბევრი თანამედროვე გოგონა ოცნებობს გლუვი და სექსუალური ტუჩების ქონაზე, მაგრამ იშვიათად მიმართავს ოპერაციას. ამ პრობლემას აგვარებს ტუჩის გამადიდებელი სპეციალური პლამერი, რომელიც დროებით ტოვებს გაბუსხულ ტუჩებს, მაგრამ ეფექტის გახანგრძლივებისთვის მისი ხშირი გამოყენება იწვევს სისხლჩაქცევებს ტუჩებზე. 6. ყურის მაკიაჟი. ყურებზე ხაზგასასმელად, მოდის მიმდევრებმა და მოყვარულებმა დაიწყეს ყურის მაკიაჟს გაკეთება. სხეულის ამ ნაწილს ადებენ სტაბილურ ჩრდილს, თუმცა სახეს ტოვებენ ნეიტრალურად. 7. ჰიპერ წარბები. ფართო და სქელი წარბები დიდი ხანია ტენდენციაა, მაგრამ ბოლო დროს ამ ახალმა მოდამ ყველა ზღვარი გადალახა. ახლა გოგონებს მთელ სიგრძეზე ძალიან სქელი და ფართო წარბები აქვთ. 8. თვალის ისრები მარტორქის რქით. მაკიაჟმა, სადაც გოგონებს ისრების ნაცვლად რქით აქვთ თვალები მოხატული, სოცილური ქსელები მოიცვა. ამ ტიპის მაკიაჟი არა მხოლოდ დღესასწაულებზე, ყოველდღიურადაც გამოიყენება. 9. ცოცხალი თაიგული ფრჩხილებზე. გასაოცარია, მაგრამ ახლა ტენდენციურია ფრჩხილებზე ცოცხალი თაიგული სპეციალური ფოთლებისგან, რომლებიც რამდენიმე დღე ძლებს და არ ჭკნება იმის გამო, რომ წყლის შეკავების უნარი გააჩნიათ. 119 4-ს მოსწონს
|