,,კიდევ უფრო მეტი თამაში იქწება"- ,,კალმარის თამაში"-ს რეჟისორმა მეორე სეზონის შესახებ ისაუბრა
ჰვანგ დონგ ჰიუკმა, ცნობილი სერიალის “კალმარის თამაში-"ს რეჟისორმა, ინტერვიუ მისცა Vanity Fair-ს, სადაც გაამხილა, რომ ბოლო მოლაპარაკებებს აწარმოებს Netflix-თან მეორე სეზონისთვის, რომელიც მოსალოდნელია 2023 ან 2024 წლის ბოლოს.
რეჟისორმა აღნიშნა, რომ მეორე სეზონისთვის მან უკვე ჩამოაყალიბა რამდენიმე იდეა: „იდეების მხოლოდ სამი გვერდი მაქვს, რომელთა სცენარად გადაქცევასაც ვგეგმავ, ასე რომ, ბევრს ვერ ვიტყვი, გარდა იმისა, რომ უფრო მეტი თამაში. იქნება."
”ადამიანობა კვლავ გამოიცდება ამ თამაშებში”, - თქვა ჰვანგმა. „მინდა დავსვა კითხვა: შესაძლებელია თუ არა ჭეშმარიტი სოლიდარობა ადამიანებს შორის?"
ცნობილი კორეული სერიალი გამოვიდა 2021 წლის შემოდგომაზე, სადაც, სიუჟეტის მიხედვით, ექსპერიმენტში მონაწილეობს კრედიტორებისგან დამალული 456 მევალე. ისინი "მცველების" მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებიან დახურულ სივრცეში, სადაც საბავშვო თამაშებს თამაშობენ, მაგრამ თამაშები" ხდება "ზრდასრული" მას შემდეგ, რაც ცნობილი ხდება, რომ დამარცხებულებს სიკვდილს ელოდებათ, ხოლო გამარჯვებული იღებს 40 მილიონ დოლარს. სერიალი ძალიან პოპულარული გახდა და Netflix-ზე 90 ქვეყანაში პირველი ადგილი დაიკავა.