x
მეტი
  • 27.04.2024
  • სტატია:134547
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508610
არ დატოვოთ სანთელი ანთებული...
დილის 9 საათი იყო, პატარას ეძინა...

ვიფიქრე, სანამ სახლის დალაგებას შევუდგები ლოცვას წავიკითხავ-მეთქი. სამწუხაროდ, რაც უფრო მეტი დრო გადის მით უფრო ნაკლები დრო გვრჩება ან ვიტოვებთ ნაკლებ დროს ადამიანები ხატებთან მისასვლელად. როცა მარტო ვარ განსაკუთრებულად უფრო მაშინ ვფიქრობ, სინდისი მაწუხებს და მეძახის. იმ დღესაც ვიფიქრე, ვილოცებ და ჩემი საბას კარგად ყოფნას შევთხოვ უფალს-მეთქი...

ავანთე სანთელი, ვიპოვე 126 გვერდი,

დედის ლოცვა მახსოვდა აქ ეწერა... და კარზე კაკუნის ხმა მომესმა.


მეზობელი მოგვიკაკუნებს დილაობით, დაედამთილს ესაუბრება ხოლმე. გავედი, ალბათ სამი წუთი თუ ვესაუბრე კართანვე...

მერე შემოვბრუნდი და ბავშვს დავხედე, კარის ხმაზე ხომ არ გაეღვიძა-მეთქი. ოთახში რომ შევედი რაღაც უცნაური ხმა შემომესმა, რაც უჩვეულოდ მომეჩვენა, რადგან მარტო ვიყავი...

სანთელი წაქცეულა...

ხატების კუთხე იწვოდა და ცეცხლი მაღლა იწევდა.

საბედნიეროდ, არ დავიბენი. გავიქეცი, წყლით "შეიარაღებული" მივედი ცეცხლთან... გამიმართლა, რომ ცეცხლი ფარდებზე არ გადავიდა, ჩემი " ხუთლიტრიანი" შეიარაღება ვეღარ მიშველიდა...

მთავარია მშვიდობიანად დასრულდა, მაგრამ ალბათ კიდევ ორი წუთიც რომ დამეგვიანა და არ გავსულიყავი ისევ ხატებთან ...ან ღამე პატარის გამო უძილოს, ისევ მასთან მიმეძინა, ასე ვეღარ დავწერდი ჩემს მოკრძალებულ რჩევას გადაღლილი დედიკოებისთვის და არა მარტო...

image

იყავით ყურადღებით! ილოცეთ ან სანთლის ანთების გარეშე ან გასვლამდე ჩააქრეთ. წამის ამბავია ყველაფერი და აუცილებად ასჯერ დაფიქრება გვმართებს გადაღლის მიუხედავად.

P.S

სახლში დაბრუნებულმა ოჯახის წევრებმა არ გამაგდეს, ყველას არ გაუმართლებს. (ეს ხუმრობით რა თქმა უნდა )

0
191
შეფასება არ არის
ავტორი:თეონა გორდეზიანი
თეონა გორდეზიანი
191
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0