ფოტოგრაფია "ნახტომი თავისუფლებისაკენ" – ერთი ფოტოს ისტორია 2022, 21 მაისი, 10:06 1961 წ. 15 აგვისტოს გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკის 19 წლის უნტერ ოფიცერი ჰანს კონრად შუმანი Ruppiner Straße და Bernauer Straße გზაჯვარედინზე, ორი დღით ადრე დაწყებული, ბერლინის კედლის მშენებლობის დასაცავად გაგზავნეს. ამ ეტაპზე, კედელი მხოლოდ ეკლიანი მავთულის ღობეს წარმოადგენდა. შუმანმა, ბარიერის შემოწმების საბაბით, მავთული ფეხით ერთ ადგილას ჩაღუნა. მისმა ქმედებებმა ყურადღება მიიქცია და ღობის მეორე მხარიდან მას გასძახეს: «გადმოხტი!». ხოლო, ადგილზე მისული პოლიციის მანქანა 10 მეტრში გაჩერდა, რომ გადმოხტომის შემთხვევაში, ის იმ ადგილიდან სასწრაფოდ გაერიდებინათ. «ერთ საათზე მეტი ხნის მანძილზე, თვალი არ მომიშორებია. ისეთი შეგრძნება მქონდა, რომ გადმოხტომას აპირებდა – ეს ერთგვარი ინსტინქტი იყო, რომელიც ჰამბურგში, სარბოლო დერბიზე გამომიმუშავდა. იქ ფოტო იმ მომენტში უნდა გადამეღო, როდესაც ცხენი მიწას მოსწყდებოდა, მაგრამ იმ მომენტამდე, ვიდრე ბარიერს გადაკვეთდა… და ეს მომენტი დადგა. აპარატის ჩამკეტ ღილაკს თითი დავაჭირე და ყველაფერი დასრულდა». პიტერ ლეიბინგი ამ ფოტოსურათით ლაიბინგმა Overseas Press Club award–ის ფოტოკონკურსზე, ნომინაციაში, 1961 წლის «საუკეთესო ფოტოსურათი» გაიმარჯვა. რაც შეეხება კონრად შუმანს ის დას. ბერლინში დასახლდა. მისი საქციელი ფედერაციულ რესპუბლიკაში გმირობად შეაფასას, დემოკრატიულში კი – ღალატად. კედლის დანგრევის შემდეგ, ის მშობლიურ ბავარიაში დაბრუნდა. მაგრამ, მშობლებმა, ძმებმა და დებმა, არ მიიღეს, რადგან მის საქციელს გმობდნენ და არ აპატიეს... დეპრესიით გატანჯულმა ჰანს კონრად შუმანმა, 1998 წლის 20 ივნისს, თავი საკუთარი სახლის ბაღში ჩამოიხრჩო. არხის სხვა სიახლეები:* 30 ისტორიული ფოტო* 7 აღმოჩენა, რომელიც თანამედროვე მეცნიერებას საგონებელში აგდებს* ისინი "განსხვავებულ სამყაროში" ცხოვრობენ – 5 საოცარი ფაქტი პატარების შესახებ* ილდიკო – ერთი ღამის დედოფალი* 7 ფაქტი ქვეყნებს შორის საზღვრების შესახებ, სადაც უცნაური რაღაცეები ხდება* რატომ სძულდა ხრუშჩოვს სტალინი და რატომ იძია შური მასზე? – რეალური მიზეზი* სამარეში წაღებული 5 საიდუმლო* საკუთარი სიკვდილის ინსცენირებაში ეჭვმიტანილი 5 ვარსკვლავი472 5-ს მოსწონს
|