ფსიქოლოგია ადამიანის სისულელის 5 ძირითადი კანონი 2022, 16 მაისი, 21:05 "ადამიანის სისულელის ფუნდამენტური კანონი"-ის ავტორია კარლო მ. ჩიპოლა, (1922-2000)იტალიელი ეკონომიკური ისტორიის დამსახურებული პროფესორი. მოღვაწეობდა ბერკლის უნივერსიტეტში, კალიფორნია, აშშ.
1.სულელები წამლავენ მთელ საზოგადოებას; 2. ძალაუფლების მქონე სულელები სხვებზე მეტად ზიანის მომტანები არიან; 3. სულელი დემოკრატები არჩევნებში მხარს უჭერენ თავისავე მსგავსებს, რათა პროცენტული უპირატესობა შეინარჩუნონ ხელისუფლებაში; 4. სულელები უფრო საშიშნი არიან ვიდრე დამნაშავეები, რადგან მოაზროვნე ადამიანს შეუძლია კრიმინალური ლოგიკის გაგება; 5. მოაზროვნე ადამიანები მგრძნობიარენი არიან სულელების მიმართ, რადგან: - ჩვეულებრივ, სულელის თავდასხმა მათში დაბნეულობას იწვევს; - მათ არ შეუძლიათ რაციონალურად დაიცვან თავი, რადგან სულელების იმპულსური აზროვნება მოკლებულია ყოველგვარ რაციონალურ კომპონენტს. კანონი № 1 – “ჩვენ არასათანადოდ ვაფასებთ იმ სულელების რაოდენობას, რომლებიც ჩვენს გარშემო არიან.” – ბანალურად ჟღერს, მაგრამ ჩეხოვი წერდა, რომ “ერთ ჭკვიან ადამიანზე მოდის ათასი სულელი.” ამ კანონის ჭეშმარიტებას კი რეალური ცხოვრება მუდმივად ამტკიცებს. ეს განსაკუთრებით იგრძნობა გლობალური რყევების დროს.სინამდვილეში არც სამუშაო ადგილს, არც განათლებას და არც ცნობადობას არ შეუძლია გამორიცხოს ადამიანი სულელების რიცხვიდან, რასაც მეორე კანონამდე მივყავართ. კანონი № 2 – “ალბათობა იმისა, რომ ადამიანი არის სულელი, არ არის დამოკიდებული მის სხვა ღირსებებზე. მას ეს თვისება თან დაჰყვება როგორც მაგალითად, სისხლის ჯგუფი, ან თმის ფერი.”მეორე კანონის დასკვნები შეგაშფოთებთ. გამოდის, რომ შეცდომაა სულელის გაიგივება გაუნათლებელ ადამიანთან. ასე, რომ მათ შეიძლება შეხვდეთ ბრიტანეთის პარლამენტში, დიდგვაროვნების მემკვიდრეებსა და ნობელის პრემიის ლაურეატებს შორის. ზუსტი რიცხვის დასახლება შეუძლებელია, რადგან პირველი კანონის თანახმად, ეს ვერ მოხერხდება. კანონი № 3 – “სულელის ქმედება აზიანებს სხვა ადამიანს ან ადამიანების ჯგუფს და ამას თავად მისთვის არანაირი სარგებელი არ მოაქვს, პირიქით ხშირად თავადაც ზიანდება ხოლმე.მეზობლები ხშირად ავრცელებენ ყალბ ამბებს? მოზარდებმა გატეხეს სკამი ეზოში? ბებიამ პრეზიდენტობის კანდიდატს იმიტომ მისცა ხმა, რომ სიმპათიური მამაკაცია? ყველა ეს ადამიანი სირთულეებს უქმნის სხვებს და თან არავითარ სარგებელს არ იღებს.მეორე მხრივ, კანონი კანონი № 3 არა მარტო ნათელს ჰფენს სულელების ქმედებებს, ასევე, აღწერს სამი სხვადასხვა ტიპის ადამიანს. გამოდის, რომ ჭკვიან ხალხს სარგებელი მოაქვს საკუთარი თავისა და სხვა ადამიანებისთვის. ბანდიტები ზიანს აყენებენ სხვებს საკუთარი სარგებლის მიზნით, უბრალოები კი საკუთარი თავის ხარჯზე ამდიდრებენ სხვებს. კანონი № 4 – “ჭკვიანი ადამიანები სათანადოდ ვერ აფასებენ სულელების დესტრუქციულ პოტენციალს.” გაგახსენებთ კომპოზიტორ გიორგი სვირიდოვის სიტყვებს: “სულელში მწიფდება გიგანტური ბიოლოგიური ენერგია. მას ვერ დაძლევს ვერც სინდისი და ვერც ეჭვი. გასაკუთრებით საშიშია და საშინელი კულტურული, განათლებული სულელი, რომელიც ეყრდნობა ცოდნასა და ავტორიტეტს. მისი სიამაყე განუზომელია, არ გააჩნია მორალი. მას ყველაფრის გაკეთება შეუძლია. გასაკუთრებით იზიდავს დამანგრეველი ვნება და სამყაროს შეცვლის სურვილი.”გავრცელებულია შეხედულება, რომ სულელი მხოლოდ საკუთარ თავს ვნებს, რაც არასწორია. პრობლემა ის არის, რომ ჭკვიან ადამიანს მუდმივად ეპარება საკუთარ თავში ეჭვი, ხოლო სულელები უპირობოდ გენიალურებად მიიჩნევენ თავს. ამიტომ ერთ სულელ ლიდერს, რომელიც მსოფლიოს შეცვლის სურვილით იქნება შეპყრობილი, ნებისმიერ როს შეუძლია მსოფლიო კატასტროფის პირამდე მიიყვანოს. კანონი № 5 – “სულელი ყველაზე საშიში ტიპაჟია ადამიანებს შორის.” მართლაც, ქურდის მოქმედების მიზანი წართმევა და საკუთარი სარგებელია. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, თუ საზოგადოების ყველა წევრი იქნება იდეალური ბანდიტი, სისტემა საერთო ჯამში იქნება სტაბილური. ეს კარგად ჩანს კორუმპირებულ ქვეყნებში, სადაც მოქალაქეები მიჩვეულები არიან კანონის გვერდით ავლით იმოქმედონ.სულელებს საზოგადოება დაცემისკენ მიჰყავთ. ისინი ვნებენ და თან თავად არანაირ სარგებელს არ იღებენ. შედეგად საზოგადოება ღარიბდება. აქედან გამომდინარე, სულელი ბანდიტზე საშიშია. მათი დესტრუქციული გავლენა შეუძლია გაანეიტრალოს ჭკვიანების დიდ პროცენტს, რომლებიც თავის და სხვების გარშემო შექმნიან კეთილმოწყობილ გარემოს. 326 3-ს მოსწონს
|