ბრიტნი სპირსმა დაკარგა ბავშვი, რომელსაც საქმროსგან, სემ ასგარისგან ელოდა. სიახლე თავად მომღერალმა აუწყა თავის თაყვანისმცემლებს ინსტაგრამზე.![ბრიტნი სპირსმა ბავშვი ორსულობის
ადრეულ ეტაპზე დაკარგა image](https://server5.intermedia.ge/article_images/small/202205/2022051612114789693.jpg)
“უღრმესი მწუხარებით უნდა გამოვაცხადოთ, რომ საყვარელიბავშვი დავკარგეთ ორსულობის დასაწყისში. ეს საშინელი დროა ნებისმიერი მშობლისთვის. შესაძლოა ორსულობის სასიხარულო ამბავი ასე მალე არ უნდა გვეცნობებინა, მაგრამ ძალიან აღელვებულები ვიყავით და გვინდოდა ამ სიხარულის გაზიარება."![ბრიტნი სპირსმა ბავშვი ორსულობის
ადრეულ ეტაპზე დაკარგა image](https://server5.intermedia.ge/article_images/small/202205/2022051612142889693.jpg)
წყვილმა ისიც დაწერა, რომ ერთმანეთს მხარში უდგანან და მომავლისთვის იმედი აქვთ, რომ ოჯახში მატეება ექნებათ.
ბრიტნი სპირსის ფეხმძიმობის ამბავი აპრილში გახდა ცნობილი. ბავშვი დიდი ხნის ნანატრი იყო - იმ წლებში, როცა მომღერალი მამის მეურვეობის ქვეშ იყო, მას არც გათხოვება შეეძლო და არც მშობიარობა. სასამართლოში ვარსკვლავმა განაცხადა, რომ მისი ნების საწინააღმდეგოდ დაუყენეს სპირალი. მას შემდეგ, რაც ჯეიმი სპირსმა ქალიშვილის ცხოვრებაზე კონტროლი დაკარგა, ბრიტნიმ ნიშნობის შესახებ გამოაცხადა გამოაცხადადა ცოტა მოგვიანებით ორსულადაც დარჩა.![ბრიტნი სპირსმა ბავშვი ორსულობის
ადრეულ ეტაპზე დაკარგა image](https://server5.intermedia.ge/article_images/small/202205/2022051612195489693.jpg)
ბრიტნის უკვე ჰყავს 2 შვილი ყოფილი ქმრისგან, კევინ ფედერლაინისგან, 16 წლის შონი და 15 წლის ჯეიდენი.