x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
გარდაიცვალა გამოჩენილი ჟურნალისტი არმაზ სანებლიძე
image

გამოჩენილი ქართველი ჟურნალისტი არმაზ სანებლიძე გარდაიცვალა, ამის შესახებ ინფორმაციას ნუგზარ ფოფხაძე ავრცელებს:


“საქართველოს ჟურნალისტურ საზოგადოებას დიდი გულისტკივილით ვაცნობებ, რომ სულ ცოტა ხნის წინ, 86 წლისა, გარდაიცვალა გამოჩენილი ჟურნალისტი, სახელმწიფო და საზოგადო მოღვაწე, საქსრთველოს ტელერადიოკომიტეტის ყოფილი თავმჯდომარე, გაზეთ “საქართველოს რეპუბლიკის”, ახალგაზრდული გაზეთების ყოფილი მთავარი რედაქტორი ა რ მ ა ზ სანებლიძე. ვუთანაგრძნობ ოჯახს, ახლობლებს, მეგობრებს, კოლეგებს”.


image


არმაზ სანებლიძე დაიბადა ქ. თბილისში 1936 წლის 18 თებერვალს. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტის ჟურნალისტიკის განყოფილება 1954 წელს.


1957-1969წწ. იყო კომკავშირულ და პარტიულ სამუშაოზე; 1969-1970წწ. გაზეთ "მოლოდიოჟ გრუზიის", 1970-1974წწ. "ახალგაზრდა კომუნისტის" რედაქტორი; 1977-1986წწ. ტელევიზიისა და რადიომაუწყებლობის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე; 1986-1989წწ. თავმჯდომარე; 1989-1990წწ. მინისტრთა კაბინეტის საერთო და ინფორმაციის განყოფილებების გამგე; 1990-1992წწ. "საქართველოს რესპუბლიკის" მთავარი რედაქტორის მოადგილე; 1992-1996წწ. პირველი მოადგილე; 1996 წლიდან მთავარი რედაქტორი; 2004 წლიდან ჟურნალისტური საქმიანობა განაგრძო გაზეთ "ასავალ–დასავალში", 2009 წლიდან გაზეთ "საქართველო და მსოფლიოში". მიღებული აქვს საქართველოს მინისტრთა საბჭოს პრემია დაჯიდოებულია ვახტანგ გორგასლის III ხარისხის ორდენით და ღისების ორდენით, იყო საქართველოს დამსახურებული ჟურნალისტი.


არმაზს სანებლიძის პანაშვიდები გაიმართება - კვირას და ორშაბათს, საბურთალოს სასაფლაოზე მდებარე მთავარანგელოზის პატარა ტაძარში. გამოსვენება ამ ტაძრიდანვე - სამშაბათს, 17 მაისს, 15 სთ-ზე. მისამართი: უნივერსიტეტის ქუჩიდან მარცხნივ ასახვევი სასაფლაოზე (ნეოგაზთან), მთავარანგელოზის პატარა ტაძარი.

0
160
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
160
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0