x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
კიევის "დინამოს" ფეხბურთელი პრესკონფერენციის დროს ატირდა(ვიდეო)
image

კიევის "დინამოს" ნახევარმცველმა ალექსანდრე ანდრიევსკიმ ტალინში ადგილობრივ "ფლორასთან" ამხანაგური მატჩის შემდეგ ემოციები ვერ შეიკავა.



27 წლის ფეხბურთელს ტირილი აუტყდა ჟურნალისტის კითხვის შემდეგ, თუ რა ხდება მის თავში, როდესაც ის მოედანზე გამოდის იმ დროს, როცა უკრაინაში ომი მიმდინარეობს.


ანდრიევსკიმ დაიწყო იმაზე საუბარი, რომ მისთვის რთული ამ განცდის სიტყვებით გადმოცემა, მან წინადადება ვერ დაასრულა და ტირილი დაიწყო. მცირე პაუზის შემდეგ მოთამაშემ შეძლო საუბრის გაგრძელება.


"ძნელია ამაზე საუბარი, მაგრამ პირველ რიგში ფიქრობ ჩვენს ხალხზე, რომელიც ახლა მძიმე წუთებს განიცდიან, მაგრამ გვჯერა, რომ ეს მალე ჩვენი გამარჯვებით დასრულდება და საშინელი კოშმარივით გაივლის“, - განაცხადა ალექსანდრემ.


ნახევარმცველმა ასევე მადლობა გადაუხადა ევროპელ ხალხს და ყველას, ვინც მხარს უჭერს მის ქვეყანას. "ძალიან იგრძნობა და ჩვენ ერთად დავამარცხებთ ამ ფაშიზმს. ფაქტობრივად, ახლა ძნელია ფეხბურთზე საუბარი. მინდა მადლობა გადავუხადო უკრაინის შეიარაღებულ ძალებს. ისინი გმირებზე მეტი არიან. ჩვენ მათთან ერთად ვართ მთელი გულით და სულით. მთელი ჩვენი გუნდი, მთელი პერსონალი მათ ეხმარება. აქ თამაშით მაქსიმალურ ეფექტურობას ვაძლევთ", - დასძინა თეთრ-ლურჯების ნახევარმცველმა.


მატჩი "ფლორას" წინააღმდეგ დასრულდა კიეველთა გამარჯვებით ანგარიშით 3:0

მანამდე კიევის "დინამოს" კიდვე ერთმა ფეხბურთელნა, მცველმა ალექსანდრე კარავაევმა ცრემლები ვერ შეიკავა თამაშის შემდგომ პრესკონფერენციაზე რუმინეთში ადგილობრივ CFR Cluj-თან მატჩის შემდეგ.


კიევის "დინამოს" მთავარმა მწვრთნელმა მირჩა ლუჩესკუმ სულ ახლახან პოლონურ მედიას ინტერვიუში განუცხადა, თუ სად გეგმავს კიევური კლუბი მომავალ სეზონში ევროთასების მატჩების გამართვას:


„ლეგიასთან“ საქველმოქმედო მატჩის შემდეგ, კლუბის პრეზიდენტს იგორ სურკისს ვუთხარი, რომ კარგი იქნებოდა ჩვენი ევროპის თასის მატჩები აქ, პოლონეთში გვეთამაშა. პოლონეთი შესანიშნავი ადგილია ასეთი მატჩებისთვის. აქ შესანიშნავი საფეხბურთო ატმოსფეროა და რაც მთავარია, ახლა პოლონეთში ბევრი უკრაინელია. რა თქმა უნდა, უკეთესი იქნებოდა კიევში თამაში, მაგრამ თუ ეს შეუძლებელი აღმოჩნდა, პოლონეთში ვითამაშებთ. დარწმუნებული ვარ, ასეთ მატჩებზე ბევრი უკრაინელი გულშემატკივარი მოვა და თავს ისე ვიგრძნობთ, როგორც საკუთარ სახლში. ეს ძალიან მნიშვნელოვანი იქნება როგორც დინამოსთვის, ასევე უკრაინისთვის."

0
66
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
66
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0