x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134534
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508588
"მარგარიტა სიმონიანი მაგდა ანიკაშვილს უყვებოდა...." - რას წერს ირინა სარიშვილი

image





ყოფილი დეპუტატის, ირინა სარიშვილის "რომანის" - "რუსული ხომალდის მგზავრების" მორიგი ეპიზოდის ინსპირაციის წყაროდ ამჯერად, "ქართული ოცნების" ყოფილი წევრი, ვატო შაქარაშვილი და რუსეთის ერთ-ერთი მთავარი პროპაგანდისტი, მარგარიტა სიმონიანი იქცნენ:


"ივანიშვილის დასანქცირების მოთხოვნა არის სამების ეკლესიის დასანქცირება - თქვა ვატო შაქარიშვილმა და სამების ტაძრის ფილებზე ხათქუნისგან გაცვეთილ შუბლზე ქოჩორი გაისწორა.


იქვე შორიახლოს მარგარიტა სიმონიანი მაგდა ანიკაშვილს უყვებოდა როგორ მოიტაცეს ამერიკელებმა და დაზომბვა დაუპირეს...


ამონარიდი რომანიდან "რუსული ხომალდის მგზავრები"



(ეპიზოდი II)" - წერს ირინა სარიშვილი სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, რომ "ამომრჩეველთა ლიგის" თავმჯდომარემ, გადაცემაში "უცნობის კიდობანი" ბიძინა ივანიშვილის დასანქცირების მოთხოვნა სამების აშენების დასანქცირებად შეაფასა და განაცხადა:

"დღეს მე ვამბობ, რომ ჩემთვის პირადად, ივანიშვილის დასანქცირების მოთხოვნა არის სამების აშენების დასანქცირება, გადარჩენილი ქართული კულტურის დასანქცირება, გადარჩენილი ათასობით სიცოცხლის დასანქსირება და 2012 წლის 1-ლი ოქტომბრის დასანქცირება".


რაც შეეხება კრემლის პროპაგანდისტ ჟურნალისტს, მარგარიტა სიმონიანს, რომელიც ცოტა ხნის წინ, ევროკავშირის მიერ დასანქცირებულთა სიაში მოხვედრილ ვლადიმერ სოლოვიოვს გადაცემაში სტუმრობდა განაცხადა რომ ამერიკაში სწავლის პერიოდში მისი ზომბირება სურდათ:


"მე თავად ვსწავლობდი ამერიკულ პროგრამაზე, რომელიც უდიდესი ფულით ფინანსდება. დიახ, ორჯერ ვიყავი მათი მოსწავლე.
ანუ შემიძლია ვთქვა, რომ ამერიკელებმა მომიტაცეს, როგორც უნიჭიერესი გოგო და უნდოდათ ჩემი ზომბირება. მათი მიზანია, შეცვალონ ნიჭიერი რუსი ახალგაზრდების აზროვნება, საუბარია რუსეთის იმ მოქალაქეებზე, რომლებიც ხვალ ჩვენს ქვეყანას გამოადგებიან" - განაცხადა რუსული სახელისუფლებო, პროპაგანდისტული მედიასაშუალების "Russia Today-ს მთავარმა რედაქტორმა.



0
464
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
464