ასტროლოგია სატურნი, მარსი თუ ურანი: როგორ განვსაზღვროთ ჩვენი მფარველი-პლანეტა და რისი გაგება შეგვიძლია ჩვენი ბედისწერის შესახებ? 2022, 13 მაისი, 21:55 თითოეულ ზოდიაქოს ნიშანს თავისი მთავარი პლანეტა ჰყავს, რომელზეცაა დამოკიდებული ადამიანის ხასიათი და გამორჩეულობა ცხოვრებაში. მაშინ, როცა მფარველი-პლანეტა "არ მუშაობს", შეიძლება შევამჩნიოთ, რომ ადამიანი, ფაქტობრივად, ეთიშება რეალურ ცხოვრებას. მისთვის ყველაფერი ხდება მოსაწყენი და უინტერესო, თვითონ კი ცხოვრებაზე ხელჩაქნეულ ადამიანს ემსგავსება. ამ სტატიაში შეგიძლიათ გაიგოთ თუ რომელი პლანეტაა თქვენთვის განკუთვნილი და რაში გამოიხატება მისი სუპერ-შესაძლებლობები. ვერძი თუ თქვენ დაიბადეთ ვერძის სეზონში, თქვენი პლანეტა მარსია, რომლის სიმბოლოებია ცეცხლი და სიფიცხე. თქვენ ფლობთ ფეთქებად ხასიათს, არ გიყვართ ლოდინი და ვერ იტანთ ტყუილებს ურთიერთობებში. რაც უფრო მეტად გამოხატავთ მარსისებურ ენერგიას, მით უფრო ეფექტური ხდება თქვენი ცხოვრება. იყავით აქტიურები, გამოიჩინეთ ინიციატივა, ნუ მისცემთ სხვებს უფლებას გალოდინოთ, ატარეთ წითელი შეფერილობის ტანსაცმლები, გარშემო შემოიკრიბეთ მამაკაცების აუდიტორია. კურო კუროს უპირატესობას ანიჭებს ვენერა, ეს პლანეტა - ქალური ენერგიის მფარველია და ფულისადმი სიყვარულითაა განსმჭვალული. თქვენ ფლობთ საოცარ გემოვნებას და ისწრაფვით ჰედონიზმისაკენ. ცხოვრებისაგან სიამოვნების მიღებისა და დროის ეფექტურად დახარჯვის უნარი ააქტიურებს თქვენს პლანეტას. ურთიერთობა და სიყვარული - თქვენი ცხოვრების მნიშვნელოვანი ასპექტებია. თუ პირად ცხოვრებაში ყველაფერი კარგად გაქვთ, ფინანსურ მდგომარეობაზე შეგიძლიათ არ იდარდოთ, ყველაფერი გამოვა. ნუ ფორიაქობთ, ისიამოვნეთ მომენტებით, ნუ დაზოგავთ ფულს საკუთარი სიამოვნებისათვის და ეცადეთ ბევრი დრო ატაროთ ქალების გარემოცვაში. ტყუპები თქვენი ზოდიაქოს ნიშანს ეკუთვნის მერკური. თქვენთვის დამახასიათებელია მაღალი ინტელექტი, სწრაფი რეაქცია და ადამიანების დარწმუნების მშვენიერი უნარი. მერკური მფარველობს ვაჭრობასა და გაყიდვებს, ახდენს გავლენას ცნობისმოყვარეობასა და ცვალებად ხასიათზე. ურთიერთობებში თქვენთვის მნიშვნელოვანია ფლირტი, ვინაიდან მხოლოდ მისი გამოყენებით შეგიძლიათ თანამოსაუბრის ინტელექტის დონის განსაზღვრა. თქვენ "ეთიშებით" ცხოვრებას, როდესაც მოწყენილი ხართ ან დატვირთული ხართ ზედმეტად ბევრი სამუშაოთი. ეცადეთ უფრო მეტი იკონტაქტოთ ადამიანებთან და განავითარეთ თქვენი ორატორული შესაძლებლობები, ამ შემთხვევაში თქვენი პლანეტა კმაყოფილი იქნება. კიბო კიბო მჭიდროდაა დაკავშირებული მთვარესთან. ემოციური სიმშვიდე, პლედი, ბუხარი და მზრუნველობა - თქვენთვის კომფორტული სფეროა. ურთიერთობებში თქვენთვის მნიშვნელოვანია ურთიერთგაგება, ნდობა და სიმშვიდე. კონფლიქტი და აგრესია იწვევს თქვენში პანიკის დიდ ტალღას. იმისთვის, რომ ცხოვრებაში ყველაფერი კარგად გქონდეთ, უპირველეს ყოვლისა, კომფორტული საცხოვრებელი უნდა მოიწყოთ. თქვენი მფარველი-პლანეტა ააქტიურდება, მაგალითად, რომანტიული ფილმის ყურებისას საკუთარ სახლში კომფორტულად. აგრეთვე, ფინანსურ ჭრილში თქვენ შეგიძლიათ იყოთ წარმატებული, განსაკუთრებით მაშინ, როცა თქვენი მთავარი მიზანი - საკუთარი სახლის შეძენაა. ლომი ლომის სეზონში დაბადებულნი იმყოფებიან მზის მფარველობის ქვეშ. სიხარული, რომანტიკა, საჩუქრები და კომპლიმენტები - აი ეს არის თქვენი ამოუწურავი ძალის ძირითადი წყარო. თუ ეს არ არის, თქვენ ცხოვრების აზრს კარგავთ, ისევე როგორც თქვენი პლანეტა. სიყვარული გჭირდებათ ისევე, როგორც ჰაერი. ამის გარეშე ცხოვრების სხვა დანარჩენი სფერო, ფაქტობრივად, არ ფუნქციონირებს. დღესასწაულები, ლამაზი პაემნები, კრეატივი და შოპინგი - თქვენს თვალებს იმდენად კაშკაშას ხდის, როგორც მზის სხივებია. მატერიალური სიმდიდრე აქტიურად გეწვევათ, განსაკუთრებით კი მაშინ, თუ ხელგაშლილი იქნებით თქვენთვის საყვარელი ადამიანებისადმი. ქალწული პლანეტა პროზერპინა მფარველობს თქვენს ზოდიაქოს და მისთვის ფრიად მნიშვნელოვანია წესრიგი, აღრიცხვა, ანალიზი, ლოგიკა და ჯანმრთელობა. თქვენთვის ჯანმრთელობა ყველაზე მაღლა დგას, მათ შორის მენტალურ მდგომარეობაზეც კი. ურთიერთობებში თქვენთვის დიდ მნიშვნელობას ატარებს გულწრფელობა, რაციონალური ქმედებები და მანიპულირების არარსებობა. პროზერპინა ყოველთვის დაგეხმარებათ წარმატების მიღწევაში სამუშაოზე, ოღონდ იმ შემთხვევაში თუ ისწავლით დელეგირებას, და არა მხოლოდ ყველაფრის საკუთარ თავზე აღებას. თქვენი პლანეტის გასააქტიურებლად, საჭიროა ინფორმაციის სისტემატიზირება, სიების შედგენა და მუდმივი სწრაფვა საკუთარი თავის რეალიზაციისაკენ. სასწორი თქვენი მფარველი-პლანეტა - ჰირონია. ადამიანების გაცნობა, ესთეტიკა, ბალანსი და ელიტა თქვენი ცხოვრების მნიშვნელოვანი შემადგენელი ელემენტებია. დიდია თქვენი კავშირი ქალურ ენერგიასთან, შესაბამისად, რეკომენდირებულია, რომ მისი ნებისმიერი გამოვლენისას გარემოცვილი იყოთ სილამაზით. ესთეტიური ჭურჭელი ან ლამაზი მაკიაჟი - ეს ყველაფერი ამაღლებს თქვენს განწყობას და ააქტიურებს თქვენს პლანეტას. ურთიერთობები თქვენთვის ცხოვრების აზრია. აგრეთვე, თქვენთვის სიადვილეს წარმოადგენს ელიტურ საზოგადოებაში შესვლა, იქ ყველას უყვარხართ. ამიტომ, გადადეთ გვერდით მორიდება და ეცადეთ გარშემო შემოიხვიოთ უკეთესზე უკეთესი ადამიანები. მორიელი თქვენი ზოდიაქოს ნიშნის მფარველი-პლანეტაა - პლუტონი. ტრანსფორმაცია, რისკები, წინასწარმეტყველური სიზმრები და ადრენალინი. შუასაუკუნეებში თქვენ, ალბათ, შეგარქმევდნენ ჯადოქარს, ვინაიდან ბუნებისგან გერგოთ ძლიერი ინტუიცია და გამჭოლი მზერა. თქვენი ცხოვრება - ერთი კრიზისიდან მეორეზე გადასვლის პროცესს ჰგავს. სიმშვიდე და კანონზომიერება თქვენთვის არაა, ვინაიდან ამისგან თქვენ ითიშებით. უარი უთხარით თქვენს კომპლექსებს, გაუხსენით გზა თქვენს ბუნებრივ სექსუალურობას, გარისკეთ, დაკავდით ექსტრემალური სპორტით, რათა მფარველი-პლანეტა დაგეხმაროთ წარმატების მიღწევაში როგორც ფინანსურ ჭრილში, ისე პირად ცხოვრებაში. მშვილდოსანი მშვილდოსნების მფარველი - პლანეტა იუპიტერია, რომელსაც შეესაბამება პოზიტივი, წარმატება, მოგზაურობა და აზარტი. თქვენთვის მნიშვნელოვანია მუდმივი სურვილი სადმე წასვლისა, გარკვეული დროით. ბინის მშობლიური კედლები არ გააქტიურებენ, პირიქით, სევდის მორევში გაგდებენ. ურთიერთობის დაწყება სჯობს მუდმივად მზადყოფნის რეჟიმში მყოფ ადამიანთან. მოწყენილად ან პასიურად გატარებული დრო თქვენთვის ყოვლად მიუღებელია. იუპიტერი მფარველობს პოპულარობასაც. თქვენ განსაკუთრებით მოგწონთ რჩევების გაცემა ან კი საკუთარი გამოცდილების გაზიარება სხვებთან. ამიტომაცაა, რომ მშვილდოსნებს შორის ბევრი გამოდის ქოუჩი. თხის რქა თხის რქას მფარველობს პლანეტა სატურნი. სტრატეგია, სიწესრიგე და გათვლა - სრულიად შეგესაბამებათ. მთლიანობაში, თქვენი ცხოვრების დაყოფა შეიძლება ორ ეტაპად: "30 წლამდე და შემდეგ". თქვენ გარეგნულადაც კი ახალგაზრდა იერს ღებულობთ უკვე შუახნის ასაკში, მნიშვნელოვანია საკუთარი თავის რელაიზაციით დაკავება. ფული და თხის რქა, თხის რქა და ფული - ჩათვალეთ, რომ ეს ერთი და იგივე სიტყვაა. პირადი ფინანსების გარეშე ცხოვრებისაგან ითიშებით და ემსგავსებით მარტოხელა, განმარტოვებულ ადამიანს. მიუხედავად არსებული მიღწევებისა, ხშირ შემთხვევაში, თქვენი თავისადმი ზედმეტად მკაცრი ხართ. შეწყვიტეთ ასეთი ხშირი თვითკრიტიკულობა და მიეჩვიეთ საკუთარი სამუშაოს შედეგების შეჯამებას, რათა რეზულტატი დავიწყებას არ მიეცეს. თქვენი სატურნი ყოველთვის დაგეხმარებათ იმ სფეროებში, სადაც გაქვთ გეგმები და სტრატეგიები დასახული მიზნის მისაღწევად. ამ შემთხვევაში, არც ურთიერთობებია გამონაკლისი. მერწყული თქვენი ზოდიაქოს ნიშანი იმყოფება პლანეტა ურანის მფარველობის ქვეშ. ინდივიდუალიზმი, ეგოისტი, ნოვატორი - ასე შეიძლება თქვენი დახასიათება. თქვენთვის მნიშვნელოვანია მუდმივად ტრენდში ყოფნა. პლანეტა ურანი ააქტიურდება მაშინ, როდესაც კონტაქტობთ მეგობრებთან, ხართ დაკავებული სწავლით ან მოგზაურობით. ამ ქვეყანაზე თქვენ მოხვედით იმისთვის, რომ შეცვალოთ იგი თქვენი შეხედულებებითა და იდეებით. მეგობრებს დიდ მნიშვნელობას ანიჭებთ, ურთიერთობებზე მეტადაც კი. თქვენ ყოველთვის პოულობთ ყველაზე კრეატიულ და უჩვეულო გზებს, რათა გააუმჯობესოთ საკუთარი ფინანსური მდგომარეობა, და ზოგადად, ფულს თქვენ ძალიან უყვარხართ. მთავარია - გაექცეთ მოწყენილობასა და ერთფეროვნებას, ეცადეთ დაიჭიროთ ყოველივე წამი. თევზი თუკი თქვენ დაიბადეთ თევზის სეზონში, მაშინ თქვენი მფარველი პლანეტა - ნეპტუნია. თქვენ ხელჩაკიდებული დადიხართ თქვენს ოცნებებთან, შემოქმედებასთან ერთად, გაგაჩნიათ ემპათია და ძლიერი ინტუიცია. თუკი ეძებთ სიყვარულს, მხოლოდ იდეალურს. თუკი გეგმავთ მომავალს, მხოლოდ ზღაპრულს. ნეპტუნის, როგორც მფარველის როლში გათვალისწინებისას, მთავარია - სამუშაოში თავით სრულად არ გადაეშვათ და არ მოევლინოთ ხალხს მუდმივ მხსნელად. და მაინც, პირადი ცხოვრების საზღვრების შემუშავებაზე მუშაობა თქვენთვის აუცილებელია, წინააღმდეგ შემთხვევაში, ცხოვრების სხვა სფეროები ადეკვატურად აღარ იფუნქციონირებს. თქვენ შეგიძლიათ ზღაპრულად ბევრი ფული გამოიმუშავოთ, თუკი დროს გამოუყოფთ შემოქმედებას და დაკავდებით მედიტაციით. თევზებს ესაჭიროებათ რწმენა იმისა, რომ ცხოვრება - კეთილი ზღაპარია, და არა საშინელებათა ფილმი, ვინაიდან ნეპტუნი შესაბამიასად ახდენს ფიქრების მატერიალიზაციას. 89 1-ს მოსწონს
|