ასტროლოგია ვინ იყვნენ დრუიდები: გაიგეთ თუ რომელი ტიპის ხე ხართ 2022, 7 მაისი, 23:10 მისტიურ ბრძენკაცებს, რომლებიც კელტების არსებობის პერიოდში ცხოვრობდნენ, შეეძლოთ ზუსტი წინასწარმეტყველება, ისინი ტყეში ცხოვრებას ანიჭებდნენ უპირატესობას და მათ საკუთარი ჰოროსკოპიც კი შექმნეს. იცით დრუიდების შესახებ რამე? თუ არა, მაშინ ეს სტატია თქვენთვისაა.
![]() ![]() დრუიდები, ისევე როგორც მათი "კოლეგები", შამანები და ჯადოქრები სხვადასხვა ქვეყნებიდან, ასრულებდნენ მაგიურ რიტუალებს, ატარებდნენ მსხვერპლთშეწირვას და მომავლის წინასწარმეტყველებით იყვნენ დაკავებულნი. მკვიდრ მოსახლეობს უპირობოდ სჯეროდა მათ სიტყვის. დრუიდის საპატიო სახელწოდების მისაღებად, ადამიანს ტყეში 20 წელი სრულ სიმარტოვეში უნდა გაეტარებინა, ამიტომ გასაკვირვი არაა ის, რომ კელტებს შორის ახალგაზრდა დრუიდები არ მოიძებნება. ტყე მათ მიაჩნდათ წმინდა ადგილად, სადაც იხსნებოდა პორტალი არამიწიერ არსებებთან საკონტაქტოდ. ქურუმები ხეებს ისე ექცეოდნენ, როგორც ცოცხალ არსებებს, ანიჭებდნენ რა მათ სულს და ხასიათს. ისინი ამტკიცებდნენ, რომ თითოეულ ხეს, ისევე როგორც ადამიანს, გააჩნია თავისი განმსაზღვრელი მახასიათებლები, დადებითი და უაყოფითი თვისებები. თითოეული მათგანი მოითხოვს გარკვეულ საცხოვრებელ პირობებს. აგრეთვე, დრუიდებს გააჩნდათ ყველაზე გამორჩეული და საყვარელი მცენარე - ფითრი, რომელსაც იყენებდნენ როგორც სამკურნალოდ, ისე საწინასწარმეტყველოდ და მსხვერპლთშეწირვისთვის, ამიტომ მის შესაგროვებლად მზადება წინასწარ ხდებოდა. ქურუმებს სჯეროდათ, რომ ფითრისაგან დამზადებულ წამალს ნებისმიერი შხამის განეიტრალება შეეძლო. ამ ჯადოსნური მცენარისადმი სიყვარული, სხვათაშორის, დღემდე შემორჩა ევროპელებს, რომლებიც საშობაოდ სახლებს ფითრის ფოთლების გვირგვინით ამშვენებენ. ![]() ![]() რაც შეეხება თვად ჰოროსკოპს, მისი შექმნის შთაგონებას დრუიდები ხეებიდან ღებულოდნენ. მათი მეცნიერების თანახმად, თითოეული ადამიანის დაბადების რიცხვი დაკავშირებულია განსაზღვრულ მცენარესთან. ამასთანავე, დრუიდები დიდ მნიშვნელობას ანიჭებდნენ ზამთრისა და ზაფხულის წინააღმდეგობას მზესთან, და შემოდგომისა და გაზაფხულის ბუნიობას. რეალურად, მზის ადგილმდებარეობა დედამიწასთან მიმართებაში განსაზღვრავდა კიდევაც მათი ჰოროსკოპის საფუძველს. ამის გათვალისწინებით, ადამიანის ბედი, მისი მომავალი, ხასიათი და შესაძლებლობები დამოკიდებულია მზის დაშორებაზე დედამიწიდან ადამიანის დაბადების დღისას. ამიტომაც, დრუიდების ჰოროსკოპის თითოეულ ნიშანს გააჩნია ქმედების 2 პერიოდი. ![]() აი ასე გამოიყურება დრუიდების ჰოროსკოპი ( ფრჩხილებში მითითებულია პერიოდები, რომლის დროსაც ეს კონკრეტული ხე "მეფობს"). ითვლებოდა, რომ ხე ფლობს უდიდეს ჯადოსნულს ძალას, და შესაბამისად, უწევს უდიდეს დახმარებას საკუთარ ადამიანს, მისი უზანაესობის პერიოდში. 1. ვაშლის ხე (25 ივნისი-4 ივლისი; 22 დეკემბერი - 1 იანვარი); 2. სოჭი (5 ივლისი - 14 ივლისი; 2 იანვარი - 11 იანვარი); 3. თელა (6 ივლისი - 25 ივლისი; 12 იანვარი - 24 თებერვალი); 4. კვიპაროზი (26 ივლისი - 4 აგვისტო; 25 იანვარი - 3 თებერვალი); 5. ვერხვი (5 აგვისტო - 13 აგვისტო; 4 თებერვალი - 8 თებერვალი); 6. კედარი (14 აგვისტო - 23 აგვისტო; 9 თებერვალი - 18 თებერვალი); 7. ფიჭვი (24 აგვისტო - 2 სექტემბერი; 19 თებერვალი - 28/29 თებერვალი); 8. ტირიფი (3 სექტემბერი - 12 სექტემბერი; 1 მარტი - 10 მარტი); 9. ცაცხვი (13 სექტემბერი - 22 სექტემბერი; 11 მარტი - 20 მარტი); 10. თხილი ( 24 სექტემბერი - 3 ოქტომბერი; 22 მარტი - 31 მარტი); 11. ცირცელი (4 ოქტომბერი - 13 ოქტომბერი; 1 აპრილი - 10 აპრილი); 12. ნეკერცხალი (14 ოქტომბერი - 23 ოქტომბერი; 11 აპრილი - 20 აპრილი); 13. ჟასმინი (3 ნოემბერი - 11 ნოემბერი; 1 მაისი - 14 მაისი); 14. წაბლის ხე (12 ნოემბერი - 21 ნოემბერი; 15 მაისი - 24 მაისი); 15. იფანი (22 ნოემბერი - 1 დეკემბერი; 25 მაისი - 3 ივნისი); 16. რცხილა (2 დეკემბერი - 11 დეკემბერი; 4 ივნისი - 13 ივნისი); 17. ლეღვი (12 დეკემბერი - 20 დეკემბერი; 14 ივნისი - 23 ივნისი); 18. მუხა (გაზაფხულის ბუნიობა: 21 მარტი); 19. არყი (ზაფხულის ბუნიობა: 24 ივლისი); 20. ზეთისხილი (შემოდგომის ბუნიობა: 23 სექტემბერი); 21. წიფელი (ზამთრის ბუნიობა: 21/22 დეკემბერი) ![]() 328 2-ს მოსწონს
|