ასტროლოგია 7 საუკეთესო ზოდიაქოს წყვილი, რომელთაც ბედნიერი ოჯახის შექმნა შეუძლიათ 2019, 24 ივლისი, 18:10 თუკი დაინტერესებული ხარ ასტროლოგიით და გჯერა, რომ ადამიანები ერთმანეთს ვარსკვლავების წყალობით ხვდებიან, მაშინ ეს სტატია შენთვისაა განკუთვნილი!
არსებობს 12 ზოდიაქოს ნიშანი და თითოეული მათგანი ერთმანეთისგან განსხვავდება ხასიათით, ქცევითა და თვალთახედვით. შესაბამისად, განსხვავებულია ერთმანეთთან შეწყობის პროცესი. ერთი ნახევარი ჰარმონიულ და სიყვარულით სავსე გარემოს ქმნის, მეორე კი 5 წუთიც ვერ ძლებს ჩხუბისა და დავიდარაბის გარეშე.
1. მერწყული და ტყუპები
მათ კავშირში თქვენ ვერასდროს დაინახავთ მოწყენილობის ნიშნებს, იქიდან გამომდინარე, რომ მუდმივად იციან რითი დასაქმდნენ. აგრეთვე, მათ შორის არსებული მჭიდრო ფსიქოლოგიური კავშირი ურთიერთგაგების მტკიცე საფუძველს იძლევა.
ამ ნიშნებს ნათლად აქვთ გამოხატული სწრაფვა ინდივიდუალიზმისაკენ და, შესაბამისად, ურთიერთობაში ყოფნის დროს, დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ პირად სივრცეს.
2. სასწორი და ტყუპები
მათ შორის არსებობს ძლიერი ინტელექტუალური კავშირი. ისინი ყოველთვის პოულობენ საერთო თემას, რომელსაც საათობით განიხილავენ, უზიარებენ ერთმანეთს თავიანთ ცოდნას და, ამავდროულად, ვითარდებიან.
სასწორისთვის და ტყუპებისთვის სიამოვნების წყარო მენტალური ურთიერთობის ქვეშ იმალება. სწორედ დიალოგი ეხმარებათ მათ აღმოჩინონ საერთო საქმიანობა სულისთვის და სხეულისთვის.
3. ლომი და მშვილდოსანი
მათ ძლიერი სულიერი კავშირი გააჩნიათ. ისინი ათავისუფლებენ ერთმანეთს ნეგატივისგან და ავსებენ სიყვარულით, რომელსაც შეუძლია მათი ცამდე აყვანა. როდესაც ეს ნიშნები წყვილდებიან, ისინი ხდებიან მამაცები და ფილანტროპები. მეგობრები მათ ოჯახის ფსიქოთერაპევტებს უწოდებენ.
4. კურო და კიბო
ეს ორი ნიშანი ურთიერთობაში აფასებს საიმედოობასა და სტაბილურობას. კურო და კიბო ერთგულები არიან, შეუძლიათ ნებისმიერ დროს გაუწოდონ ერთურთს დახმარების ხელი, თუნდაც ეს ზიანის მომტანი იყოს. რაც უფრო ხანგრძლივია ერთად ყოფნის დრო, მით უფრო მტკიცეა მათი კავშირი.
5. ქალწული და თხის რქა
მიწის სტიქია ხელს უწყობს ამ ორი ნიშნის მტკიცე კავშირს. ქალწულის მიზანდასახულობა და თხის რქის შრომისმოყვარეობა ქმნის წყვილისთვის ფინანსურ სტაბილურობას. ხოლო ქალწულის მისაბაძი ქცევები და თხის რქის კომპლიმენტების სიუხვე ურთიერთობაში ჰარმონიის საწინდარია.
6. თევზები და მორიელი
ეს ორი ნიშანი იმ ტიპის წყვილს მიუკეთვნება, რომელთაც შეუძლიად უსიტყვოდ გაუგონ ერთურთს. მათ შორის არ არსებოს საიდუმლოეები, ვინაიდან არ ძალუძთ ერთმანეთს რამე გამოაპარონ, ამასთანავე, ისინი ურთიერთობაში ძლიერ აფასებენ ნდობის ფაქტორს.
7. ვერძი და მერწყული
მათი ურთიერთობა იწყება მეგობრობიდან, სადაც ერთგულება და მზრუნველობაა შეზავებული. სათუთი გრძნობები ნელ-ნელა ფორმირდება, თუმცაღა ბოლო წუთამდე ნარჩუნდება. ქორწინებაშიც კი, მეგობრული ურთიერთობის მსგავსად, ისინი მუდმივად ეძებენ თავგადასავლებს და მიილტვიან რისკისკენ, რაც მათ არიდებთ რუტინულ მდგომარეობას.
243 შეფასება არ არის
|