x
მეტი
  • 27.04.2024
  • სტატია:134548
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508610
"ჩვენც "შევასხით წითელი საღებავი" რუსეთის საკუთრებას, მაგრამ ქართულ მედიას ჩვენი "შესხმა" არ გაუშუქებია" - თამარ ჩერგოლეიშვილი

image

"პოლონეთში რუსეთის ელჩს რაც მოუვიდა, ხომ ყველა პატრიოტს მოგეწონათ?! კარგად გაშუქდა და ნახავდით. ჩვენც "შევასხით წითელი საღებავი" რუსეთის საკუთრებას, მაგრამ ქართულ მედიას ჩვენი "შესხმა" არ გაუშუქებია"- ამის შესახებ თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს.


მისი თქმით, ფაქტი იმიტომ არ გაშუქდა, რომ "ევროპული საქართველოს" დამოუკიდებელი დღის წესრიგი "მიშა-ბიძინა პარადიგმას ეწინააღმდეგება".


"პოლონეთში რუსეთის ელჩს რაც მოუვიდა, ხომ ყველა პატრიოტს მოგეწონათ?! კარგად გაშუქდა და ნახავდით. ჩვენც "შევასხით წითელი საღებავი" რუსეთის საკუთრებას, მათი აგენტების თავშესაფარს, რუსეთის ყოფილ საელჩოს - უარესი ვქენით, საბჭოეთის ნგრევა დავახატეთ და შემდეგ NATO-ს დროშა ავაფრიალეთ. ჩვენ გამოც მიიღო გამწარებული რუსების ნოტა "ქოცების" საგარეო სამინისტრომ (ერთადერთი აქციაა, რაც შეეხოთ და ნოტები აფრიალეს). მაგრამ ქართულ მედიას ჩვენი "შესხმა" არ გაუშუქებია, იმიტომ რომ ჩვენი, დამოუკიდებელი დღის წესრიგი გვაქვს და ეს წესრიგი მიშა-ბიძინა პარადიგმას ეწინააღმდეგება. როცა სამშვიდობოს გავალთ, ეს ყველაფერი ისტორიას დარჩება - ისტორიას დარჩება რომ ქართველებმა გავიმარჯვეთ, მიუხედავად ამ სამარცხვინო ფეხის დადებებისა ვიწრო და ახლომხედველი არარაობების მხრიდან", - წერს თამარ ჩერგოლეიშვილი.

0
274
1-ს მოსწონს
ავტორი:ქეთეონე
ქეთეონე
274
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0