საქართველო "დააბით სადმე სადაც კამერას ვერ მიწვდება თუ არა ვატყობ დარჩება ბიძინა ჩემი დასახმარებელი" - ვისზე საუბრობს თეა თუთბერიძე 2022, 12 მაისი, 12:25 პოლიტიკური მოძრაობა "კმარას" ყოფილი ლიდერი თეა თუთბერიძე, შვეიცარიული ბანკის მიერ საქართველოს ყოფილ პრემიერ - მინისტრ ბიძინა ივანიშვილისთვის ტრანზაქციის შეჩერების ფაქტთან დაკავშირებით, "ქართული ოცნების" თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებას "ფეისბუქის" პირად გვერდზე ეხმაურება და წერს:"ანუ ვიღაც კერძო პირი სახელად ბიძინა ივანიშვილი რომელსაც შვეიცარული ბანკი ფულს არ ურიცხავს როგორც ხელისუფლება აცხადებს ომში ჩართრევა-არჩათრევის ამბებს განსაზღვრავს ღრუზიაში! და ომს ვის გამოუცხადებს ბიძინა, რუსეთს თუ ამერიკასო, რა ბრძანა კობახიძემ ეგ ვერ მოვიძიე, ამერიკას ჯობია, და შემოვლენ თუ არა და ეგრევე ჩაბარდით.P.S. პირველი კობახიძის ეს კომენტარი უთარგმნეთ უცხოელებს და დაუგზავნეთ სასწრაფოდ რომ ნახონ როგორი კერძო პირია პუტინის ოლიგარქი ივანიშვილი საქართველოში! და მეორეც, კობახიძე დააბით სადმე სადაც კამერას და მიკროფონს ვერ მიწვდება თუ არა ვატყობ დარჩება ბიძინა ჩემი დასახმარებელი ფინანსურად და ციხეში კიდევ უფლებები რომ არ დაირღვეს მისი მაგაზედაც მომიწევს ვიდარდო.ისა და ამერიკას მაინც გამოუცხადონ ქოცებმა ომი და როგორც კი შემოვლენ ეგრევე ჩაბარდით. იქნებ ასე მაინც გეშველოთ რამე… ხო და გახდებით მეორე ჯორჯიის შტატი." - ვკითხულობთ თეა თუთბერიძის ფეისბუქსპოსტში.შეგახსენებთ, რომ "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე არ გამორიცხავს რომ შვეიცარული ბანკის მიერ ბიძინა ივანიშვილისთვის ფულის არგადახდა "კოორდინირებული ქმედებების" შედეგი იყოს, რომლის მიზანიც საქართველოს ომში ჩართვაა.ცნობისთვის, "ქართული ოცნების" დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი შვეიცარიულ ბანკ "Credit Suisse"-ს უჩივის და მას პოლიტიკურ ზეწოლაში ადანაშაულებს. ამჯერად, საქართველოს ყოფილი პრემიერ - მინისტრი ბანკს გადარიცხვების შეფერხებაში ადანაშაულებს.211 შეფასება არ არის |