ტკბილეული დაბრუნება ბავშვობაში - ტკბილეულობა და კანფეტები, რომელთა გემოც განუმეორებელია 2022, 11 მაისი, 10:37 ![]() საბჭოთა პერიოდში ყველაფერი სხვაგვარად იყო. რაღაცეები უკეთესი იყო თუ უარესი დღესაც სადისკუსიო თემაა, მაგრამ ნამდვილად არა ის, რაზეც ახლა გვექნება საუბარი. ცნობილი ფაქტია, რომ უმეტესობა ცდილობს დაივიწყოს ცუდი, სადღაც კუთხეში მიკუჭოს და სიყმაწვილის დროინდელ კარგ მომენტები ნოსტალგიით გაიხსენოს. ამათგან ერთ-ერთი მათგანია საბჭოთა პროდუქტები, ნატურალური და კონსერვანტების გარეშე, ახლანდელისგან განსხვავებით, რომლებიც ასე უხვია და მრავალფეროვანი მაღაზიების თაროებზე. აქ კი შეუძლებელია სსრკ-ში წარმოებულ ტკბილეულზე არ ვისაუბროთ. ზოგიერთი მათგანი დღესაც იყიდება, მაგრამ გემო აბსოლუტურად განსხვავებულია და ზოგჯერ ოდნავადაც არ უახლოვდება ორიგინალს. ახლა თაროებზე შეგიძლიათ იპოვოთ მაგალითად ტოფი, თუნდაც იგივე სახელებით - "კის-კის" და "ოქროს გასაღები", შოკოლადი "დათუნია", "ყარა-ყუმი" ან "მერცხალი"მაგრამ ბევრი დამეთანხმება, რომ ეს ის გემო აღარ არის. ![]() ![]() ![]() ![]() ალბათ გახსოვთ შესქელებული რძით დამზადებული ტუბები, რომელიც არამარტო ბავშვების, არამედ ოჯახის ზრდასრული წევრების საყვარელი ნუგბარი იყო. ახლა მათი ყიდვა უფრო ადვილია, მაგრამ ისეთივე გემო არ აქვთ, როგორც ადრე. თუ მათ ახლა ოჯახში გააკეთებთ მაინც არ გამოვა ისეთივე, რადგან თავად ინგრედიენტებსაც აღარა აქვს ის ძველი გემო. ![]() ![]() ![]() ![]() დღესაც ამბობენ, რომ საბჭოთა კავშირი საუკეთესო ნაყინს ამზადებდა მსოფლიოშიო, ამის გადამოწმება აბსოლუტურ უმრავლესობას არ შეეძლო, თუმცა რადგან ამბობდნენ, ალბათ ამის საფუძველიც არსებობდა. ალბათ ბევრს გახსოვთ ხილ-კენკროვანი ნაყინიც. ![]() ![]() ![]() ![]() ![]() და ბოლოს... გაზიანი სასმელები, ლიმონათები, რა თქმა უნდა ახლაც ამზადებენ სხვადასხვა კომპანიები ტარხუნის, მსხლის, ფეიხოას, ლიმონის და ა.შ. გაზიან სასმელებს, მაგრამ გემოვნებით ახლოსაც ვერ მივა იმ ძველ ლიმონათებთან, მეტიც, ზოგი იმდენად უგემურია, რომ ლიმონათს შეგაძულებენ. ![]() რა თქმა უნდა აქ ნუგბარის მხოლოდ ნაწილია წარმოდგენილი, თქვენი საყვარელი ტკბილეულობა რა იყო და რა გახსენდებათ უპირველეს ყოვლისა? 347 3-ს მოსწონს
|