x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
ესკიმოს ნაყინი 100 წლისაა
image


ზუსტად 100 წლის წინ, 1920 წლის 24 ნოემბერს დანიური წარმოშობის ამერიკელმა მეწარმემ კრისტიან კენტ ნელსონმა დააპატენტა ახალი სახეობის ნაყინი, რომელსაც "ესკიმო პაი"(Eskimo Pie)უწოდა-ჯოხზე წამოცმული შოკოლადის ნაყინი, რომელიც მთელს მსოფლიოს ბავშვებისთვის( არა მარტო) უსაყვარლეს ნუგბარად იქცა.

image

კრისტიან ნელსონს ახალი სახეობის ნაყინის შექმნის იდეა სრულიად შემთხვევითმა ამბავმა შეუწყო ხელი, პატარა ბიჭუნა იდგა დახლთან დიდხანს ვერ გადაეწყვიტა, შოკოლადი ეყიდა თუ ნაყინი, სწორედ ამის შემდეგ გადაწყვიტა გაეერთიანებინა ეს ორი კომპონენტი.


image


მალე "ესკიმო პაი"("ესკიმოსთა ღვეზელი", თუმცა სახელს არავითარი კავშირი არ ჰქონდა ესკიმოსებთან) ძალზე პოპულარული გახდა, ჯერ თავად შეერთებულ შტატებში, შემდეგ კი მთელს მსოფლიოში.

image


საბჭოთა კავშირში "ესკიმოს" წარმოება 1935 წლიდან დაიწყო, მას უმაღლესი ხარისხის ნაღებისგან აკეთებდნენ და ყოველ მოქალაქეს რეკომენდაციას აძლევდნენ წელიწადში 5 კილოგრამზე ნაკლები არ შეეჭამათ.

image"ესკიმო პაი"-ს დახლი-საბჭოთა კავშირი 1935 წელი


ბევრს ახსოვს ნიანგი გენას სიმღერა ცნობილი მულტფილმიდან "ჩებურაშკა"

Прилетит вдруг волшебник в голубом вертолёте
И бесплатно покажет кино.
С Днём рожденья поздравит
И, наверно, оставит
Мне в подарок пятьсот эскимо…

(უცებ მოფრინდება გრძნეული ცისფერ შვეულფრენით
აჩვენებს ფილმებს უფასოდ.
დაბადების დღეს მომილოცავს,
და ალბათ დამიტოვებს საჩუქრად 500 ესკიმოს)



1
82
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
82
  
2020, 24 იანვარი, 17:38
დღეს რას ჭამენ ბავშვები, თორემ ნაყინი რაც იყო ჩვენ კარგად ვიცით.
0 1 1