ბედნიერებისთვის ზოგჯერ პატარა წვრილმანებიც საკმარისია. აი რას ურჩევენ ფქიქოლოგები წყვილებს ჰარმონიის მოსაპოვებლად:
1. სოციალურ მედიაზე დამოკიდებულება თრგუნავს ორგანიზმში ოქსიტოცინის გამომუშავებას. ეს ჰორმონი პასუხისმგებელია ემოციურ სიახლოვესა და მოსიყვარულეობაზე. ფსიქოთერაპევტი კეროლ კერი გვირჩევს დავიცვათ მარტივი წესი: გამორთეთ ტელეფონები ან გადადეთ გვერდზე საღამოს 9 საათიდან.
2. ბევრი წყვილი მთელი დღის განმავლობაში ვერ ხედავს ერთმანეთს და ზოგჯერ სხვადასხვა დროსაც იძინებენ. . ფსიქოლოგ კურტ სმიტის თქმით, ბედნიერი წყვილები ერთად იხეხებენ კბილებს და ერთსა და იმავე დროს იძინებენ.
3. ყოველდღიური ძილის ერთი და იგივე რეჟიმის დაცვა დაგეხმარებათ უკეთ დაიძინოთ. რუტინის დაცვით, თქვენი ტვინი იღებს სიგნალს, რომ ძილის დრო ახლოვდება და ამზადებს თქვენს სხეულს ძილისთვის. თუ პარტნიორთან ერთად ერთსა და იმავე რუტინას დაიცავთ, ეს თქვენს ურთიერთობას უფრო ინტიმურს და სანდოს გახდის.
4. ყურადღება მიაქციეთ ერთმანეთის გრძნობებს. თქვენ არ გჭირდებათ რჩევების მიცემა ან პრობლემების დაუყოვნებელი გადაწყვეტის პოვნა. ზოგჯერ ჩვენ უბრალოდ გვინდა ვისაუბროთ და ვიგრძნოთ ჩვენი საყვარელი ადამიანების ზრუნვა და მხარდაჭერა.
5. კურტ სმიტი გვახსენებს, რომ ძილის წინ არ უნდა ჩავებათ ცხარე კამათში. საწოლში ჩხუბი არასდროს წყვეტს პრობლემას. ეს ასევე ართულებს ორივეს დაძინებას და მეორე დღეს თავს გადაღლილად იგრძნობთ.
6. ფსიქოლოგ მაიკლ ვინერ-დეივისის თქმით, ერთადერთი დრო, როდესაც შეგიძლიათ თქვენს შვილებს თქვენს საწოლში დაძინება მისცეთ, არის ის, როდესაც მათ კოშმარი ესიზმრებათ. დანარჩენ დროს, საძინებელი უნდა იყოს თქვენი პირადი სივრცე.
7. კანზასის უნივერსიტეტის კვლევის თანახმად, ადამიანების 63%, რომლებსაც სძინავთ შინაურ ცხოველებთან ერთად, არ სძინავთ საკმარისად. თქვენს შინაურ ცხოველს არ შეუძლია მთელი ღამის განმავლობაში ძილი და ხშირად არღვევს თქვენს სიმშვიდესაც.
8. ძილის ეროვნული ფონდი ადასტურებს, რომ ძილის წინ მსუბუქი, დამამშვიდებელი მასაჟი აუმჯობესებს ძილის ხარისხს, ამცირებს შფოთვას და აახლოვებს წყვილებს.
9. არ დაგავიწყდეთ ძილის წინ პარტნიორის კოცნა, ასევე რამდენიმე წუთი ჩახუტება, როცა უკვე საწოლში ხართ. ის ძალიან ამშვიდებს და იწვევს დადებით ემოციებს.