x
მეტი
  • 01.07.2022
  • სტატია:120481
  • ვიდეო:354481
  • სურათი:492577
"ეს გოგონა ავად არის" - ბრიტნი სპირსმა 9 იდენტური შიშველი ფოტო გამოაქვეყნა

image

ბრიტნი სპირსმა თაყვანისმცემლების შეშფოთება გამოიწვია მას შემდეგ, რაც ორშაბათს ინსტაგრამზე ცხრა სრულიად შიშველი ფოტო გამოაქვეყნა.


„ფოტოეფექტი, ბავშვის გაჩენამდე, ბოლოს როდესაც მექსიკაში ვიყავი", - ასეთი წარწერა გაუკეთა ფეხმძიმე მომღერალმა თავის პირველ პოსტს, რომელშიც ექვსი შიშველი ფოტო იყო და დასძინა: „ჯანდაბა, შვებულებაში 10 წლით უფრო ახალგაზრდად გამოვიყურები“.

image


თუმცა, თაყვანისმცემლები კომენტარების 40 წლის პოპ-ვარსკვლავს უსვამდნენ კითხვას და ელოდნენ პასუხს, რატომ აქვეყნებდა ერთსა და იმავე სურათს რამდენჯერმე? ამასთანავე სხვებს მიაჩნდათ, რომ ის ძალიან ბევრს აჩვენებდა თავის 41 მილიონ გამომწერს.



რამდენიმე წუთის შემდეგ მან დაამატა მეორე პოსტი კიდევ სამი შიშველი კადრით, რომლებიც ძალიან ჰგავდა წინა ექვსს.

image

"ეს გოგონა ავად არის, ის ტირილით დახმარებას ითხოვს", - წერს ერთ-ერთი გულშემატკივარი.


2000-იანების პოპულარული მომღერალი მექსიკაში იმყოფებოდა დასასვენებლად თავის საქმროსთან სემ ასგართან ერთად, როდესაც სურათები გადაიღეს. წყვილი ამჟამად ერთობლივ პირველ შვილს ელოდება.



ერთმა გულშემატკივარმა ჩათვალა, რომ სემი უნდა ჩარეულიყო, რათა ვარსკვლავისთვის არ მიეცა შიშველი ფოტოების გამოქვეყნების უფლება. მან დაწერა: „შენ მამაკაცს რომ პატივისცემას ჰქონდეს შენდამი, ის არასოდეს მოგცემდა უფლებას გამოაქვეყნო იმის ნახევარი, რასაც აკეთებ! დაიტოვე რაღაც საიდუმლო შენთვის.."

image

გასული წლის ნოემბერში, ძალიან ცნობილი სამართლებრივი ბრძოლის შემდეგ, ბრიტნის დაიბრუნდა კონტროლი საუკთარ ფინანსებზე, ისევე როგორც სამედიცინო და პირად გადაწყვეტილებებზე, მამისგან მისი 13-წლიანი მეურვეობის დასრულების შემდეგ.



მან მიიღო მხარდაჭერა მისი ერთგული თაყვანისმცემლებისგან, რომლებმაც წამოიწყეს #FreeBritney მოძრაობა და რომელიც, სავარაუდოდ, დაეხმარა ვარსკვლავს, განთავისუფლებულიყო როგორც უწოდებენ, კონსერვატორი მამისგან, ჯეიმი სპირსისაგან.

imageimage
ბრიტნი სპირსის თავბრუდამხვევი კარიერა იწყება 1999 წელს გამოცემული სადებიუტო ალბომით ...Baby One More Time, რომელიც იმ დროისათვის მოზარდი სოლო შემსრულებლის მიერ გამოცემულ ყველაზე გაყიდვად ალბომად იქცა.მუსიკალურ ინდუსტრიაში პირველი ათწლეულის პერიოდში იგი იქცა მეინსტრიმული პოპულარული მუსიკისა და კულტურის მნიშვნელოვან ფიგურად, რასაც მოჰყვა საჯაროდ გამოტანილი პირადი ცხოვრების დეტალებიც.


მისმა პირველმა ორმა ალბომმა აქცია პოპ-კერპად, ხოლო სიმღერები„...Baby One More Time“ და „Oops!... I Did It Again“ იქცა საერთაშორისო ჰიტებად. სპირსს მიაწერენ 1990-იანი წლების ბოლოს თინეიჯერული პოპის აღორძინებას.იგი 20 წლამდე ასაკის ყველა დროის ყველაზე გაყიდვად შემსრულებლად იქცა.

0
309
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
309
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0