x
7 ფაქტი ადამიანის სხეულზე, რომლებიც შესაძლოა არ იცოდეთ
7 ფაქტი ადამიანის სხეულზე, რომელიც შესაძლოა არ იცოდეთ


1.ადამიანი ერთადერთი ძუძუმწოვარია, რომელსაც არ შეუძლია სუნთქვა და ყლაპვა ერთდროულად. სხვა ნებისმიერ ძუძუმწოვარს შეუძლია ერთდროულად ისუნთქოს და ჭამოს.


2.ადამიანთა 85% ცხვირის მხოლოდ ცალი ნესტოთი სუნთქავს. საინტერესო არის ის, რომ ადამიანს გააჩნია ავტომატური გადართვის სისტემა, რომლის თანახმად ყოველ 4 საათში ენაცვლება ეს ორი ნესტო ერთმანეთს სუნთქვაში.


3. ყოველი კილოგრამის დაკლებას თქვენი ორგანიზმისთვის შეუძლია დამატებითი 10 კილომეტრის სისხლძარღვების შეძენა და გააქტიურება. სწორედ ამიტომ არის ერთმანეთთან შერწყმული სიმსუქნე და გულის დაავადებები. ჭარბი წონა გულს უქმნის ტვირთს, ვინაიდან უმეტესობას სისხლძარღვები, კაპილარები და ვენები წვრილი აქვს.



4. ადამიანს ნერწყვი გამოუმუშავდება ღებინებამდე, რაც წარმოადგენს ავტომატურ ფიზიკურ რეაქციას, ვინაიდან ნერწყვი იცავს ყელს, კბილებსა და პირის ღრუს ამონაღებინებისგან, ასევე ანეიტრალებს კუჭის მჟავას.


5.ადამიანს შეუძლია იცოცხლოს მხოლოდ სხეულის გარკვეული ტემპერატურის ფარგლებში. ეს ტემპერატურა არ უნდა იყოს 32 გრადუსზე დაბალი და 43 გრადუსზე მაღალი. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ყურების ტემპერატურა, სხეულის ტემპერატურასთან შედარებით, ყოველთვის 1-2 გრადუსით ნაკლებია.


6.სხეულის 12% გაუწყლოვების შემთხვევაში, ადამიანი კვდება. თუ სითხის დანაკარგი 10% შეეადგენს – ჰალუცინაციები ეწყება და გრძნობას კარგავს, ხოლო სითხის 6-8%-ს ნაკლებობა – ძლიერ თავბრუსხვევას იწვევს.


7. ადამიანს 6 გრძნობის ორგანო აქვს:

თვალები (მხედველობა);

ყურები (სმენა);

ენა (გემოვნება);

ცხვირი (ყნოსვა);

კანი (შეხება, შეგრძნება, ტემპერატურა);

ვესტიბულური აპარატი (წონასწორობის, აჩქარების და მასის შეგრძნება).

მათგან სმენის, ყნოსვის და გემოს მგრძნობიარობა, დღე-ღამის მანძილზე, 17-დან –19 საათამდე უფრო გამძაფრებულია.

0
131
1-ს მოსწონს
ავტორი:თეკლა 123
თეკლა 123
131
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0