x
image
არჩილ ვერულიძე
ჰარამხანები თანამედროვე სამყაროში, სადაც გოგოების ცხოვრება სულაც არ გახლდათ დალხენილი

image
რამდენიმე საუკუნის წინ აღმოსავლეთის ქვეყნებში ჰარამხანა ყოველდღიურობის ნაწილი გახლდათ. ბევრი მშობელი სიამოვნებით აგზავნიდა ქალიშვილის ჰარამხანაში, რადგან მას შეეძლო განათლებისა და გამოცდილების მიღება და წარმატებით გათხოვება ვეზირზე ან სულთნის მსახურზე. დღეისათვის კი ჰარამხანა ჩვენთვის მხოლოდ ისტორიის საკუთრებაა და მას ვხედავთ ნახატებსა და ტელეეკრანებზე. სერიალ "დიდებული საუკუნე-ს" " წყალობით ჰარამხანამ რომანტიული სახეც კი შეიძინა. ბევრი ქალბატონი ოცნებობდა გაეზიარებინა "ჰიურემ სულთანის" ბედი. (ვაი თქვენს პარტონს.)

მაგრამ ამ ყველაფერში სულაც არ არის რომანტიკა. დღეისათვის ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებში, არაბეთის ნახევარკუნძულზე და აფრიკაში, ზოგიერთ მმართველს ჯერ კიდევ ჰყავს ასობით ხარჭა. ყველა დედოფალივით არ ცხოვრობს. ყველაზე ხშირად, ძალადობა და იძულება მეფობს ასეთ ჰარამხანებში. წარმოგიდგენთ ადამიანებს, რომლებიც არ ამბობდნენ უარს წინაპართა ჩვეულებებზე.

მეკობრე ბენ ბელა: 900 ხარჭა
image
მეკობრე (და პოლიტიკოსი) ბენ ბელა, რომელსაც მსოფლიოში ყველაზე დიდი ჰარამხანა ჰქონდა მედიის ცნობით, ის ძარცვავდა გემებს სამხრეთ ჩინეთის ზღვაში მალაიზიის მახლობლად. მის სასახლეში 900-მდე ხარჭა იმყოფებოდა. ის საზოგადოებაში მეუღლესთან ერთად ჩნდებოდა, მაგრამ მისი პირადი ცხოვრების დეტალები დროდადრო მალაიზიურ მედიაში ვრცელდება.

ბენ ბელას ჰარამხანაში გოგონები იძულებით რჩებოდნენ. უმეტეს შემთხვევაში ისინი მალაიზიელები იყვნენ. ასევე იტაცებდნენ ტურისტებს და ართმევდნენ მათ საბუთებს. შემზარავია პირობები, რომლებშიც გოგონები იმყოფებოდნენ. ოთახები ყაზარმებს ჰგავდა, არავითარი ბაღები და ეზოები. ქალებს იყენებდნენ არა მხოლოდ ინტიმური სიამოვნებისთვის. ისნი კერავდნენ, ასუფთავებდნენ, მუშაობდნენ და ბავშვებს უვლიდნენ. განსაკუთრებით ჯიუტები სასტიკი მოპყრობის ობიექტები ხდებოდნენ. კარგად დანაყრება მხოლოდ „სულთნის“ თანდასწრებით შეიძლებოდა, როდესაც გოგონას თავისთან მოიხმობდა ღამის გასატარებლად. ასეთი "ჰარამხანიდან" თავის დაღწევა უბრალოდ შეუძლებელია.

ბრუნეის სულთანი ჰასანალ ბოლკიაჰი: 700 ხარჭა

image
სასტიკი მეკობრისგან განსხვავებით, მსოფლიოში ერთ-ერთი უმდიდრესი ადამიანის ჰარამხანაში ცხოვრება უბრალოდ ზღაპრულია. ბრუნეის სულთან ჰასანალ ბოლკიაჰის ცხოვრებაზე ლეგენდები დადის: მას აქვს სასახლე ორი ათასი ოთახით, საბანკეტო დარბაზი 5000 ადამიანზე, საკუთარი მეჩეთი, 5 საცურაო აუზი, ავტოფარეხი 100 მანქანისთვის და ჰყავს 700 პირადი ხარჭა. აქ მოხვედრის მსურველი ბევრია.

კერძოდ, აქ მოხვდა "მის ამერიკა-92“ - შენონ მარკეტიკი. გოგონას სამუშაო შესთავაზეს და ის დათანხმდა. თუმცა, მუშაობის ნაცვლად, იგი ჰარამხანაში ჩაამწყვდიეს. არავინ აიძულებდა მას სულთანთან ღამის გატარებას. სამი თვის შემდეგ ლამაზმანი გაათავისუფლეს, 100 000 დოლარი და ბრილიანტის ყელსაბამი გადასცეს.

ჰასანალ ბოლკიაჰის ქალები მისი სიამაყეა. ისინი უფრომ მეტად თველს ახარებენ, ვიდრე სძინავთ სულთანთან.

თუმცა ამ ჰარამხანიდან თავის დაღწევა საკმაოდ რთულია. ძალიან კარგად არის დაცული და არავის უშვებენ ქალბატონებთან ახლოს. გაქცეული ქალებს სჯიან მაგრამ ამაზე არავინ საუბრობს. შენონ მარკეტიკის თქმით, ზოგიერთი ჯიუტი ქალბატონი უბრალოდ გაქრა.

სადამ ჰუსეინი: 500 ხარჭა


image
საუბარი ცნობილ ჰარამხანათა შესახებ დასრულდა. ახლა ვისაუბრებთ ისეთებზე, რომელთა საიდუმლოებები ჯერ არ არის გამჟღავნებული. ერთ-ერთი მათგანი სადამ ჰუსეინის ჰარამხანაა. მასში სხვადასხვა ასაკისა და ეროვნების 500-მდე ქალი იყო. თუ როგორ მოხვდნენ ქალები ჰარამხანაში, დღემდე უცნობია. უცნობია ისიც თუ რას უკეთებდნენ მათ იქ. სადამის სიკვდილის შემდეგ ყველა ხარჭა გაათავისუფლეს, თუმცა მათ წასასვლელი არსად ჰქონდათ. არც ფული ჰქონდათ, არც საცხოვრებელი, არც ოჯახი ჰყავდათ. ბევრი უბრალოდ უსახლკაროდ გარდაიცვალა. ვინც გადარჩა დუმილს ამჯობინებს.

პაბლო ესკობარი: 400 ხარჭა


image
ნარკობარონის პაბლო ესკობარის ჰარამხანა იყო ნამდვილი ქალაქი პავილიონებით, სასეირნო პარკებით და ხელოვნური ტბორებით, სადაც გედები დაცურავდნენ. იქ 400-მდე ქალი ცხოვრობდა. ქალაქს საგულდაგულოდ იცავდნენ და პატრონის გარდაცვალების შემდეგ ბევრი ქალი ბორდელებს მიჰყიდეს. ცოტა რამ არის ცნობილი ამ ქალების ცხოვრების შესახებ. ამბობენ, რომ პაბლო თავის ქალებს ყურადღებას არ აქცევდა და ქალაქის მცველები ამით ხშირად სარგებლობდნენ.

მაროკოს მეფე ჰასან II: 132 ხარჭა


image
ყველაზე ხელსაყრელი ბედი ხვდა წილად მაროკოს მეფე ჰასან II-ის ხარჭებს.მეფე იქ იშვიათად დადიოდა, პოლიტიკით იყო დაკავებული და ჰარამხანას მხოლოდ ინტერესისთვის ინახავდა. 1990 წელს მეფის გარდაცვალების შემდეგ ტახტზე მისი ვაჟი მუჰამედ VI ავიდა. ვაჟმა გაათავისუფლა მამის ლამაზმანები, თითოეულ მათგანს ფული და სახლი გადასცა.

ჰასან II-ის ჰარამხანა იდუმალებითაა მოცული, რომლის შესახებ მხოლოდ ჭორები ვრცელდებოდა.







0
366
5-ს მოსწონს
ავტორი:არჩილ ვერულიძე
არჩილ ვერულიძე
366
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0