x
ფოტოები, რომლებიც უცნობი და ამაღელვებელია
image


ადამიანებს უყვართ ძველი ფოტოების დათვალიერება, გთავაზობთ ალბომს, რომელიც აუცილებლად უნდა ნახოთ.


image


1923 წელს ამერიკაში პირველი ტყვიაგაუმტარი ჟილეტი გამოცადეს, მე-20 საუკუნის 20-30-იან წლებში დანაშაულის მაჩვენებელმა მწვერვალს მიაღწია, მომრავლდნენ კონკრეტული დაჯგუფებები („განგსტერები“), რომლებიც ცეცხლსასროლი იარაღით სამართალდამცავებს უპირისპირდებოდნენ, ამიტომაც საჭირო იყო პოლიციისთვის ისეთი რაღაცის გამოგონება, რითაც ერთმანეთთან გადაკვეთის შემდეგ შემდეგ რისკს შეამცირებდნენ.


ფოტოზე ხედავთ გამომგონებლებს, რომლებიც პოლიციის ოფიცერს არწმუნებენ, რომ ჟილეტი ტყვიაგაუმტარია.


image


გერმანული სამგზავრო დირიჟაბლი LZ 129 ჰინდერბურგი 1936 წელს აშენდა, სახელი გერმანიის პრეზიდენტის, პაულა ფონ ჰინდენბურგის საპატივცემულოდ დაერქვა.

1937 წლის 6 მაისს ტრანსატლანტიკური რეისის დასრულებისას დირიჟაბლში არსებული წყალბადი აალდა და ხომალდმა კატასტროფა განიცადა, დაიღუპა 36 ადამიანი (აქედან 1 მიწაზე მყოფი).


image


ცნობილი ამერიკელი ფოტოგრაფ, ჩარლზ ებეტს სურათების გადაღება მეტად საშიშ ადგილებზე უყვარდა. ეს ფოტო 1932 წელს Empire State Building-ის მშენებლობისასაა გადაღებული


image


1972 წელს ტეპე ჰასანლუს (დღევანდელი აზერბაიჯანის ტერიტორიაზე) არქეოლოგიური გათხრებისას ორი ადამიანის ნეშტი აღმოაჩინეს.

როგორც ჩანს მტრის შემოსევისას ამ ტერიტორიაზე ცეცხლი იმდენად სწრაფად მოედო, რომ განურჩევლად მტრისა თუ მოყვარისა, უკლებლივ ყველა დაწვა.

ეს ჩონჩხები ფარდულში აღმოაჩინეს, სავარაუდოდ ისინი მტერს ემალებოდნენ და თავის გადარჩენას ამ გზით ცდილობდნენ, თუმცა ცეცხლისგან წამოსულმა კვამლმა ასფიქსია გამოიწვია და ორივე ადამიანმა გონება დაკარგა...

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, თითქოს და ეს შემთხვევა 6000 წლის წინ მოხდა, მაგრამ საბოლოოდ, დადასტურდა, რომ ისინი 2800 წლის ცოცხლობდნენ, პენსილვანიის უნივერსიტეტმა კი დაადასტურა და დაადგინა საუკუნე - ძვ.წ. მე-8 საუკუნე.


0
106
შეფასება არ არის
ავტორი:გიორგი ღვინიაშვილი17
გიორგი ღვინიაშვილი17
106
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0