საზოგადოება ენ ჰოჯესი - ერთადერთი ადამიანი, რომელსაც მეტეორი დაეცა 2021, 24 მაისი, 23:02 მეტეორები რეგულარულად შემოიჭრებიან დედამიწის სივრცეში, როგორც წესი ისინი ჩვენი ატმოსფეროში შემოსვლისთანავე წვას იწყებენ და ყველაფერი სრულდება ისე, რომ ზიანი არაფერს ადგება, თუმცა ეს ყველაფერი ჩვენდა სასიკეთოდ როდის ჩაივლის. 1954 წლის 20 თებერვალს, სილაკოგას პროვინციაში ენ ჰოჯესი საკუთარ სახლში იმყოფებოდა, რა დროსაც ეს საშინელი შემთხვევა მოხდა. დაახლოებით პალმის ზომის შავმა ქვამ სახლის სახურავი გაარღვია და ჰოჯესი მუცლის არესთან მძიმედ დაჭრა. მოგვიანებით, სილაკოგას მაცხოვრებლებმა განაცხადეს, რომ ცაზე ცეცხლმოკიდებული სილუეტი დაინახეს, რამდენიმე წამში კი ძლიერი ნგრევის ხმა გაისმა. რა თქმა უნდა, მოსახლეობა დაპანიკდა და ჩათვალეს, რომ ეს უცხოპლანეტელების შემოტევა იყო, თუმცა საბჭოურმა საგამოძიებო ორგანომ დაადგინა, რომ ეს მეტეორის ჩამოვარდნა გახლდათ. დაშავებული ენ ჰოჯესი სასწრაფოდ საავადმყოფოში გადაიყვანეს და გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა. ქალბატონს ერთბაშად თან გაუმართლა და თან საოცრად უბედური აღმოჩნდა. წარმოიდგინეთ, ამხელა დედამიწაზე მეტეორი პირდაპირ მის სახლს დაეცა, თუმცა ყველაფერი ენის სასიკეთოდ დასრულდა. ამის შემდეგ კი ეს ქვა ბუნების ისტორიის მუზეუმს გადაეცა, რომელიც დღემდე იქ იმყოფება. 38 1-ს მოსწონს
|