საზოგადოება იყო თუ არა პეტრე I ქართველი და რატომ გაჩნდა ლეგენდები სახელოვანი იმპერატორის შესახებ? 2022, 6 აპრილი, 17:56
მანამ, სანამ ისტორიის მოყოლას დავიწყებდეთ, მინდა იცოდეთ, რომ ეს თემა ძალიან სადაოა და პირდაპირი ისტორიული არგუმენტებით გამყარებული არ არის, თუმცა ამ საკითხთან დაკავშირებით ქართველი საზოგადოება ყოველთვის საუბრობდა, ბოლო დროს კი პეტრე I-ის წარმოშობის შესახებ სამეცნიერო წრეებში რუსმა ისტორიკოსებმაც დაიწყეს. სწორედ ამიტომ ვფიქრობ, რომ რუსი იმპერატორის წარმომავლობის ამ ისტორიას არსებობის უფლება აქვს. გვიყვებიან ათასგვარ ჭორ-მართალს, თითქოს და ნიკო ბერძენიშვილს არქივში ამ ვარაუდის უტყუარობის დამადასტურებელი დოკუმენტი უნახავს, თუმცა „დაკარგულა“, იმავეს ამბობდა ალექსეი ტოლსტოიც, თითქოს შალვა ნუცუბიძეს სტალინისთვის უთხოვია, რომ მიეცა პეტრეს ახალგაზრდობის დროინდელი დოკუმენტების შესწავლის უფლება და ის მის ქართველობას დაამტკიცებდა, თუმცა ამ ყველაფრის მეცნიერული დასაბუთება დღემდე არ მომხდარა.
რა თქმა უნდა, ეს ფაქტი ჩვენს ჩრდილოელ მეზობელსაც აწუხებს, რისი დამადასტურებელიც საინფორმაციო, ინტერნეტსაიტებსა და ფორუმებზე ღია საუბარი გახლავთ, საინტერესოა რუსი ისტორიკოსების მოსაზრებაც, თუმცა სანამ თხრობას შევუდგებით, მინდა გითხრათ, რომ ამ ამბავის შესახებ პირდაპირი და არაპირდაპირი გზა არსებობს.
სანამ ისტორიის მოყოლას დავიწყებთ, რას ფიქრობთ თქვენ, ჰგავს ეს ორი ადამიანი ერთმანეთს?
ფაქტების გასამყარებლად საუბარი ადრეული პერიოდიდან დავიწყოთ. პეტრემდე მოსკოვის სამეფო უმეფოდ გვევლინება, ქვეყნის სათავეში კი ალექსი მიხეილის ძე რომანოვი იჯდა, 1669 წლის მარტის თვეში მისი პირველი ცოლი მარია ილიას ასული მილოსლავსკაია გარდაიცვალა, რის შემდეგაც მეფე ნატალია კირილოვნა ნარიშკინაზე დაქორწინდა, აღსანიშნი ფაქტია, რომ ალექსი მიხაილის ძე ყირიმელი თათრების თავადთა შთამომავალზე ასაკით 22 წლით უფროსი იყო (მარია 19, ალექსი 41), ამ ამბავმა დიდი მითქმა-მოთქმა გამოიწვია, თუმცა რაც ყველაზე მთავარია, მომავალი დედოფალი მეფის შვილებმა არ მიიღეს, ეს ყველაფერი გასაკვირი სულაც არ არის, რადგან ევდოკია და მართა ალექსეევნები ნატალიას თანატოლები იყვნენ, შესაძლებელია მომავალი დედოფლის გარშემო ჭორები სწორედ მათ ააგორეს. არაპირდაპირი გზა მეფე ერეკლე I რუსეთის მეფის, ალექსეი მიხეილის ძის ოჯახთან ახლოს იყო, განსაკუთრებით რუსის მეორე მეუღლესთან, ნატალია კირილოვნა ნარიშკინასთან. ისტორიკოსები პეტრეს დედას როგორც კეთილს, სათნოს, შრომისმოყვარესა და ჭკვიან ქალბატონად აღწერენ, ოფიციალურ მამას კი სუსტად და უძლურად მოიხსენიებდნენ. როგორც უკვე აღვნიშნე ერეკლე I-ს რუსეთის მეფესთან ახლო ურთიერთობა ჰქონდა, ქართველი ალექსისთან ერთად ხშირად ლაშქრობებში მონაწილეობდა, ალექსეი მიხაილოვიჩისა და ნატალია ნარიშკინას ქორწილში კი საპატიო მოვალეობა დაევალა, წვეულებაზე მოსული სტუმრების მასპინძელი უნდა ყოფილიყო, თუ იმ ხაზს გავყვებით, რომ ალექსეი უძლური ადამიანი იყო, რაც მისი შვილების ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარეობდა, მაშინ ნარიშკინამ მეუღლეს სწორედ აქ უღალატა. ეს პრობლემები, რაც ალექსის სჭირდა მისი ფიზიოლოგიიდან გამომდინარეობდა, მოგეხსენებათ, მეფემ ეკლესია გაწმინდა, თევზი და რძე მარხვაში აკრძალა, თვითონ კი მუდმივად მარხულობდა, რის გამოც ცილებს არ იღებდა, რამაც საბოლოოდ სპერმატოზოიდის დეგრადაცია გამოიწვია. ერეკლე რუსეთში ორჯერ იყო, პირველ ჯერზე დიდი ამალითა და თანხით გამოაცილეს, მეორედ კი პეტრეს დაბადებიდან თვენახევრის თავზე ქვეყნიდან გამოაძევეს, კავკასიამდე ამალა გამოჰყვა, რადგან უკან არ მიტრიალებულიყო, საზღვრების გადაკვეთი შემდეგ კი რუსეთის ტერიტორიაზე შესვლა აეკრძალა. წარმოიდგინეთ, კაცი სამეფო კარზე ახლოს იყო, ბავშვის დაბადებიდან 40 დღის თავზე კი გამოაგდეს და ქვეყნის ტერიტორიაზე ფეხის დადგმაც კი აუკრძალეს. და მაინც, რატომ გამოაძევეს ერეკლე I რუსეთიდან? მოგეხსენებათ, ძველ დროში მშობიარობის შემდეგ ქრისტიანული წესით ქალი 40 დღის განმავლობაში უწმინდურად ითვლებოდა, მეტიც, მისი ტაძარში შესვლაც კი იკრძალებოდა. ამიტომ უფლისწული მთელი ამ დროის განმავლობაში არავის უნახავს, უხეშად რომ ვთქვათ, თვენახევრის შემდეგ პატარა პეტრეს შეხედეს და მიხვდნენ, რომ ის არათუ ბიოლოგიურ მამას, არამედ ერეკლეს ჰგავდა. როდესაც უფლისწული 2-3 წლის გახდებოდა, შესაძლოა ვიღაც-ვიღაცეებს სამეფო კარზე გადატრიალების სურვილი ჰქონოდათ და ტახტზე ერეკლე I აეყვანათ, ამის თავიდან ასაცილებლად კი ქართველი მოსკოვიდან მოაშორეს. მატვეევის სიზმარი - სავარაუდოდ ჩვენ არჩილ II-ის მეფის ასულის, დარია არჩილოვნა ბაგრატიონ-მუხრანსკის წერილზე ვსაუბრობთ, მეგრელი თავადი დადიანის ქალიშვილთან წერილში საუბარი წინასწარმეტყველებაზე მიდის, რომელიც მან ქართველი დედოფლისგან მოისმინა: „დედაჩემმა მითხრა, რომელიღაც მატვეევის შესახებ, რომელსაც წინასწარმეტყველური სიმზარი უნახავს, სადაც მას წმინდა გიორგი გამოეცხადა და უთხრა, რომ ის არჩეულია და მოსკოვში მეფისთვის უნდა შეეტყობინებინათ, რათა „მეფეთა-მეფე“ დაბადებულიყო“. უფლისწულის აღზრდის შემდეგ კი ქვეყანა დიდ იმპერიად გადაიქცეოდა, კირილ ნარიშკინას ქალიშვილი ამას დაემორჩილა. ნარიშკინას აღმზრდელი არც თუ ისე დიდი წარმოშობის პრო-ევროპული ტიპი იყო. ის კარგად ხედავდა, რომ ალექსი მიხეილის ძის (მეფის) გარდაცვალების შემდეგ სამეფოში დიდი არეულობა დაიწყებოდა, რასაც კიდევ უფრო მასშტაბური კრიზისი მოყვებოდა. და რა გამოიწვევდა ამას? მოგეხსენებათ, ალექსის შვილები ჯანმრთელები არ იბადებოდნენ, არაჯანსაღ ბაშვებს კი ქვეყანას ვერ ანდობდნენ, ამიტომ საჭირო იყო ისეთი უფლისწული, რომელიც ყველასთვის მისაბაძი იქნებოდა, წინააღმდეგ შემთხვევაში ქვეყანას მეფე არ ეყოლებოდა, რასაც იმხელა არეულობა მოყვებოდა, რომ ძაღლი პატრონს ვერ იცნობდა. ყველაზე დიდმა რუსმა ისტორიკოსმა, სერგეი სოლოვიოვმა პირველივე სტატიათა კრებული პეტრე I-ზე გამოსცა. ვინ იყო სოლოვიოვი და რატომ კრძალავდა სტალინი მისი ნამუშევრების გამოქვეყნებას? სერგეი იმპერიის ხანაში მოღვაწეობდა, აპელირებდა რუსების ორიგინალურობასა და აზიურობაზე და აპოლოგიზაციას მათ განსაკუთრებულობას უწევდა, ის თვლიდა, რომ სხვას უნდა შეშვებოდა და დასავლეთის გზას გაყოლოდა, ევროპული ინსტიტუტები გადმოეღოთ და ეცხოვრათ ისე, როგორც ამას დასავლეთში აკეთებდნენ. ლოგიკურია, რომ კომუნისტებისთვის ეს მოძღვრება სასტიკად მიუღებელი იყო, რადგან მათი იდეები საბჭოთა კავშირის ხელმძღვანელობის სურვილს რადიკალურად ცდებოდა, ამიტომ მე-20 საუკუნის სსრკ-ს ლიდერებს ეს არ აწყობდათ, შეზღუდვის ერთ-ერთი მიზეზი კი ეს უფრო იყო, ვიდრე მისი ამბავი პეტრეზე. როგორც უკვე აღვნიშნე, სოლოვიოვმა პირველივე სტატიათა კრებული პეტრე I-ზე გამოსცა, სადაც ის რუსულ ჩაკეტილობას დასცინოდა, იქვე ვკითხულობთ, რომ უფლისწული უკანონოდ შობილია, რისი დოკუმენტიც აქვს, მაგალითის სახით კი ნახევარ და-ძმებისგან განსხვავებულობა მოჰყავს. სერგეი ყველაზე დიდ ყურადღებას პეტრეს მშობლის ძიებას უთმობდა. მისი თქმით, ერთ-ერთი ჭორი ფრანც ლეფორტსაც უკავშირდებოდა (გერმანელი წარმომავლობის მოღვაწე) ეს ვარაუდი ფიზიკურ მსგავსებას უკავშირდებოდა, თუმცა იქვე აბათილებს, რომ უცხოელის შვილი უფლისწული ნამდვილად არ იყო, რადგან მისი ჩამოსვლის დროს პეტრე უკვე 4 წლის გახლდათ, თუმცა ვისი შვილი იყო, ან ვის ფიქრობდა შესაძლო ბიოლოგიურ მამად ამას არ ამბობდა, რა თქმა უნდა, ამ საკითხზე დასავლური ისტორიკოსებიც არ საუბრობდნენ. პირდაპირი გზა დიდი დროის გასვლის შემდეგ რუსულ-ქართულ ურთიერთობაზე მომუშავე ნიკო ბერძენიშვილმა და ტატიშვილმა მისი ქართველობის დამადასტურებელ ცნობას მიაგნეს. ბერძენიშვილი შემთხვევით ნატალია ნარიშკინას ერეკლესადმი მიწერილ წერილს გადაეყარა, სადაც დედოფალი ქართველს კითხულობს და ეუბნება, რომ უფლისწული მას ძალიან ჰგავს. ეს წერილი პეტრეს დაბადებიდან 40 დღის თავზეა გამოგზავნილი. ნიკო ბერძენიშვილმა ფურცელს ფოტოები გადაუღო და ტერიტორია დატოვა. ადგილიდან გამოსვლის შემდეგ ჩემოდანში ჩააწყო, თბილისი-მოსკოვის რეისზე მივიდა, ადგილზე ჩასვლის შემდეგ ჩემოდანი გაუხსნელი მოჩანდა, რეალურად დათვალიერების შემდეგ კი ჩანთაში შენახული დოკუმენტებიდან მხოლოდ წერილზე გადაღებული ფირები ამოაცალეს, აქედან გამომდინარე, ლოგიკურია იმის თქმა, რომ „კაგებე“ ყველაფერს მიხვდა და ეს დოკუმენტაცია სწორედ მათ ამოიღეს. მანამ, სანამ „ქართველები მოსკოვში“ გამოვიდოდა, სტალინმა ნიკო ბერძენიშვილი და ტატიშვილი გაგრაში დაიბარა და განუცხადა, რომ პეტრეს ისტორიის ძიებაზე თავი დაენებებინათ, რადგან რუსებს ერთი ჭკვიანი მეფე ჰყავდა და მისი შესაძლო ქართველობის ძიება არ უნდა მომხდარიყო. ზუსტად იმავე ისტორიას გვიყვება გრაფი ალექსეი ტოლსტოიც, რომელმაც პეტრე I-ზე წიგნი გამოსცა, სტალინის დროს კი სცენარი დაიდგა. სანამ უშუალოდ ამბავზე გადავალთ ცნობილი მწერალისა და საბჭოთა კავშირის მმართველის ისტორიას მოგიყვებით. ტოლსტოისა და სტალინს ერთმანეთთან იმდენად ახლო ურთიერთობა ჰქონდათ, რომ მრისხანე მმართველი გრაფს ყველაფერს პატიობდა, თუნდაც ისეთ დანაშაულსაც კი, რომლის გამოც სხვის ოჯახს ამოწყვეტდა. იოსების გარემოცვაში ჩერკასოვს, სერგეი მიხრუკოვს (ნიკიტა მიხრუკოვის მამა), ლუბოვ არლოვასა და ალექსეი ტოლსტოის შეხვდებოდით. ჩამოთვლილ ადამიანებს არისტოკრატიული წარმომავლობა ჰქონდათ, რის გამოც სტალინს მათთან ურთიერთობა სიამოვნებდა, განსაკუთრებით ტოლსტოისთან. გრაფ ალექსეის ანტიკვარები უყვარდა, საცხოვრებელი სხვადასხვა ძველი ნივთით ჰქონდა გავსებული. ცნობილი ფაქტია, რომ ერთხელ სანაპირო ზოლს კრუიზით წრე დაარტყა და ანტიკვარი ნივთების დიდი რაოდენობა შეიძინა (კალმები, ფურცლები, ნახატები და ა.შ.). ამ ამბავის გაგების შემდეგ სტალინთან მივიდა, რის შემდეგაც იოსებმა ხელი გამოყო და მიუგო, რომ სირცხვილი იყო ამდენი ძველი ნივთის შეძენა. დოკუმენტები, რომლებსაც ტოლსტოიმ მიაგნო როგორც უკვე აღვნიშნე, ალექსეიმ ზუსტად იმავე წერილს მიაგნო, რასაც ნიკო ბერძენიშვილმა და ტატიშვილმა. მოგეხსენებათ, როდესაც მწერალი ცნობილ მოღვაწეზე წერს, მის არქივთან მუშაობის უფლება აქვს, სწორედ ამ დროს წააწყდა რაღაც უცნაურს, წაკითხვის შემდეგ კი მიხვდა, რომ პეტრე ერეკლე I-ის უკანონო შვილი იყო. გახარებული მწერალი სასწრაფოდ სტალინისკენ გაეშურა, ოთახში შევიდა და უთხრა, რომ პარალელს პეტრესა და იოსებზე გაავლებდა, როგორც ქართული წარმოშობის ორი დიდი რუსი. აუხსნა, რომ მათ დიდ გამარჯვებებს გააიგივებდა და ყველაფერს ლამაზად გამოაჩენდა, რაზედაც სტალინმა ზუსტად ის პასუხი გასცა, რაც ქართველ ისტორიკოსებს უპასუხა - რუსებს ერთი ჭკვიანი მეფე ჰყავდა და მისი შესაძლო ქართველობის ძიება არ უნდა დაწყებულიყო. ამით უკმაყოფილო ალექსეი სსრკ-ს ლიდერის წინააღმდეგ წავიდა და ეს ამბავი ოჯახის წევრებსა და მეგობრებს მოუყვა, რაც საბოლოოდ რუსულ გაზეთში გახმაურდა. ისტორიულ დოკუმენტთან, რომელთანაც წვდომა ტოლსტოის ჰქონდა, რამდენიმე ათწლეულია დალუქულია, დღეს კი მასთან მიღწევა აღარავის შეუძლია. რა თქმა უნდა, ჩემს მიერ მონათხრობი ისტორია არის ვარაუდი და არა დადასტურებული ფაქტი, თუმცა თქვენ როგორ ფიქრობთ, იყო თუ არა ერეკლე I პეტრე I-ის მამა? 1148 1-ს მოსწონს
|