x
image
თაზუ
ვინ იყვნენ დრუიდები: გაიგეთ თუ რომელი ტიპის ხე ხართ
მისტიურ ბრძენკაცებს, რომლებიც კელტების არსებობის პერიოდში ცხოვრობდნენ, შეეძლოთ ზუსტი წინასწარმეტყველება, ისინი ტყეში ცხოვრებას ანიჭებდნენ უპირატესობას და მათ საკუთარი ჰოროსკოპიც კი შექმნეს. იცით დრუიდების შესახებ რამე? თუ არა, მაშინ ეს სტატია თქვენთვისაა.

image

21-ე საუკუნე ჰოროსკოპის სახეების მრავალფეროვნებით გამოირჩევა. ინტერნეტის გამოყენებით, თქვენ, ყოველგვარი სირთულისა თუ პრობლემის გარეშე, შეგიძლიათ განსაზღვროთ თუ რომელ ფერს შეეფერებით, ან პლანეტას, წლის დროს და ა.შ. თუმცა, აღმოჩნდა, რომ კიდევ ერთი ჰოროსკოპი არსებობს, რომელიც იმაზე უფრო ძველია, ვიდრე წარმოგიდგენიათ. ეს დრუიდების ჰოროსკოპია, რომელიც ითვლის არანაკლებ 2 000 წელს. პირველად დრუიდების ჰოროსკოპი, იგივე გალების ჰოროსკოპი, მოიხსენება ქრისტიანი ბერების ჩანაწერებში, სადაც რატომღაც საჭირო გახდა წარმართთა მატიანის დაფიქსირება. ამიტომ, მიუხედავად ფართოდ გავრცელებული აზრისა, დრუიდები ნამდვილად არ არიან მითური არსებები, არამედ ისინი რეალურად არსებობდნენ, წარმოადგენდნენ რა კელტი ხალხის ქურუმებს.

image


დრუიდები, ისევე როგორც მათი "კოლეგები", შამანები და ჯადოქრები სხვადასხვა ქვეყნებიდან, ასრულებდნენ მაგიურ რიტუალებს, ატარებდნენ მსხვერპლთშეწირვას და მომავლის წინასწარმეტყველებით იყვნენ დაკავებულნი. მკვიდრ მოსახლეობს უპირობოდ სჯეროდა მათ სიტყვის. დრუიდის საპატიო სახელწოდების მისაღებად, ადამიანს ტყეში 20 წელი სრულ სიმარტოვეში უნდა გაეტარებინა, ამიტომ გასაკვირვი არაა ის, რომ კელტებს შორის ახალგაზრდა დრუიდები არ მოიძებნება.


ტყე მათ მიაჩნდათ წმინდა ადგილად, სადაც იხსნებოდა პორტალი არამიწიერ არსებებთან საკონტაქტოდ. ქურუმები ხეებს ისე ექცეოდნენ, როგორც ცოცხალ არსებებს, ანიჭებდნენ რა მათ სულს და ხასიათს. ისინი ამტკიცებდნენ, რომ თითოეულ ხეს, ისევე როგორც ადამიანს, გააჩნია თავისი განმსაზღვრელი მახასიათებლები, დადებითი და უაყოფითი თვისებები. თითოეული მათგანი მოითხოვს გარკვეულ საცხოვრებელ პირობებს. აგრეთვე, დრუიდებს გააჩნდათ ყველაზე გამორჩეული და საყვარელი მცენარე - ფითრი, რომელსაც იყენებდნენ როგორც სამკურნალოდ, ისე საწინასწარმეტყველოდ და მსხვერპლთშეწირვისთვის, ამიტომ მის შესაგროვებლად მზადება წინასწარ ხდებოდა. ქურუმებს სჯეროდათ, რომ ფითრისაგან დამზადებულ წამალს ნებისმიერი შხამის განეიტრალება შეეძლო. ამ ჯადოსნური მცენარისადმი სიყვარული, სხვათაშორის, დღემდე შემორჩა ევროპელებს, რომლებიც საშობაოდ სახლებს ფითრის ფოთლების გვირგვინით ამშვენებენ.

image

კელტებს, თავის დროზე, საკმაოდ კოლოსალური ტერიტორია ეკავათ, ზუსტად რომ ვთქვათ, დღევანდელი და ტურისტებისათვის საკმაოდ ცნობილი დასავლეთ ევროპა. ზუსტად მათ ჩაუყარეს საფუძველი დასავლეთევროპული ცივილიზაციის განვითარებას. როგორც ნებისმიერ თავმოყვარე წარმართს, თითოეულ მათგანს სჭირდებოდა საკუთარი ქურუმი, რომელსაც ყოველგვარი წინააღმდეგობის გარეშე შეეძლო ღმერთებთან საუბარი. თუმცა, ამის გარდა, დრუიდები ვალდებულნი იყვნენ აღეწერათ კელტების გმირული საქმეები, შესაბამისად, დრუიდებად აჰყავდათ მხოლოდ პოეტები - წინააღმდეგ შემთხვევაში ყველაფერს აზრი ეკარგებოდა. იმ უძველეს დროს, დრუიდის "თანამდებობა" პრესტიჟულად ითვლებოდა. ქურუმებთან რჩევისთვის მოდიოდნენ როგორც წვრილი მართველები, ისე მეფეები. აგრეთვე, ისინი თავისუფალნი იყვნენ სამხედრო სამსახურისაგან და გადასახადებისაგან.

image

მაგრამ, მაგალითად, ირლანდიელებთან დრუიდებმა მალევე დაკარგეს პოეტური შესაძლებლობები და გადაიქცნენ ჩვეულებრივ, სოფლის თანამედროვე ექიმბაშებად, მაშინ როცა გალები - დღევანდელი ფრანგების წინაპრები - თავიანთ ქურუმებს უფრო მეტი პატივისცემით ეპყრობოდნენ, ფაქტობრივად შეიყვანეს რა ბრძენკაცები ნახევრად ღმერთების კატეორიაში. გაიხსენეთ, თუნდაც, ყველასთვის ცნობილი ისტორია ასტერიქსისა და ობელიქსის შესახებ, სადაც ფრანგების წინაპრები თავიანთ "ჯადოქრებს" დიდ პატივს სცემენ. აგრეთვე, გალებს დრუიდებისადმი მიძღვნილი დღესასწაული გააჩნდათ, სადაც მონაწლეობა, ქურუმების წინამძღოლობით, შეეძლოთ ახლომდებარე დასახლების მოსახლეობას. ითვლებოდა, რომ დღესასწაულის დღეებში ქრებოდა ზღვარი სამყაროებს შორის, და სტუმრად შესაძლოა მოსულიყო სხვა სამყაროს წარმომადგენელი.


რაც შეეხება თვად ჰოროსკოპს, მისი შექმნის შთაგონებას დრუიდები ხეებიდან ღებულოდნენ. მათი მეცნიერების თანახმად, თითოეული ადამიანის დაბადების რიცხვი დაკავშირებულია განსაზღვრულ მცენარესთან. ამასთანავე, დრუიდები დიდ მნიშვნელობას ანიჭებდნენ ზამთრისა და ზაფხულის წინააღმდეგობას მზესთან, და შემოდგომისა და გაზაფხულის ბუნიობას. რეალურად, მზის ადგილმდებარეობა დედამიწასთან მიმართებაში განსაზღვრავდა კიდევაც მათი ჰოროსკოპის საფუძველს. ამის გათვალისწინებით, ადამიანის ბედი, მისი მომავალი, ხასიათი და შესაძლებლობები დამოკიდებულია მზის დაშორებაზე დედამიწიდან ადამიანის დაბადების დღისას. ამიტომაც, დრუიდების ჰოროსკოპის თითოეულ ნიშანს გააჩნია ქმედების 2 პერიოდი.

image

დრუიდებს სჯეროდათ: იმისთვის, რომ ადამიანმა საკუთარი ბედი შეცვალოს უკეთესობისაკენ, საჭიროა დაამყაროს მჭიდრო კავშირი საკუთარ ხესთან, მასთან შეხებით დაკონტაქტების საშუალებით. ითვლებოდა, რომ მძიმე პერიოდში ადამიანი უნდა წავიდეს ტყეში ან ბაღში, მოძებნოს მისი დაბადების დღის შესაბამისი ხე, მიეყრდნოს მის ღეროს და ფიზიკურად წარმოიდგინოს ენერგია, რომელიც მის სხეულში ხიდან გადმოვა. ამის შემდეგ, საჭიროა მადლობის ნიშნად თავის დახრა და დამშვიდობებისას ხის ლენტით შემკობა.


აი ასე გამოიყურება დრუიდების ჰოროსკოპი ( ფრჩხილებში მითითებულია პერიოდები, რომლის დროსაც ეს კონკრეტული ხე "მეფობს"). ითვლებოდა, რომ ხე ფლობს უდიდეს ჯადოსნულს ძალას, და შესაბამისად, უწევს უდიდეს დახმარებას საკუთარ ადამიანს, მისი უზანაესობის პერიოდში.


1. ვაშლის ხე (25 ივნისი-4 ივლისი; 22 დეკემბერი - 1 იანვარი);

2. სოჭი (5 ივლისი - 14 ივლისი; 2 იანვარი - 11 იანვარი);

3. თელა (6 ივლისი - 25 ივლისი; 12 იანვარი - 24 თებერვალი);

4. კვიპაროზი (26 ივლისი - 4 აგვისტო; 25 იანვარი - 3 თებერვალი);

5. ვერხვი (5 აგვისტო - 13 აგვისტო; 4 თებერვალი - 8 თებერვალი);

6. კედარი (14 აგვისტო - 23 აგვისტო; 9 თებერვალი - 18 თებერვალი);

7. ფიჭვი (24 აგვისტო - 2 სექტემბერი; 19 თებერვალი - 28/29 თებერვალი);

8. ტირიფი (3 სექტემბერი - 12 სექტემბერი; 1 მარტი - 10 მარტი);

9. ცაცხვი (13 სექტემბერი - 22 სექტემბერი; 11 მარტი - 20 მარტი);

10. თხილი ( 24 სექტემბერი - 3 ოქტომბერი; 22 მარტი - 31 მარტი);

11. ცირცელი (4 ოქტომბერი - 13 ოქტომბერი; 1 აპრილი - 10 აპრილი);

12. ნეკერცხალი (14 ოქტომბერი - 23 ოქტომბერი; 11 აპრილი - 20 აპრილი);

13. ჟასმინი (3 ნოემბერი - 11 ნოემბერი; 1 მაისი - 14 მაისი);

14. წაბლის ხე (12 ნოემბერი - 21 ნოემბერი; 15 მაისი - 24 მაისი);

15. იფანი (22 ნოემბერი - 1 დეკემბერი; 25 მაისი - 3 ივნისი);

16. რცხილა (2 დეკემბერი - 11 დეკემბერი; 4 ივნისი - 13 ივნისი);

17. ლეღვი (12 დეკემბერი - 20 დეკემბერი; 14 ივნისი - 23 ივნისი);

18. მუხა (გაზაფხულის ბუნიობა: 21 მარტი);

19. არყი (ზაფხულის ბუნიობა: 24 ივლისი);

20. ზეთისხილი (შემოდგომის ბუნიობა: 23 სექტემბერი);

21. წიფელი (ზამთრის ბუნიობა: 21/22 დეკემბერი)

image

აგრეთვე, ითვლება, რომ თუკი "თქვენს" ხეს სახლის მიმდებარედ დარგავთ - ეს მოგიტანთ წარმატებას.


0
345
2-ს მოსწონს
ავტორი:თაზუ
თაზუ
345
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0